მხატვრობა ქალის საცვლები გრავიტაციის წინააღმდეგ მე-20 საუკუნის ნახატებში 21 აგვისტო, 23:37 ნახატების სერია „ჩამძვრალი საცვლები“ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა და მისი შემქმნელი ცნობილი გახადა. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ჩიკაგოელი მხატვარი არტ ფრემი (1907 – 1981) რეგულარულად ქმნიდა ახალ ვიზუალურ ისტორიებს იმის შესახებ, როგორ ხვდებიან გოგონები უხერხულ სიტუაციებში - მამაკაცების გარშემო ყველაფერი ხელიდან უვარდებათ, ხოლო აბრეშუმის საცვლები მათ მოხდენილ ფეხებზე ქვემოთ სრიალდება.
ერთი შეხედვით, ნახატების სერია სექსუალურობაზე არ არის, არამედ სისულელეზე. როგორ შეიძლება ჩამოსრიალდეს რეზინიანი საცვალი, თუნდაც ძლიერი ქარისგან? ამაზე მხოლოდ ერთი პასუხია - ყველაფერი მხატვრის ნებაა. უხერხულ სიტუაციაში მყოფ ქალებზე ნამუშევრები მხატვარმა შექმნა კომპანიის „Joeseph C. Hoover and Sons“ კალენდრისთვის. კომპანია პოსტერების, ნახატების და გრავიურების დამზადებით და გავრცელებით იყო დაკავებული. თუ ყურადღებით დააკვირდებით ყველა ნახატს, შეამჩნევთ კიდევ ერთ დამაკავშირებელ ელემენტს. თითქმის ყველა ქალბატონს ხელში უჭირავს პაკეტი პროდუქტებით, რომლისგანაც ნიახური მოჩანს. ასევე დაგაინტერესებთ: აღმოსავლეთის სული, ვნება და პაპანაქება ადამ სტიკას, „მზის სხივების ოსტატის“ ნახატებში „ახალი ჰოლანდიელის“ ერიკ ტიეროლფის შემაშფოთებელი ფანტაზია ქალების პატარა სიხარულები გაბრიელ პენაკიოლის ილუსტრაციებში საოცნებო გოგონები სკანდალურად ცნობილი ფოტოგრაფის დევიდ ჰამილტონის ობიექტივში სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში ჯოი გუიდონი და მისი 25 მწვავე ილუსტრაცია ჩვენი შეშლილი სამყაროს შესახებ 210 შეფასება არ არის |