სიახლეები გერმანიაში აღმოაჩინეს ავტოსალონი 1980-იან წლებში გამოშვებული ახალთახალი "ფორდებით"(ვიდეო) 2023, 20 ოქტომბერი, 17:31 გერმანიაში, ინგოლშტადტში აღმოაჩინეს "ფორდის" მიტოვებული სავაჭრო ცენტრი. მის შოურუმში კვლავ გამოფენილია ახალთახალი მანქანები, რომლებიც თარიღდება 1980-იანი წლების შუა ხანებით. შეიძენდით რამე რომ იყოს ასეთ ავტომობილს? დარბაზში შეგიძლიათ იხილოთ სამი სხვადასხვა ფერის Ford Sierra, ორი ხუთკარიანი ჰეჩბეკი და უნივერსალი, Fiesta S და Escort ჰეჩბეკი, სედანი Orion-ი. მანქანები არის სრულიად ახალი, გარბენის გარეშე. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ლეგალიზებული იყვნენ გზებზე მოძრაობისთვის, რადგან ასეთი ძველი და არაეკოლოგიური მოდელები დღევანდელ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებს და შესაბამისად რეგისტრაციას ვერ გაივლიან. როგორც აღწერილობაშია ნათქვამი, საკმაოდ დიდი სადილერო კომპანია იყო თავის დროზე, მარაგში დაახლოებით 300 ავტომობილით . იგი დაიხურა 1980-იანი წლების შუა ხანებში. რამდენიმე წლის შემდეგ კი მფლობელი გარდაიცვალა. მისმა ქვრივმა ქმრის ხსოვნის საპატივცემლოდ რამდენიმე მანქანა და თავად შოურუმი შემოინახა, მაგრამ ახლა ის თავად მოხუცთა თავშესაფარშია. „დროის კაფსულებზე“ მზრუნველი არავინ დარჩა. ვიდეოს ავტორმა შეიტყო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვრივი ცნობისმოყვარე ადამიანებს ავტოსალონში უშვებდა. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა მანქანების ნაწილი მოიპარა (ვიდეოში ჩანს, რომ ერთი Fiesta დგას ნისლის საწინააღმდეგო ფარის გარეშე), რის შემდეგაც შენობაში შესვლა საბოლოოდ აიკრძალა . რა ბედი ეწევა შოურუმს და მანქანებს, უცნობია. ადრე ვწერდით მამაკაცზე, რომელიც 230 კლასიკურ ავტომობილს ინახავდა, ისე, რომ ამის შესახებ მეზობლებმაც კი არ იცოდნენ, ეს ავტომობილები მან 40 წლის მანძილზე შეაგროვა და ამის შესახებ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, ავტომობილებს შორის იყო Ferrari, Lancia, Facel Vegas, Alpine, Ford, Tatra, BMW, Mercedes, Lincoln და მრავალი სხვა. 295 3-ს მოსწონს
|