x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შემზარავი ფაქტი დიდ დიღომში, სადაც სავარაუდოდ, ძაღლები მასობრივად მოწამლეს
image

ძაღლების მაისური მოწამვლის ფაქტები - რა მოხდა დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრო რაიონში? რამდენი ოთხფეხა მეგობარი გადაარჩინა და უპოვა ახალი, მოსიყვარულე, პატრონი „თათების იმედმა“ - "იმედის" დილას სიუჟეტი.

დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონში მასიურად მოწამლეს მიკედლებული ძაღლები. მათი სიკვდილის მიზეზი უცნობი ქიმიური ნივთიერებებია. მსგავსი ლაბორატორიული დასკვნა სხვადასხვა ქუჩებზე მოკლული მიკედლებული ძაღლების მზრუნველებმაც მიიღეს.


ძაღლები ჯერ მოწამლეს, შემდეგ ნაგვის ურნაში ჩაყარეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯანმრთელი ძაღლები მოულოდნელად ცუდად გახდნენ და ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდათ.


„ვიცი, რომ ძაღლები მასიურად დაწამლეს, ცუდად გახდნენ, იწვნენ უგონოდ, ტანჯვით დაიხოცნენ. მე გავიგე ეს 6 ძაღლზე. იყვნენ სულ სველები და მივხვდი, რომ იყვნენ მოწამლულები. ვყვიროდი, მომიწამლეს -მეთქი.



მოგროვდნენ კეთილი ადამიანები, დამეხმარნენ და წავიყვანეთ კლინიკაში. მესამე ცუგა ვერ ვიპოვე, მითხრეს, რომ თავბრუ ეხვეოდა, პირიდან მოსდიოდა დუჟი. ვფიქრობ, საჭმელში გაურიეს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


0
155
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0