x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ევროპაში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა
image

The Telegraph: ევროპაში ოროპუშის ცხელების 19 შემთხვევა დაფიქსირდა.


ოროპუშის ცხელებამ, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ევროპაშიც შეაღწია. ამის შესახებ The Telegraph-ი დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.


ბოლო ორი თვის განმავლობაში, პოტენციურად მომაკვდინებელი ახალი ვირუსით ინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა ევროპაში. თორმეტი შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთში, ხუთი იტალიაში და ორი გერმანიაში.აქედან ორი დაიღუპა.



ვირუსის სამშობლო ლათინურ ამერიკააა, ძირითადი წყარო ამაზონის ჯუნგლები. ჯერჯერობით, ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ბრაზილიაში, მაგრამ ვირუსმა გავრცელება დაიწყო ბოლივიაში, კოლუმბიაში, პერუში და კუბაში.


დაავადების ძირითადი სიმპტომებია ცხელება, გამონაყარი, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ზოგჯერ პაციენტები უჩივიან დიარეას, გულისრევას და ღებინებას, ასევე სინათლისადმი მგრძნობელობას.


ევროპიდან პირველი ინფიცირებული 26 წლის იტალიელი ქალი იყო, რომელიც მაისის ბოლოს ვერონაში დაბრუნდა კუბაში ორკვირიანი მოგზაურობის შემდეგ. იგი უჩიოდა ცხელებას და დიარეას. მეორე არის 45 წლის იტალიელი, რომელიც კუბიდან ივნისის დასაწყისში დაბრუნდა. ორივე სრულად გამოჯანმრთელდა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ცხელება შემაშფოთებელია.


"ამის მიყურადება არ შეიძლება. ყველაფერი იცვლება და მალე ვირუსი შეიძლება ვეღარ შეავჩეროთ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ოროპუშის ცხელების შესახებ, რომ ვიწინასწარმეტყველოთ, რა სიურპრიზები შეიძლება მოჰყვეს მას. თუმცა, ინფექციების შედარებით მცირე რაოდენობაში ორი სიკვდილი საკმაოდ საგანგაშოა", - ამბობს დენი ალტმანი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის იმუნოლოგიის პროფესორი.



კონცეტა კასტილიეტმა, ვერონას მახლობლად მდებარე საავადმყოფოს ვირუსოლოგიისა და ახალი პათოგენების განყოფილების ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ გლობალურმა დათბობმა და მოგზაურთა რიცხვის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ტროპიკული ცხელების შემთხვევები, რომლებიც ადრე ძირითადად ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში იყო დაფიქსირებული, ჩვეულებრივი მოვლენა ხდება ევროპაში.


ცნობილია, რომ ვირუსის მატარებლები ზარმაცასებრნი (მთავარ ფოტოზე)არიან, რომელიც ვრცელდება მწერების და კოღოების ნაკბენით. ოროპუშის ცხელება მიეკუთვნება დაავადების იმავე ოჯახს, როგორც ზიკას ვირუსი და დენგეს ცხელება. ორივე დაავადება შეიძლება იყოს ფატალური.

image

ასევე იხილეთ


ამ საკითხში არსებობენ თერაპევტებიც, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დაწვეს რელსებზე სწორად პაციენტი - იმისთვის, რომ ფეხები და თავი ორივე ლიანდაგის ორივე რელსზე ატრიალოთ, ამ დროს "სიცოცხლის ენერგია" ცირკულირებს და გაივლის მთელ სხეულს. სხვათა შორის კურნავს სხვადასხვა დაავადებას - ართრიტიდან დიაბეტამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ კიდურებზე. სად შეიძლება...



ონკოლოგი : მიკროპლასტიკები ჩაის პაკეტში რომ კიბოს აჩენს, ვიღაცის მოგონილი ჭორი მიმაჩნია. რუსი ონკოლოგის ევგენი ჩერემუშკინი ამტკიცებს, რომ ჩაის დალევა ერთჯერადი პაკეტებით არ იწვევს კიბოს, მაგრამ გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მიკროპლასტიკა, რომელსაც შეფუთული პაკეტი გამოყოფს; მან მთ₾იანად გაფანტა გავრცელებული მითი გამო...


მოგეხენებათ, ზაფხული არის ის სეზონი, როდესაც დიასახლისები მასობრივად აკონსერვებენ სხვადასხვა პროდუქტებს ზამთარში მოხმარებისთვის, თუმცა არსებობს ისეთი საშიში დაავადება.როგორიც არის ბოტულიზმი, რომელსაც იწვევს სპორებიანი ბაცილა და სწორედ კარგად მოხუფულ ქილაში მრავლდება და ძალზე საშიშია სიცოცხლისთვის; თუ როგორ მოვამზად...


33 წლის კანადელი ამტკიცებს, რომ როგორც გადასახადის გადამხდელებმა უნდა დააფინანსონ ოპერაცია, რომელიც ტეხასის სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გაიკეთოს. არაბინარულ პაციენტს კანადაში სურს გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ოპერაცია გაიკეთოს საშოს შესაქმნელად და ფუნქციური პენისის შენარჩუნებით.წერს Da...

0
198
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0