x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ხომ გვირჩევენ - თქვე ბნელებო ორი ღერი ინგლისური თუ იცით Google-ში მოიძიეთ ინფორმაციებიო - ხოდა მეც შევაგროვე" - ნათია მეგრელიშვილი

image"ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი “სტუდია მონიტორის” მიერ გამოქვეყნებულ მასალას სოციალური ქსელით ეხმაურება, სადაც საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის სამოსის და აქსეუარების ფასებია დასახელებული:


მავნებლური მედიის როლ დაკარგული და პოლიტიკურ აგენტებად ქცეული ოპოზიციური არხები ხომ გვირჩევენ - თქვე ბნელებო ორი ღერი ინგლისური თუ იცით Google - ში მოიძიეთ ინფორმაციებიო - ხოდა მეც შევაგროვე ჩემი ორი ღერი ინგლისური დავაკლიკე და Google ის გამოყენებით ძებნაში მივეცი Cartier - ის საათი - რათა გამეგო რამ შეაშფოთა ოპოზიციის ბუმბერაზნი, ხოდა აღმოვაჩინე, რომ საათი რომელიც ნუნუკა თამაზაშვილს აქვს 25 000 კი არა 3300$ ღირს და ოქროსი სულაც არ არის.
მინაწერი: ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, იგივე მოდელისა და ღირებულების საათი ბევრს აქვს და
ამ საათზე ძვირი ბრენდული სამოსი ბევრს აცვია ჩვენს დედაქალაქში."
მანამდე თამთა მეგრელიშვილი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს ამავე თემაზე, სადაც გიული ალასანიასთან ავლებს პარალელს და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს:
"გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან (მომაკვდავ შვილთან)ყოველ ვიზიტზე Gucci ისა და Chanel ის "ლუქით" მიდის, შვილის პოლიტიკურ გათეთრებაში მილიონს იხდის და ქართველ ხალხს დაგვცინის (მან პოლიტიკური მიკერძოებით ხელოვნურად მისთვის დაშვებული შესაძლებლობით ისარგებლა და დღეს მილიონებს ითვლის) და ამაზე არ გაქვთ რეაქცია და ნუნუკა თამაზაშვილის ძვირადღირებული სამოსი (მას ამის უფლება და ფინანსური შესაძლებლობა აქვს, მას ქართველი ხალხისთვის არაფერი წაურთმევია)
რატომ გაშფოთებთ?!
სახეზეა ორმაგი სტანდარტი, მიკერძოების ისეთ ხარისხში რომელიც ყოველგვარ ობიექტურობას სცილდება.
მინაწერი: სანამ ვინმეს კანონიერად მოპოვებულს დაუთვლით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ უკონკურენტოდ გამარჯვებული ტენდერები და სახელმწიფოს ბიუჯეტით "მოგულავე" მისი ოჯახის თავგადასავლები გაიხსენეთ და გამოიკვლიეთ."
0
755
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
755
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0