x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 საბჭოთა გადმონაშთი რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს ადამიანებში
სსრკ-ს დაშლის შემდეგ ოცდაათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ იმდროინდელი მრავალი ჩვევა ჯერ კიდევ ცოცხალია თანამედროვე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ზოგი მისაღებია, ზოგს კი ჭავლი აქვს გასული, სწორედ ასეთ 5 გადმოინაშთზე გვექნება საუბარი.



1. ჩვევა "ეგდოს რა იცი როდის გამოგადგება?"


დეფიციტის რთულმა პერიოდებმა განაპირობა ის, რომ საბჭოთა ადამიანები ინახავდნენ ყველაფერს. ცარიელი ქილებიდან დაწყებული და ძველი ჟურნალებით დამთავრებული, რადგან „შეიძლება გამოგადგეს“. პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ეს ჩვევა მემკვიდრეობით მიიღეს. თქვენ დღესაც შეგიძლიათ იპოვოთ "ყოველ შემთხვევისთვის" გადანახული ხარახურა კარადაში და ავტოფარეხებში.


image



2.სასურსათო მარაგის შენახვა-დაგროვება


სსრკ-ში ბევრი რამ დეფიციტში იყო.გაჭირდა სურსათის მხრივაც, განსაკუთრებით სსრკ-ს არსებობის ბოლო წლებში, როდესაც დახლები დაცარიელდა, დღეს მიუხედავად იმისა, რომ გადატენილია სასურსათო მაღაზიები ათასგვარი პროდუქტით, დღესაც ბევრს ჩვევად დარჩა სახლში სურსათის მომარაგება, ეს იქნება ათეულობით კილო კარტოფილი, კონსერვები, შაქარი, პარკოსნები, ბურღულეული და ა.შ. ეს ყოველთვის არ არის ცუდი, მაგრამ ხანდახაან ასეთმა გადაჭარბებულობამ შეიძლება გამოიწვიოს პარადოქსები, როდესაც დაგროვება ხდება თვითმიზანი და არა საჭიროება.


image


3.ყველაფერზე მთავრობისკენ ხელის გაშვერა



სსრკ-ს დროს, როდესაც კერძო საკუთრება არ არსებობდა, ანუ ყველაფერი სახელმწიფოს ხელში იყო, ამიტომ ყველა საკითხის გადაწყვეტა ჩინოვნიკებს ევალებოდათ, მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი გავიდა და როდესაც უკვე კერძო მესაკუთრეობა და კერძო კომპანიები არსებობენ, დღესაც გარკვეული პირები რაიმე ყოფითი პრობლემაზე მთავრობას ან ჩინოვნიკებს მიმართავენ, არა და ამ პრობლემის გადაწყვეტა სულაც არ ევალებათ მათ, ეს თქვენს საკუთრებაში არსებულმა ამხანაგობამ ან იმ კომპანიამ უნდა გადაწყვიტოს, რომელსაც პროფილით ევალება. სახელმწიფო შეიძლება ზოგიერთ საკითხში შეგიამხანაგდეთ.

image


4.ახალ ტექნოლოგიებს და ინოვაციებს ეჭვით უყურებენ




საბჭოთა სისტემა ყოველთვის არ უწყობდა ხელს ინოვაციაებს და ცვლილებებს. ამან შექმნა შიში ახლისა და უცნობის მიმართ. ახლა, როდესაც სამყარო სწრაფად იცვლება, ბევრი კვლავ შიშით და უნდობლად უყურებს ახალი ტექნოლოგიების თუ მეთოდებს.(გავიხსენოთ ბოლო დროინდელები:ჩიპიანი პასსპორტები, 5G ტექნოლოგია, ქაღლადის ფულის გაუქმება და ა.შ.) ამ ჩვევამ შეიძლება გაართულოს თანამედროვე პირობებთან ადაპტაცია და ახალი შესაძლებლობების გამოყენება.


image


5.ყველა თანაბარია


საბჭოთა პერიოდში „გათანაბრების“ კონცეფცია ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ყველა თანასწორი უნდა ყოფილიყო, მიუხედავად მათი წვლილისა თუ ძალისხმევისა.ყოველ შემთხვევაში ასე უჩიჩინებდა საბჭოთა პროპაგანდა და ბევრს სჯეროდა ეს და ახლაც სჯერა. ახლა ეს იდეა თანდათან ქრება, მაგრამ ზოგიერთში თანასწორობის იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია. ადამიანები დღესაც იბოღმებიან სხვის წარმატებებზე, მიაჩნიათ, რომ „ყველა ერთ დონეზე უნდა იყოს“. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ინდივიდუალური მიღწევები წახალისებულია, ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები და გაუგებრობები.

image

0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0