x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც მომავლის დანახვა შეუძლია: შეამოწმეთ თქვენი თავი, თქვენც ხომ არ ხართ ექსტრასენსორთა ნიშნების სიაში

image


ოდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე, რა ზეძალა გსურთ რომ გქონდეთ? იქნებ მზერით ნივთების გადატანის უნარზე ოცნებობთ? ან სხვა ადამიანთა აზრების წაკითხვაზეც არ იტყოდით უარს? იქნებ მომავალი მოვლენების განჭვრეტა გსურთ რომ შეგეძლოთ? ფსონს ვდებ, რომ ბევრ თქვენგანს მომავლის განჭვრეტის სურვილი აუცილებლად ექნება. და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ასეთი უნარი ცხოვრებას ბევრად უფრო გაადვილებდა, მომავლის ფარდის აწევა ხომ ყოველთვის ყველასთვის საინტერესოა. აბა, ტყუილად ხომ არ სარგებლობს სხვადასხვა სახის პროგნოზები ასეთი პოპულარობით, ხოლო გამოცდილ ექსტრასენსებთან და ნათელმხილველებთან ჩაწერა წინასწარ წლებით ადრეა დაგეგმილი. მეცნიერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ადამიანი არ იყენებს საკუთარი ტვინის ყველა შესაძლებლობას. გარდა ამისა, არსებობს მრავალი სამეცნიერო კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ადამიანს ნამდვილად შეუძლია განჭვრიტოს მოვლენები, რომლებიც მომავალში მოხდება. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ სიმბოლოები შეიძლება ადამიანმა სიზმარში ნახოს, ზოგი კი კარგად განვითარებულ ინტუიციაზე დაჟინებით მიუთითებს. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ მომავლის დანახვის უნარს ასტროლოგიის თვალსაზრისით და გავარკვევთ არსებობენ თუ არა ზოდიაქოს ისეთი ნიშნები, რომლებიც ამას სხვებზე უფრო ადვილად აკეთებენ?





თევზები


image


ზოდიაქოს წრის მთავარი ინტუიტები - რა თქმა უნდა, თევზები არიან. მათ უმიზეზოდ არ უწოდებენ ყველაზე ამოუცნობ და იდუმალ ნიშანს. ადამიანები, რომელთა მმართველიც ნეპტუნია, დაბადებიდან დაჯილდოვებულნი არიან კარგად განვითარებული მეექვსე გრძნობით. მათ ხშირად აქვთ წინასწარმეტყველური სიზმრები, ხოლო თანაგრძნობის მაღალი დონე მათ საშუალებას აძლევს მძაფრად იგრძნონ ნეგატივი და დროულად გააფრთხილონ ახლობლები ამის შესახებ. თევზების რჩევები და გაფრთხილებები არასოდეს არ უნდა იყოს იგნორირებული. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეუძლია დაამყაროს კავშირები სხვა სამყაროს ძალებთან, მაგალითად, იგრძნოს მიცვალებულის ენერგია. თევზებს შეუძლიათ ადვილად დაეუფლონ რეგრესიული ჰიპნოზის ტექნიკას, იმუშაონ გაცნობიერებულ სიზმრებთან ან მეტაფორულ ასოციაციურ რუქებთან.



მორიელი


image


მეორე ადგილზე მორიელები არიან. თევზებისგან განსხვავებით, ისინი ვერ დაიკვეხნიან თანაგრძნობის მაღალი დონით, მაგრამ მომავლის განჭვრეტისა და ადამიანების ამოცნობის უნარით, ფორას ნებისმიერ სხვა ზოდიაქოს ნიშანს მისცემენ. მორიელები დაჯილდოვებულნი არიან განსაკუთრებული, ძალიან ძლიერი ენერგიით, რაც მათ საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გარკვეულ მოვლენებსა და სიტუაციებზე გავლენა იქონიონ, არამედ ნეგატივი თავიანთ სასარგებლოდაც კი გარდაქმნან. მორიელის ნიშანს პლუტონი მართავს, ხოლო ეს პლანეტა ასტროლოგიაში განუყოფლად არის დაკავშირებული რისკებისა და კრიზისების თემასთან. ამ ნიშნით დაბადებულები წარმატებით ახერხებენ კრიტიკული მომენტების წინასწარმეტყველებას და თავიდან მათ დროულად აცილებას. მორიელებს სხვებზე უფრო ადვილად გამოსდით ტაროს შესწავლა ან რეიკის პრაქტიკა.




მერწყული


image


და ჩვენს სიას მერწყულის ნიშნის წარმომადგენლები ასრულებენ. ეს ადამიანები ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან და შეუძლიათ მომავალი მოვლენების განჭვრეტა. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ ისინი ზუსტად გრძნობენ ბედისწერის მინიშნებებს და სწორ (და რაც მთავარია - დროულად!) ინტერპრეტაციას უკეთებენ იმ ნიშნებს, რომლებსაც მათ სამყარო უგზავნის. მერწყულები სხვებთან შედარებით უფრო მეტად "იჭერენ" ყველა სახის "ინსაითებს", რომლებიც მიდრეკილნი გამჭრიახობისა და ცნობიერების გაცისკროვნებისკენ არიან, თუმცა მათი ვინმესთვის გაზიარება, ისევე როგორც მათ მიერ დაჯერება, მერწყულისთვის დამახასიათებელი არ არის. ეს ადამიანები ამჯობინებენ უფრო მეცნიერულ მიდგომებს და ხშირად თავადაც უკვირთ, როდესაც სიტუაცია მათთვის ნაცნობი სცენარის მიხედვით ვითარდება. მერწყულს შეუძლია ადვილად დაეუფლოს ასტროლოგიას, და უნდა ითქვას, რომ წინასწარმეტყველის რანგში ის მართლაც შეუდარებლები არიან.








0
116
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
116