x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ძვირფასი ქვების "მეფის", ანუ ლალის შესახებ

ლალი – ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ძვირფასი ქვა არის, თავისი წითელი ფერის წყალობით. ითვლება, რომ მისი მოპოვება, 2500 წელზე მეტი ხნის მანძილზე ხდება და ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის ძვირადღირებულად ითვლებოდა. ცნობილ ადამიანებთან და სამეფო ოჯახის წევრებთან ასოციაციის გამო, ლალი ყურადღების მიღმა არასდროს დარჩენილა.

აქ კი, 10 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, ფაქტობრივად, ყველაზე ძვირფასი ქვის შესახებ:


image


1. ის სიყვარულთან, ვნებასთან და რომანტიკასთან ასოცირდება
ამის მიზეზი, მისი წითელი ფერია, რომელიც მსგავს ასოციაციებს იწვევს. ზოგჯერ ამბობენ, რომ ლალი ისე გამოიყურება, თითქოს ქვიდან, ცეცხლი ანათებს, რაც მარადიული სიყვარულის სიმბოლოა.


2. ლალის, თავდაპირველად, – «რატნარაჯი» ერქვა
პირველად ლალი ინდოეთში აღმოაჩინეს, ამიტომ მას სახელი ადგილობრივ ენაზე დაარქვეს. სანსკრიტზე «რატნარაჯი» – «ძვირფასი ქვების მეფეს» ნიშნავს. მართალია, თანამედროვე დროში, საუკეთესო ძვირფას ქვად, ბრილიანტი უფრო ითვლება. მაგრამ ლალი, თავისი ღრმა, მომნუსხველი ფერის გამო, ამ სამეფო ტიტულს ნამდვილად რომ, იმსახურებს.

რაც შეეხება მის თანამედროვე სახელს, ლათინურად მას – «rubeus»–ი ჰქვია.


3. ლალი კორუნდების ოჯახს ეკუთვნის
კორუნდების, ანუ ალუმინის ოქსიდებს ეკუთვნის ლალიც და საფირონიც. ამ ქვას, სამკაულების დასამზადებლად, მაღალი სიმკვრივის გამო იყენებენ. ლალის, ფაქტობრივად, სუსტი ადგილები არა აქვს და არასდროს იბზარება.


4. «თავისუფლების ზარი» – ყველაზე დიდი ზომის ლალის ქვა არის მსოფლიოშიimage


ეს ქვა აღმ. აფრიკაში, გასული საუკუნის 50–იან წლებში აღმოაჩინეს და ის 1, 8 კგ–ს იწონიდა. მას ამერიკის დამოუკიდებლობის სიმბოლოს, – ზარის ფორმა მისცეს. ნაკეთობა 50 ბრილიანტით არის ინკრუსტირებული და 2 მლნ. დოლარი ღირს.


5. მისი ფერი ქრომისგან მოდის
სუფთა კორუნდი უფერულია და ალუმინის და ჟანგბადისგან შედგება. ფერის მისაღებად, ის მცირე რაოდენობით, ქრომთან უნდა შევიდეს კონტაქტში. ქრომი სტრუქტურაში, ალუმინის ნაწილის ანაცვლებს და ქვა წითელი ფერის გახდება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მწვანე ფერს, ზურმუხტსაც, ქრომი აძლევს.


6. ელიზაბეთ ტეილორი ლალის სამკაულის დიდი მოყვარული იყოimage


1957 წელს, შვებულების დროს, მას მეუღლემ, მაიკლ ტოდმა Cartier–ის ყელსაბამი, საყურეები და სამაჯური აჩუქა, რომელიც ბრილიანტით ინკრუსტირებული, 24 ლალის ქვისგან შედგებოდა. მსახიობის გარდაცვალების შემდეგ, აუქციონზე მხოლოდ ყელსაბამი, 3, 7 მლნ. დოლარად გაიყიდა.


7. სხვადასხვა სახის ლალი არსებობს
რადგან ლალის მოპოვება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხდება, ქვები ერთმანეთისგან განსხვავდება. საუკეთესოდ, ბირმული ლალი ითვლება, რომელსაც მუქი წითელი ფერი აქვს. განსხვავებული ფერის გარდა, არსებობს ვარსკვლავისებური ლალი, რომელიც ბუნებრივი მოვლენაა. მისი ამოცნობა, ექვსქიმიანი ვარსკვლავით შეიძლება, რომლის დანახვაც ქვის ზედაპირზე შეიძლება. ხოლო, ეს ეს საოცარი ეფექტი, სინათლის რუტილის პატარა ბოჭკოებიდან არეკვლით მიიღება.


8. ლალის იყენებდნენ სახლის მშენებლობისას
მართალია, ლალი სიმტკიცის მიხედვით, მეორე ძვირფასი ქვა არის, თუმცა მისი მოთავსება სახლის საძირკველში, შენობის გამაგრების კი არა, იღბლის მისაზიდად ხდება, რადგან ითვლება, რომ ქვას წარმატება მოაქვს.


9. «შავი პრინცის ლალის» – ნამდვილი ლალი არ არისimage


ბრიტანული მონარქიის ხაზინაში ინახება ქვა, რომელიც «შავი პრინცის ლალის» სახელით არის ცნობილი. მის ზომასა ქათმის კვერცხის ზომას ადარებენ (34 გრამს (170 კარატს) იწონის) და დღეს ის, დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინის ჯვარს ამშვენებს.

«შავი პრინცის ლალის» ისტორია XIV საუკუნიდან იწყება, როდესაც ის ინგლისის სამეფო ოჯახის მფლობელობაში მოხვდა. ძვირფასი ქვა ტახტის მემკვიდრეს ედუარდ III ესპანელმა გრაფმა, კასტილიის მონარქის ძმასთან კონფლიქტში მხარდაჭერისთვის, მადლიერების ნიშნად გადასცა. ხოლო სახელი, პრინცის პატივსაცემად მიიღო.

წლების მანძილზე, მუქი წითელი ფერის გამო, ქვა, როგორც ლალი, შეცდომით იყო კლასიფიცირებული. მაგრამ, ქიმიური ანალიზის მეთოდების განვითარების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ის, სინამდვილეში შპინელია, რომელიც ლალისგან სიმკვრივით, სიმყარით და სინათლის რეფრაქციული მახასიათებლებით განსხვავდება.


10. ბუნებრივ ლალის ქვას ყოველთვის ნაკლი აქვს

რადგან ლალი – ბუნებრივი ძვირფასი ქვა არის, მასში აუცილებლად იქნება გარკვეული ნაკლი. ლალი ყოველგვარი ნაკლის გარეშე, წარმოუდგენლად იშვიათია და მისი ფასი უფრო მაღალია, ვიდრე იგივე წონის ბრილიანტის. ხშირად, ლალის დეფექტები, მისი ავთენტურობის დასადასტურებლად გამოიყენება. ბუნებრივი ქვის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს სინთეტიკური ლალიც, რომელიც იდეალურად გამოიყურება. მაგრამ, მას ბუნებრივი ლალის უნიკალური თვისებები არ გააჩნია.


imageარხის სხვა სიახლეები:


* არქეოლოგებმა, ოქროსგან დამზადებული, უზარმაზარი არტეფაქტი აღმოაჩინეს

* ქუჩის 12 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველდღიურობაში, არის რაღაც განსაკუთრებული

* გამოცანა, მხოლოდ მაღალი IQ–ს მქონეებისთვის (პასუხი აქვს)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
254
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0