მხატვრობა კარგად დააკვირდით - მხატვარი ხატავს ნახატებს ათასობით ასოს გამოყენებით დღეს, 9:29 მხატვარი ფილ ვენსი ქმნის წარმოუდგენელ პორტრეტებს, რომლებიც შედგება ათასობით ასოსგან. ნახატზე, ტექსტურასა და ფერზე საუბრისას მხატვარი აღწერს პროცესს, როგორც „კოორდინატული ბადის გამოყენებას ან ჯვარედინ დაშტრიხვას“. ცნობილი ადამიანების თითოეული პორტრეტი სერიიდან „საკუთარი სიტყვებით“ არის ძღვენი საკულტო ისტორიული ფიგურის პატივსაცემად.
![]() კონტურების, ჩრდილების და დეტალებისთვის წერს ციტატებს რამდენიმე ათასჯერ, სხვადასხვა ზომით და შრიფტით. „წარმოვიდგინე, როგორ ვხატავ პორტრეტებს, რომლის შიგნით შემიძლია ჩავიხედო და აზრი დავინახო. განსაკუთრებით გამიტაცა ვილემ დე კუნინგის, პიკასოს და მორის ეშერის პორტრეტებმა. ჩემი საყვარელი მხატვრები არიან და მსურდა მათდამი პატივისცემის გამოხატვა თავისებურად - ადამიანებისთვის მათი სიბრძნის ნახვის საშუალებით“. ![]() თავიდან მხატვარი შავი კალმით წერდა, თუმცა იგრძნო, რომ შავი ფერი ყოველთვის ვერ გადმოსცემდა მისი იდეის სრულ სიღრმეს, ამიტომ ფერადი მელნის გამოყენება დაიწყო. ვენსი ცნობილი ბოროტმოქმედის, ჯოკერის პორტრეტისთვის 100 საათზე მეტი ხნის განმავლობაში წერდა ციტატებს ფილმიდან „შავი რაინდი“. ![]() როგორც პუანტილიზმის შემთხვევაში (მხატვრობის სტილი, რომელსაც ახასიათებს ფერწერის თავისებური მანერა, წვრილი ფერადი მონასმები), შორიდან ხელნაწერი ციტატები ერთმანეთს ერწყმის და გამოსახულებას ქმნის. თუ მიუახლოვდებით, შეგიძლიათ იხილოთ უსასრულო რაოდენობის სიტყვა და წინადადება. ოდრი ჰეპბერნი - ბრიტანელი მსახიობი და მოდელი ![]() ჯონი კეში - ქანთრი და როკ მუსიკის ამერიკელი შემსრულებელი ![]() პაბლო პიკასო - ესპანელი მხატვარი და სკულპტორი ![]() მარკ ტვენი - ამერიკელი მწერალი ![]() ალბერტ აინშტაინი - ფიზიკოს-თეორეტიკოსი ![]() ჩარლი ჩაპლინი - ინგლისელი კომედიური მსახიობი ![]() ედვარდ ები - ამერიკელი მწერალი ![]() ბობ დილანი - ამერიკელი მომღერალი ![]() ნიკოლა ტესლა - ამერიკელი ფიზიკოსი, ინჟინერი, გამომგონებელი ![]() ვილემ დე კუნინგი - ნიდერლანდელი აბსტრაქციონისტი მხატვარი ![]() მორის ეშერი - ნიდერლანდელი მხატვარი-გრაფიკოსი ![]() ჯოკერი ![]() ასევე დაგაინტერესებთ: ჯოზეფ კოუტის ფერთა სიმფონია - მხატვარი, რომელიც ისე ხატავს ზეთით, თითქოს აკვარელი იყოს ბერძენი მხატვრის სურათები, რომლებიც ჭეშმარიტი სიყვარულის სილამაზეს გვიჩვენებს სად არის მანე, სად მონე? ელემენტარული შპარგალკა მათთვის, ვისაც ხელოვნებაში გარკვევა სურს მხატვარმა პატარა ქალთევზას ახალი ისტორია დახატა. ეს კლასიკურ ვერსიაზე უფრო მეტად მომწონს კლინიკური ფსიქოლოგი თავისუფალ დროს სურათებს ხატავს. მათ გასაგებად, საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოთ 147 შეფასება არ არის |