x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ხარის წელი: რა უნდა იყოს და რა კატეგორიულად არ უნდა იყოს თქვენს საახალწლო სუფრაზე!
image


მიმავალ თეთრი ვირთხის წელს მეტალის ხარის წელი შეცვლის. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ როგორ უნდა მოაწონოთ თავი ტოტემის ცხოველს, რათა მთელი შემდეგი წელი ნაყოფიერი იყოს, და რომელი კერძებით არ ღირს ამჯერად, საახალწლო სუფრის გაწყობა.


image



2021 წლის საახალწლო მენიუს მახასიათებლები


image


2021 წლის სიმბოლო - ბალახისმჭამელი ცხოველია, ამიტომ მენიუში აუცილებლად ბევრი მწვანილი - კამა, ოხრახუში და სალათის ფოთლები უნდა იყოს. ბოსტნეულის კერძებს შეგიძლიათ - სოკო და მწნილიც შემატოთ. ხარს ასევე მარცვლეულიც ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი, ბურღულეული. შეეცადეთ მაგიდაზე პურის რამდენიმე სახეობა მაინც გქონდეთ.


image


მიუხედავად იმისა, რომ ხარი ბალახისმჭამელია, არ ღირს მხოლოდ ვეგეტარიანული კერძებით შემოიფარგლოთ. თევზის, ფრინველისა და ღორის ხორცი - ხარს ნამდვილად არ "გააბრაზებს", რადგან ის კვების დიდი მოყვარულია, ამიტომ მენიუში რაც შეიძლება მსუყე კერძები უნდა გქონდეთ. ამავე დროს, ბალახისმჭამელი ცხოველი კონსერვატიზმით გამოირჩევა, უმჯობესი იქნება თუ უპირატესობას ძველ, უკვე კარგად ნაცნობ კერძებს მიანიჭებთ. ახალი წლის სუფრისთვის დიასახლისებმა თავი უნდა შეიკაონ ეგზოტიკური კერძების მომზადებისგან.



image


სუფრაზე ნურც მიმავალი წლის სიმბოლოს შესახებ დაივიწყებთ. სადღესასწაულო სუფრაზე შეგიძლიათ ყველის თეფში დადოთ - და ასე გააცილოთ ძველი, ვირთხის წელიწადი.


რა კატეგორიულად არ უნდა იყოს სადღესასწაულო სუფრაზე


image


უმჯობესია თუ ამ ახალ წელს საქონლის ან ხბოს ხორცის კერძების მომზადებისგან თავს შეიკავებთ, ვინაიდან ჩინური მითოლოგიის ექსპერტთა თანახმად, თეთრ, მეტალის ხარს არ მოსწონს როდესაც კერძში მის "თანამოძმეთა" ხორცს იყენებენ, ასევე ფრთხილად უნდა იყოთ კერძებში ჟელეს გამოყენებისგანაც. მოგეხსენებათ მისი მომზადებისთვის ჟელატინი გამოიყენება, რომელსაც როგორც წესი, მსხვილი არტიოდაქტილების რქებისგან ამზადებენ. ჟელეს მოსამზადებლად უმჯობესია თუ გამოიყენებთ ფრინველის ან ღორის ძვლებს, რაც შეეხება ალკოჰოლს, აქ მთავარი მაინც ზომიერების დაცვაა, ვინაიდან ხარი მოგეხსენებათ მთვრალ ადამიანებს უბრალოდ ვერ იტანს.







0
179
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
179