ფოტოგრაფია საოცნებო გოგონები სკანდალურად ცნობილი ფოტოგრაფის დევიდ ჰამილტონის ობიექტივში 3 ივნისი, 16:29 ფოტოგრაფი დევიდ ჰამილტონი (1933 – 2016) ლონდონში დაიბადა და გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო მოუწია სწავლის შეწყვეტა და დორსეტში გადასვლა. შესაძლოა სწორედ დორსეტის საოცარმა ხედებმა და პეიზაჟებმა გააღვიძა მასში ფოტოგრაფის ნიჭი.
ომის დასრულების შემდეგ ჰამილტონი დაბრუნდა ლონდონში, დაამთავრა სკოლა და გადავიდა საფრანგეთში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა. ჰამილტონის ნამუშევრებს ყიდულობდნენ გავლენიანი გამოცემები, მის ფოტოწიგნებს მილიონობით მოგება მოჰქონდა, გამოვიდა ხუთი ფილმი და მოეწყო უთვალავი გამოფენა. ფოტოგრაფი არაერთხელ გახდა მრავალი სკანდალის მიზეზი, რადგან ხშირად იღებდა ბავშვების სიშიშვლეს თავისი ნამუშევრებისთვის. პარიზში 20 წლის დევიდ ჰამილტონი მოხვდა პიტერ კნაპთან ჟურნალ ELLE–ში და დაიწყო მუშაობა გრაფიკულ დიზაინერად. მას შემდეგ, რაც ELLE–ში წარმატებას მიაღწია და პოპულარული ავტორი გახდა, გადავიდა ჟურნალ Queen–ში ლონდონში არტ დირექტორის პოზიციაზე. სამუშაოს შეცვლისას დაინტერესდა ფოტოგრაფიით და მალევე შეიმუშავა საკუთარი განსაკუთრებული, ცნობადი სტილი. ასევე დაგაინტერესებთ: მოგონებების სამყარო ტომ ჰასის ფოტოპროექტში „ანარეკლი“ გაუმარჯოს ზაფხულს! ცნობილი ლამაზმანების ვინტაჟური ფოტოები სანაპიროზე იაოიაო მა ვან ასის ილუსტრაციები, როგორც რეალობისგან თავის დაღწევის საშუალება სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში მის ხელში მარმარილო ცოცხლდება, რის გამოც ახალგაზრდა იტალიელს მეტსახელად მიქელანჯელო შეარქვეს La Dolce Vita – 80-იანი წლების ულამაზესი იტალიის კაშკაშა ფოტოები 30+ ფერადი ფოტო წარსულიდან და ისტორიები, რომლებიც მათ უკან დგას არგენტინელი ფოტოგრაფი ეწვია 12 ქვეყანას 100 კოცნის კამერაზე აღსაბეჭდად – საუკეთესო ფოტოები ვარსკვლავების 15 ექსპრესიული პორტრეტი, რომლებიც XX საუკუნის ყველაზე ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაიღო მაკროფოტოებში აღბეჭდილი უხილავი ცოცხალი სამყარო Nikon Small World-ის მონაწილეებისგან 855 1-ს მოსწონს |