x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხუთი შვილის დედა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქალიშვილი გარდაეცვალა, საკუთარმა ძაღლმა მოკლა
image

ხუთი შვილის დედას, რომელიც სახლში საკუთარმა ძაღლმა სასიკვდილოდ დაგლიჯა, რამდენიმე კვირის წინ ქალიშვილი დაეღუპა.


34 წლის მიშელ ჰემპსტედს 29 ივლისს ესექსის საგრაფოში, საუთჰენდში, მის ბინაში პირველ სართულზე ბულმასტიფი (დიდ ბრიტანეთში გამოყვანილი ჯიში მასტიფის და ბულდოგის ნაჯვარი) თავს დაესხა და მარცხენა მკლავზე ღრმა ჭრილობები მიაყენა.


მეზობლებმა განაცხადეს, რომ ქალბატონი ჰემპსტედი თავისი აივნის მოაჯირზე გადაძვრა, რათა გაქცეოდა ძაღლის თავდასხმას, რის შემდეგაც მოედანზე დაეცა.


image

ფოტოზე: სახლი სადაც ტრაგედია დატრიალდა


მისი ყვირილი რომ გაიგონეს, გამვლელები სასწრაფოდ გაემართნენ მის მისაშველებლად. პარამედიკოსებმა ის ჯერ საუთენდის საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ ლონდონის სამეფო საავადმყოფოში, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.


მისი გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება ამ დღეები დაიწყო.


პოლიციამ ბინიდან ორი ძაღლი აიყვანა, რომელთაგან ერთი სრულიად უწყინარი პომერანიელი(მინიატურული) შპიცი იყო, ხოლო მეორე ინციდენტში მონაწილე ძაღლი ოფიცერმა შეაფასა, როგორც "არააკრძალული ჯიში".


ასევე ცნობილი გახდა, რომ ქალბატონ ჰემპსტედის ქალიშვილი დაეღუპა 4 ივნისს.


ქალბატონი ჰემპსტედის მეგობარმა ლეა სმიტმა თქვა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს.

image

ფოტოზე: მიშელის უკანასკნელი ფოტო გადაღებული დაქალებთან-ჯოანასთან და ლეასთან ერთად.



სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მკლავის კუნთის მთავარი არტერია იყო გაწყვეტილი, რამაც გამოიწვია სისხლის უცაბედად დიდი რაოდენობით დაკარგვა და მისგან გამოწვეული ორგანოების უკმარისობა.

0
333
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0