საზოგადოებრივი ეგვიპტელი ფარაონების კავკასიური ფესვები 2 სექტემბერი, 8:39 გერმანელი და შვეიცარიელი მეცნიერები, დნმ-ის კვლევების შედეგებმა შოკში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, უძველესი ეგვიპტელი აფრიკელები კი არა, კავკასიელები იყვნენ. ხოლო, ეგვიპტის ფარაონების და თანამედროვე ევროპელების საერთო წინაპარი, კავკასიაში, დაახლოებით, 9500 წლის წინ ცხოვრობდნენ. ასეთი მოულოდნელი შედეგები მოჰყვა, გერმანელი და შვეიცარიელი მეცნიერების კვლევა. აღმოჩნდა, რომ დასავლეთ ევროპის მამრობითი სქესის მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარი ფარაონ ტუტანხამონის შორეული ნათესავები არიან, რომელიც ეგვიპტეში, ძვ. წ. აღრ. XIV საუკუნეში მეფობდა. ამ დასკვნამდე მივიდნენ iGENEA კვლევითი ცენტრის გენეტიკოსები, ფარაონების მუმიფიცირებული ნაშთებიდან ამოღებული, დნმ-ის ნიმუშების გამოკვლევის შემდეგად. – აღნიშნული ინფორმაცია BBC–იმ გაავრცელა, Reuters-ის სააგენტოზე დაყრდნობით. ტუტანხამონის და მისი წინაპრების, დნმ-ის ფრაგმენტების ანალიზით, გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ ისინი იმ გენეტიკური პროფილის ჯგუფის ნაწილი არიან, რომელსაც დასავლეთ ევროპის მამაკაცების, დაახლოებით, 50 % ეკუთვნის. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგ., საფრანგეთში, გენეტიკური ნათესაობა, ეგვიპტის ლეგენდარულ მმართველ, ტუტანხამონთან, მამაკაცების 60 % აქვს. ხოლო, ბრიტანეთში და ესპანეთში ეს მაჩვენებელი, თითქმის, 70 %-ია. აღნიშნული ფაქტის დადგენა ე.წ. ჰაპლოჯგუფებით მოხდა. ეს ერთგვარი გენეტიკური მუტაცია, რომლითაც მეცნიერები ადგენენ, ადამიანის ამა თუ იმ, ეთნიკურ ჯგუფთან კავშირს. ამ მუტაციების აღმოჩენა მხოლოდ მამაკაცებშია შესაძლებელი, რადგან ისინი Y-ქრომოსომებში იმალებიან, რაც ქალებს, უბრალოდ, არა აქვთ. ტუტანხამენის სახის რეკონსტრუქცია, დამზადებულია 2005 წელს აღსანიშნავია, რომ R1b1a2 ჰაპლოჯგუფი, თანამედროვე ეგვიპტელების, 1 %–ზე ნაკლებში გვხვდება. ანუ შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაადასტურეს თეორიები იმის შესახებ, რომ ძველი ეგვიპტის ელიტის წარმომადგენლები, ადგილობრივები არ იყვნენ და ასევე ისიც, რომ თანამედროვე ეგვიპტელები არ არიან ამ ქვეყნის უძველესი მოსახლეობის შთამომავლები. როგორ მოხდა, რომ თანამედროვე ევროპელები ეგვიპტის მეფეების ნათესავები აღმოჩნდნენ? ან კიდევ ვის შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, ასეთ საპატიო კავშირებზე? «გასაკვირი იყო ტუტანხამონის გენეტიკური მასალის აღმოჩენა თანამედროვე ევროპელებთან, რადგან ეგვიპტეში ბევრი ჰაპლოჯგუფია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ძველი ეგვიპტის მეფეების დნმ-ის ნაწილაკებს», – განაცხადა შვეიცარიის iGENEA კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი რ. შოლცმა. მისი აზრით, ეგვიპტის მეფეების და ევროპელების საერთო წინაპარი კავკასიაში, დაახლოებით, 9 500 წლის წინ ცხოვრობდა და მისი შთამომავლები საცხოვრებლად ევროპაში გადავიდნენ. ანუ სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ისინი დასავლეთისკენ დაიძრნენ... და ეს, ძვ.წ. აღრ. 7 ათასი წლის წინ მოხდა. «როგორც ჩანს, მიგრანტთა მცირე ჯგუფი, სამხრეთით, ეგვიპტეში წავიდა და მათგან, ვიღაც, ფარაონი გახდა» – აღნიშნა შოლცმა. ახლა გენეტიკოსები ახალი გამოწვევის წინაშე დგანან – დნმ–ის უფრო დეტალური ანალიზით, მათ ლეგენდარული ფარაონის ყველაზე ახლო ნათესავები უნდა იპოვონ. არხის სხვა სიახლეები:* ფოტოები ვატიკანის არქივიდან – ნაცისტების მიერ, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე აღმოჩენილი არამიწიერი არტეფაქტები* ძველეგვიპტური პაპირუსი, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს* 2 ტორტი მოხარშული კრემით (მარტივი და გემრიელი)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ172 1-ს მოსწონს
|