სიახლეები მოსკოვში ტრანფორმატორის ქვესადგურებზე ამონტაჟებენ ელექტრომობილის დამტენს 2024, 20 ივლისი, 17:07 ![]() Yandex-მა და Rosseti-მ გამოაცხადეს ერთობლივი პროექტის შესახებ. დაიწყება ელექტრომობილების დამტენი სადგურების ახალი ქსელების დამონტაჟება. ისინი დამტენ სადგურებს საცხოვრებელ კვარტლებში მდებარე ტრანსფორმატორების შენობის კედელზე დაამონტაჟებენ. წლის ბოლომდე მოსკოვში 200-მდე ასეთი დამტენი გამოჩნდება; სადგურები საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება. მათი მაქსიმალური სიმძლავრე 22 კვტ-მდეა, რაც საშუალებას მისცემს, პროექტის ინიციატორების გათვლებით, სრულად დაიტენოს ელექტრომობილის ბატარეა დაახლოებით ხუთ საათში. ხელმისაწვდომი იქნება Typе 2 ან GB/T კონექტორები. შეგიძლიათ შეამოწმოთ სადგურის ხელმისაწვდომობა და დაიწყოთ დატენვის სესია Yandex სერვისების - სადგურების, რუქების ან ნავიგატორის მეშვეობით. Yandex-მა განუმარტა Avto.ru-ს, რომ ქვეყანა ამჟამად განიცდის ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის კატეგორიულ ნაკლებობას. ახალმა პროექტმა არა მხოლოდ უნდა გაზარდოს დამტენი სადგურების ხელმისაწვდომობა, არამედ უფრო მოსახერხებელი გახადოს ისინი. ![]() მოსკოვში უკვე ფუნქციონირებს 20 ასეთი დამტენი სადგური. იმავდროულად, რუსეთში ელექტრომობილების გაყიდვები დღითი დღე იკლებს: ბაზრის ექსპერტები ზედიზედ მეოთხე თვეა გაყიდვების კლებას აფიქსირებენ. ამისდა მიუხედავად, წლის პირველი ნახევრის ბოლოს რუსეთის ფედერაციაში ბატარიებით აღჭურვილი ტექნოლოგიის გაყიდვების მოცულობამ 2, 3-ჯერ გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებელს. 58 2-ს მოსწონს
|