ასტროლოგია ორი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელთა განცალკევება შეუძლებელია 2021, 2 ოქტომბერი, 1:19 ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაზე ძლიერი კავშირები ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორისაა. ქვემოთ მოყვანილ წყვილებს ერთმანეთი გიჟურად იზიდავთ და უერთმანეთოდ კვირაზე მეტხანსაც კი ვერ ძლებენ.ლომი და სასწორილომის თანავარსკვლავედის წარმომადგენლები ბუნებით ძალიან პატივმოყვარეები და დამპყრობლები არიან. ამ თვისებების უმეტესობა პოტენციურ პარტნიორებს უკუაგდებს, თუმცა სასწორების გვერდით ლომები რადიკალურად გარდაიქმნებიან, ასე რომ ბუნებით ლიდერი ლომი, პატივმოყვარე დამპყრობლის ნაცვლად ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მათ ნამდვილ მეგობრად და მფარველად ტრანსფორმირდება. ზოგჯერ ლომები სასწორების ყურადღების მასაქცევად ბევრ დაუფიქრებელ ნაბიჯსაც დგამენ.ქალწული და მერწყულიზოდიაქოს ამ ორი ნიშნის ტანდემი, ძალიან უცნაური კომბინაცია გახლავთ, რომელიც მიუხედავად ამისა, სამყაროს ერთ - ერთ ყველაზე უჩვეულო და ძლიერ კავშირს "ჩუქნის". ქალწულები დამპყრობლისა და სტრატეგის იმიჯის მორგებით, სათაყვანებელ ობიექტამდე მანძილის გასაზომად მთელ თავიანთ ხიბლს იყენებენ. მერწყულები იშვიათად ახერხებენ ქალწულთა შარმისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ამიტომ მათი "თავდაცვა" არც ისე დიდხანს გრძელდება. ამ წყვილთა ურთიერთობები მშვიდი და გაწონასწორებულია თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ თავიანთი ბუნებით მერწყულები მეოცნებეები, ხოლო ქალწულები მეტისმეტად მიწიერი ბუნების არიან, რომლებსაც გრძელი, მოსაწყენი ლექციების კითხვისკენ პათოლოგიური მიდრეკილება აქვთ, რაც ხშირად მათ ურთიერთობაში სტაგნაციას იწვევს, ჭკუის სწავლებით დაქანცული მერწყულები, ერთგვარ პაზუას ითხოვენ, რომელიც ჩვეულებრივ ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება. ხელახალი შეერთების შემდეგ კი, წყვილების ურთიერთობაში განვითარების ახალი ეტაპი დგება.578 შეფასება არ არის |