საზოგადოება "მაშინ ადამიანები მიხვდნენ, რომ საკუთარი თავი კი არა, ერთმანეთი უნდა გადაერჩინათ" - რეპორტაჟი 90-იანი წლებიდან 23 აგვისტო, 11:29 ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლამდე კრიზისი სახეზე იყო, რა თქმა უნდა დაშლის შემდეგ კრიზისი უფრო გაღრმავდა, მოიშალა ერთიანი ეკონომიკური ჯაჭვი, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკებს და სოციალისტურ ბანაკს აკავშირებდა, ამას მოყვა შიდა ეთნიკური კონფლიქტები და ზოგიერთ რესპუბლიკაში სამხედრო შეტაკებები.
პოსტაბჭოთა 90-იანი წლების კრიზისი ზოგმა რესპუბლიკამ შედარებით მსუბუქად გადაიტანა, ზოგმა საკმაოდ მძიმედ, მათ შორის არის საქართველო, რომელმაც რიგი გარემოებების გამო, რომელიც თქვენც კარგად მოგეხსენებათ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. დღეს რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს, შემოგთავაზებთ ფოტორეპორტაჟს 90-იან წლებიდან, თუნდაც იმიტომ რომ გვახსოვდეს საიდან მოვდივართ და საითაა მიმართული ჩვენი მომავალი და ბოლობოლო ისევ წარსულში ჩადენილი შეცდომები რომ აღარ დავუშვათ. 1.შეშის ღუმელები სახელდახელოდ მოწყობილ ბაზრობაზე-თბილისი 1993 წელი. სროლა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ოპოზიციის მომხრეებს შორის თბილისის ზღვაზე 1992 წელი. ნავთის რიგში ოპოზიციის მებრძოლები პარლამენტში 1992 წლის 6 იანვარს შეიჭრნენ. ისტორიული შენობა კონფლიქტის დროს ძლიერ დაზიანდა საარტილერიო ჭურვებისგან და ნაღმტყორცნებიდან. ოჯახი საჭმელს კუსტარულ ელექტრო ღუმელზე ამზადებს. თბილისი, 1993. ფოტო: ირაკლი გედენიძე, საქართველოს ეროვნული არქივი. სამოქალაქო(თბილისის) ომის დროს დაღუპული ჯარისკაცი შეშით მოვაჭრენი-თბილისი 1998 წელი სამოქალაქო ომის დაწებამდე აჯანყებულები რუსთაველის გამზირზე ბარიკადებს აღმართავენ. ტრანსპორტი თბილისში 1993 წელი-გივი კიკვიძის ფოტო რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე მოქალაქეები იკრიბებიან რიგი წყალზე, თბილისი 1993 წელი, ირაკლი გედენიძის ფოტო. თბილისი სამოქალაქო ომის შემდეგ პურის რიგები, სადაც მოქალაქეებს საათობით დგომა უწევდათ აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტო-ლენინის ბიუსტთან-ფოტოს მფლობელი გიორგი ჯახაია ახალგაზრდები ღუმელთან თბებიან-1995 წელი აფხაზეთის ომი, შახ აივაზოვის ფოტო Associated Press-ისთვის მეზობლები ერთობლივად ამზადებენ სადილს.1994 წელი ცხინვალში მოვლენები იძაბება. ფოტო: ა. პუშკარიოვი. 1991 წელი 1990-იანი წლების ტიპიური "კომერციული ბუტკა" სოხუმის დაცემის შემდეგ 388 2-ს მოსწონს
|