სიახლეები რუსეთის ბაზარზე ლიდერობა მთლიანად ჩინურმა ავტომობილებმა ჩაიგდეს 2023, 15 ივლისი, 19:06
Haval Jolion(მთავარ ფოტოზე)ზედიზედ მეორე თვეა რუსეთში ყველაზე გაყიდვადი კროსოვერი გახდა.
ჩინური კროსოვერი Haval Jolion გახდა ყველაზე გაყიდვადი კროსოვერი რუსეთში 2023 წლის ივნისში, იტყობინებიან Avtostat ის ანალიტიკოსები PPK JSC (Passport Industrial Consulting) მონაცემებზე დაყრდნობით. მანქანამ ზედიზედ მეორე თვე მოახერხა ლიდერობის შენარჩუნება SUV სეგმენტში. ამასთან, გაყიდვები 2022 წლის ივნისთან შედარებით გასულ თვეში 5, 7-ჯერ გაიზარდა და 4734 ავტომობილი შეადგინა. Chery Tiggo 7 PRO Max-მა ყველაზე გაყიდვადი კროსვორებისა და ჯიპების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა 4518 ავტომობილის გაყიდვით, მესამე ადგილზე გავიდა Geely Coolray -სულ რაღაც ერთ კვირაში 3284 მანქანა გაიყიდა . კროსოვერი Omoda C5 (3066 ერთეული) ასევე მოხვდა რეიტინგში, ტომ ხუთეულს ასრულებს ადგილობრივი LADA Niva Travel (2955 მანქანა) ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კლასიკური რუსული ჯიპის გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა არის დაფიქსირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2023 წლის ივნისის მონაცემებით 4, 2-ჯერ გაიზარდა.ამაში მნიშვლენოვნად დამნაშავე არის ომის გამო ქვეყნის მიმართ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები, მათ შორის დასავლური საავტომობილო ბრენდების მიერ, თუმცა ამან როგორც ხედავთ უკურეაქცია გამოიწვია და ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვას შეუწყო ხელი. შეგახსენებთ, 2009 წლიდან ჩინეთი არის ერთდროულად მსოფლიოში უმსხვილესი საავტომობილო ბაზრის მფლობელი და მსოფლიოში უდიდესი ავტომწარმოებელი, რომელიც ყოველწლიურად აწარმოებს უფრო მეტ მანქანას, ვიდრე მომდევნო ორი უმსხვილესი ავტომწარმოებელი (აშშ და იაპონია) ერთად, ან უფრო მეტს, ვიდრე ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთად აღებული. 2013 და 2014 წლებში, პირველად ავტოწარმოების მსოფლიო ისტორიაში, ჩინეთმა გამოუშვა ყველაზე მეტი-20 მილიონზე მეტი მანქანა - შესაბამისად 22.1 მილიონი და 23.7 მილიონი ერთეული. გარდა ამისა, ჩინეთი არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ახალი ენერგეტიკული სატრანსპორტო საშუალებების ბაზარზე, ელექტრომობილების ძრავების და ბატარეებისა უდიდესი მწარმოებელი. 176 4-ს მოსწონს
|