x
image
Yoona
Mediator image
Mediator image
მის ხელში მარმარილო ცოცხლდება, რის გამოც ახალგაზრდა იტალიელს მეტსახელად მიქელანჯელო შეარქვეს
იტალიელ მოქანდაკეს იაგო კარდილოს (Jago Jacopo Cardillo) თანამედროვე მიქელანჯელოს უწოდებენ. ოსტატი ამ შედარებას მისი ოსტატობის უმაღლეს აღიარებად მიიჩნევს. ოდესღაც, ჯერ კიდევ სკოლის წლებში, იაგო აღფრთოვანებული იყო აღორძინების ეპოქის გენიოსის შემოქმედებით, დღეს კი დიდებულ თანამემამულეს ადარებენ. აქ არ არის გაზვიადება და მლიქვნელობა – კარდილოს ხელში მარმარილო თიხასავით ელასტიურია, ხოლო შედეგი იმდენად რეალისტური, რომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელნაკეთია.



image



როცა კარდილოს ნამუშევრებს უყურებ, ხვდები, რომ ჩვენი დროის ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი მოქანდაკის ნამუშევარია. ერთი შეხედვით, ასეთ ვირტუოზს დიდი მასწავლებელი უნდა ჰყავდეს, მაგრამ იაგო თვითნასწავლია, ქვასთან მუშაობას დამოუკიდებლად დაეუფლა.



მოქანდაკის ბევრი ნამუშევარი ეძღვნება მოხუცებს. იაგო ისე გადმოსცემს სიბერეს, როგორც სხვა არავინ, ისე რეალისტურად გამოსახვას ნაოჭებს, რომ რეალურისგან ვერ გაარჩევთ. პირველად კარდილოს ნიჭზე ალაპარაკდნენ 2009 წელს, როდესაც 22 წლის მოქანდაკემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა რომის პაპი ბენედიქტ XVI-ის სკულპტურა. 3 წლის შემდეგ, 2012 წელს, იაგომ პირველი პერსონალური გამოფენა გამართა.




image



კარდილოს შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანია. ხელოსანს აქვს როგორც კლასიკური ნამუშევრები, რომლებიც აღორძინების ეპოქის შემოქმედებას თამამად შეგვიძლია შევადაროთ, ასევე თანამედროვე ქანდაკებები, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე ესთეტიკას დეტალური შესრულების ტექნიკასთან. სწორედ ამიტომ, იაგო არ თვლის თავს კონსერვატორად ხელოვნებაში, მან იცის, რომ მისი გზა მხოლოდ მან უნდა გავლოს.



„ჩემ წინ 7 მილიარდი მხატვარია და ვიცი, რომ ბოლო ვარ, მაგრამ ეს არ არის პრობლემა და დაბრკოლება, რადგან საპირისპირო მიმართულებით მივდივარ“.



კარდილოს სკულპტურების შემხედვარე მის დაჯერებას იწყებ, რადგან მის მსგავს ქმნილებებს აღარასოდეს შეხვდები.



ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს მარმარილოს ნამუშევარია

image


კარდილოს ცხოველებიც შთააგონებენ

image


განსაკუთრებით მათ დაბადებამდე

image


ადამიანის დაბადებაც არ დავიწყებია

image


საოცარი დეტალიზაცია

image


სწორად შერჩეული შუქი დიდ როლს თამაშობს ქანდაკების აღქმაში

image


ყველაფერი იწყება ასეთი უსახო მასიური ბლოკის დამუშავებით

image


იაგოს შრომის შედეგად კი მორიგ შედევრად იქცევა

image


დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კორდილოს წვლილი თანამედროვე ხელოვნებაში უზარმაზარია. გამორიცხული არაა, რომ 100 წლის შემდეგ იაგოს ნამუშევრები 21–ე საუკუნის კლასიკად ჩაითვალოს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ამ 26 ნახატის შემხედვარე ჩემი ტვინი 26-ჯერ იმეორებს: ეს შეუძლებელია!

2. სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს

3. 21 მძაფრი სოციალური ილუსტრაცია იმის შესახებ, თუ რაზე ვხუჭავთ თვალს

4. მხატვარი იმდენად ნამდვილ ილუსტრაციებს ხატავს ჩვენს ცხოვრებაზე, რომ ყელში ბურთი გამეჩხირა

5. იაპონელი მხატვრის გასაოცარი რეალისტური ნამუშევრები, რომელიც შიშისგან შეგაკრთობთ

0
207
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
Mediator image
207