საზოგადოებრივი უძველესი ისტორიები დედამიწის სიღრმეში არსებულ სამყაროზე 4 ნოემბერი, 8:40 პირდაპირი არა, მაგრამ არსებობს ირიბი მტკიცებულება, რომ დედამიწის შიგნით სივრცე არსებობს, რომელშიც სხვა ცივილიზაციები ცხოვრობენ. ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველი ფილოსოფოსები საუბრობდნენ. ხოლო, უძველესი ერების ლეგენდების მიხედვით, მიწის ქვეშ, არსებობდა სამყარო, რომელშიც ადამიანები, ან ადამიანების მსგავსი არსებები ცხოვრობდნენ. მაგ., მალტელი აბორიგენების მითებში, რომლებიც 5-6 ათასი წლის წინ, კუნძულზე მეგალითურ კომპლექსებს აშენებდნენ, ნათქვამია, რომ მიწის სიღრმეში ღმერთების ქვეყანა იყო. ხოლო, იქაური ქურუმები თვლიდნენ, რომ დედამიწაზე ყველაფერს სწორედ წიაღის ბინადარნი მართავდნენ – სწორედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი იმაზე, რაც ამ სამყაროში ხდება. მალტის სამხ. ნაწილში მდებარე მნაიდრას ტაძარში, მეგალითზე უძველესი წარწერაა, რომლის შინაარსი ასე ითარგმნება: «ღმერთებს, პლანეტის ცენტრალური ნაწილიდან, შეუძლიათ მთები ასწიონ ოკეანეზე, ზღვები უდაბნოდ აქციონ და დღეს და ღამეს ადგილი შეუცვალონ». ტიბეტელები კი, საერთოდ ამტკიცებენ, რომ დედამიწის ცენტრში, ლეგენდარული შამბალა – ღმერთების და სულების ქვეყანა მდებარეობს. მითიური სამყარო, სადაც მანკიერებისთვის, სიძულვილისთვის, ბრაზისთვის არ არის ადგილი. იქ მხოლოდ ის ადამიანები და მათი სულები ხვდებიან, რომლებმაც უმაღლეს განმანათლებლობას მიაღწიეს. უძველესი დროიდან, მსგავსი შეხედულებები ჰქონდათ მონღოლებსაც. მათი რელიგიური ლიდერები თვლიან, რომ მიწისქვეშა სამყაროში – შამბალაში მოხვედრა, ღმერთთან სიახლოვის უმაღლესი სტადია იყო. რამე თუ, თუ შესცოდე და შეურაცხყავი საკუთარი სული, ისინი უბრალოდ, იქ არ შეგიშვებენ და ამ სამყაროს, კარიბჭის დანახვასაც ვერ შეძლებთ. ავსტრალიელი აბორიგენები კი ამტკიცებენ, რომ ათიათასობით წლის წინ, როდესაც დედამიწის ზედაპირი დიდმა ხანძარმა მოიცვა, მათთან «ადამიანები გამოვიდნენ, რომლებიც სიმაღლით ცას სწვდებოდნენ» და თავშესაფარი საკუთარ სამყაროში მისცეს. წლების შემდეგ, ზოგს დედამიწის ზედაპირზე მოუნდა დაბრუნება, ზოგს კი – დარჩენა. ლეგენდის თანახმად, იქ მაცხოვრებლებს, მიწისქვეშეთში, იგივე მცენარეები, იგივე მზე, იგივე ტბები და მდინარეები აქვთ. გამოდის რომ, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრები ადამიანები, ჩვენი პლანეტის სიღრმეების შესახებ, დაახლოებით, მსგავს ინფორმაციას ფლობდნენ. რატომ იყვნენ ისინი დარწმუნებულნი, რომ იქ სიცოცხლე იყო? სხვათა შორის, ამ თვალსაზრისს არა მხოლოდ ფოლკლორისტები და მითოლოგები, არამედ მეცნიერებიც იზიარებდნენ. პირველი თეორია დედამიწაში სიღრუის არსებობის შესახებ, შეიძლება, არც დაიჯეროთ, მაგრამ პლატონს ეკუთვნის. მისი აზრით, ლოგიკური იქნებოდა იმის დაშვება, რომ ჩვენი პლანეტა სფეროს წარმოადგენს, რომლის შიგნით სიღრუეა. ცნობილი ფილოსოფოსის თვალსაზრის, დედამიწასთან დაკავშირებით, მისი მოსწავლე და ასევე გამოჩენილი მეცნიერი, არისტოტელეც იზიარებდა. ხოლო, გალილეო გალილეი თვლიდა, რომ დედამიწას, მართალია, ბირთვი ჰქონდა, მაგრამ მასას და ქერქს შორის, სიღრუე არსებობდა, სადაც ატმოსფერო, ფლორა და ფაუნა არსებობდა. გარდა ამისა, არსებობს რუკები, რომელზეც სიღრუეში დედამიწის მოწყობილობა არის ნაჩვენები. ამ თეორიის მიმდევრების აზრით, შიდა სამყარო ისეთივეა, როგორიც გარე: არსებობს ცა, ზღვა, მთები და მზეც კი არსებობს... და ამ სამყაროში ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობს, რომელსაც პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ გააჩნია. მიზეზი კი — ჩვენი, გარე სამყაროსთან არაგონივრული დამოკიდებულება და აგრესიულობისკენ მიდრეკილება არის. გეოგრაფიული პოლუსები — დედამიწის შიდა სამყაროს ჭიშკრებია როგორც აღნიშნული თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, პლანეტის შიდა სამყაროში მოხვედრა პოლუსებიდან შეიძლება. ხოლო, ჩვენზე დაკვირვების მიზნით, ადამიანები შიდა მხარიდან, საფრენი აპარატებით (ამო) მაღლა ამოდიან. ვერსიას იმის შესახებ, რომ პლანეტის პოლუსებზე პორტალებია განლაგებული, ამერიკელი მეცნიერების ერთი ნაწილიც ეთანხმება. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, ადმირალი ბერდი (Richard Evelyn Byrd (1888 – 1957 წწ.)), რომელიც ანტარქტიდის ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, სამხ. პორტალში შევიდა და იქაურ ცივილიზაციასთან კონტაქტი დაამყარა.* სწორედ იმის გამო, რომ პოლუსების მიდამოებში, დედამიწის სიღრმეში შესასვლელი პორტალებია, ეს ტერიტორია უცხო პირთათვის დახურულია. იქ უკვე წლებია, უამრავი სამეცნიერო–კვლევითი ბაზა მდებარეობს. თუმცა, რას იკვლევენ — გაურკვეველია. აკრძალული ტერიტორიის ნახვა რუკაზეც არ შეიძლება, რაც დედამიწაში სიღრუის არსებობის თეორიის მომხრეებისთვის, დამატებითი მტკიცებულების საფუძველს წარმოადგენს — ამბობენ, რომ აღნიშნული ზონები სპეციალურად არის გასაიდუმლოებული. ეჭვის საფუძველს ისიც იძლევა, რომ აღნიშნული ტერიტორიის ონლაინ რეჟიმში დათვალიერების შემთხვევაში, მის თავზე ყოველთვის ღრუბლის სქელი ფენაა, რომელიც არასდროს იფანტება. და უფრო მეტიც, სატელიტები არასოდეს დაფრინავენ ზუსტად პოლუსების თავზე. ისინი ორბიტიდან სწორედ მაშინ უხვევენ, როდესაც გეოგრაფიულ პოლუსებს უახლოვდებიან. ერთადერთი ფოტოზე, რომელიც ამერიკელმა მკვლევარმა გადაიღო, კარგად ჩანს, რომ დედამიწის ზედაპირზე, პირდაპირ ჩრდ. პოლუსზე, გიგანტური ზომის ხვრელი მდებარეობს. სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა ფოტოებიც არსებობდეს, მაგრამ გასაიდუმლოებული იქნება, ისევე, როგორც სხვა ინფორმაცია, აღნიშნული რეგიონების შესახებ. რაც შეეხება ანტარქტიდას, იქ კვლევები გრძელდება და უამრავი საოცარი აღმოჩენის მომსწრენი ვხდებით: მეცნიერები პოლუსის მახლობლად, ხან პირამიდებს პოულობენ და ხან უცნობი ცხოველების ძვლებს... და სიმართლე რომ ითქვას, შეთქმულების თეორიის გარდა, რეგიონში სხვა, უამრავი პრობლემა არის: მაგ., ყინულზე გამუდმებით ჰაერის თბილი ნაკადები მოქმედებს და მის დნობას იწვევს, რაც თავის მხრივ, გლობალური კატაკლიზმების მიზეზი ხდება. * საუბარი იმის შესახებ, რომ ადმირალი რიჩარდ ბერდი, თავისი ანტარქტიდული ექსპედიციის დროს, სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს დაეკონტაქტა, ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის პერიოდში დაიწყო, ხოლო სახელგანთქმული მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა. ამ ისტორიის დავიწყების საშუალებას კი, აშშ–ს ხელისუფლების პოზიცია არ იძლევა, რომელიც თითქმის 60 წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს, რითაც ადამიანების ინტერესს უფრო მეტად აღვივებს. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ვინ არის დამნაშავე? – 3 დეტექტიური გამოცანა (პასუხი აქვს)* როგორ დავუმეგობრდეთ საკუთარ კატას? – სამეცნიერო კვლევის შედეგები და რეკომენდაცია* ფარაონების საფრენი საშუალებები და ეჭვი, რომ ტუტანხამონის ნაადრევი სიკვდილი მფრინავ აპარატს უკავშირდება* მცენარე, რომელიც ებრძვის დეპრესიას, შიზოფრენიასა და ალცჰაიმერის დაავადებას346 1-ს მოსწონს
|