სიახლეები გრიპისმაგვარმა ვირუსმა რამდენიმე დღეში 15 ბავშვი მოკლა: მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს ამ დაავადების კერა 23 ივლისი, 10:11
ინდოეთში გავრცელდა ნაკლებად შესწავლილი ვირუსი.
ინდოეთში მომაკვდინებელი ჩანდიპურას ვირუსი მძვინვარებს და ძირითადად ბავშვებს ემართებათ. სულ რამდენიმე დღეში 15 ბავშვი გარდაიცვალა ქვეყნის დასავლეთში, გუჯარატის შტატში, წერს The Times of India. ინფექციას კოღოები და ტკიპები ავრცელებენ. ჩანდრიპურას ვირუსით გამოწვეული დაავადების სიმპტომები (სახელი დაერქვა იმ სოფლის მიხედვით, სადაც პირველად გავრცელდა ეს ვირუსი) თავდაპირველად გრიპის მსგავსი არის: ცხელება, თავის ტკივილი და სურდო. შემდეგ კი - ღებინება, კრუნჩხვები, ცნობიერების დაკარგვა და კომა. დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებს, ვირუსი უტევს ტვინს, რაც იწვევს მწვავე ენცეფალიტს. პრევენციის მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს: ნუ დააკბენინებთ თავს მწერებს. ამისთვის კი საჭიროა გრძელმკლავიანი ტანსაცმლის ტარება და მწერებისგან დამცავი ბადეების გამოყენება. ბავშვებში დაავადება უფრო მძიმეა, ვიდრე მოზრდილებში, ნაკლებად განვითარებული იმუნური სისტემის გამო. ამ დრომდე მეცნიერებმა ვერ გაარკვიეს, საიდან „იღებენ“ ტკიპები და კოღოები ვირუსს, ანუ რომელი ცხოველი ატარებენ მას. ინდოელმა ინფექციონისტმა ნეჰა რასტოგი პანდამ აღიარა მომავალში დაავადების ფართომასშტაბიანი გავრცელების შესაძლებლობა. სიტუაციის გასართულებლად, ჩანდრიპურას ვირუსი ძალიან მგრძნობიარეა მუტაციების მიმართ, რაც ვაქცინებს არაეფექტურს ხდის. დაავადების გამომწვევი პირველად გასული საუკუნის სამოციან წლებში აღმოაჩინეს. მას შემდეგ სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია : მაგალითად, 2003 წელს ვირუსი ინდოეთის ორ შტატში 329 ბავშვს დაუდგინდა. მათგან 189 გარდაიცვალა. 57 4-ს მოსწონს
|