x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც აბსოლუტურად ყველა მამაკაცს უყვარდება

image


არსებობენ ქალები, რომლებზეც თითქმის ყველა მამაკაცი გიჟდება. მათ გამო, ისინი მზად არიან შეცვალონ, "მთებიც კი გადადგან" და ყველა მათი სურვილი თუ კაპრიზი დაუფიქრებლად აასრულონ. ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე ქალბატონების აღზრდაშია, სექსოლოგები პირიქით, ამტკიცებენ რომ მიზეზი ქალის შინაგან თავდაჯერებულობაშია, რომელმაც საკუთარი მიმზიდველობის ფასი ზუსტად იცის, ხოლო აი, ასტროლოგები კი გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი ვარსკვლავების ხელშია. მოდით ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე მიმზიდველი და სასურველი ქალები, რომლებსაც ძლიერი სქესის თითქმის ყველა წარმომადგენელი ერთნაირად აღმერთებს.



მე -3 ადგილი - სასწორი


image


ქალი - სასწორი საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას შესანიშნავად ახერხებს. ეს ქალბატონები კარგი აღზრდილები, მოვლილები და ჭკვიანები არიან. მათთან სასაუბრო თემების პოვნა რთული არ არის, რაც მოწიფულ მამაკაცებს მათში ასე ძალიან ხიბლავთ. სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ქალმა ზუსტად იცის თუ როგორ გახადოს საკუთარი პარტნიორი ბედნიერი. სწორედ ამიტომ იზიდავს ასე ძალიან ზოდიაქოს ეს ნიშანი საპირისპირო სქესის წამომადგენლებს.



მე -2 ადგილი - ქალწული


image


ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი როგორც წესი ქალურობის განსახიერებაა. ის საოცარი ინტუიციის პატრონია, რომელიც თავისი მეორე ნახევრის სურვილს მანამდე ხვდება, ვიდრე ის, მას ამის შესახებ გაანდობს. ქალწულები საოცრად ინტელიქტუალები არიან. ისინი საკუთარ პარტნიორებს ხშირად ცოდნითა და გამოცდილებით ზოგჯერ აშინებენ კიდეც. ქალწული ქალი ოჯახური კერის იდეალურ დამცველად ითვლება, რომელიც საკუთარი ოჯახისთვის ყველაფრისთვის მზად არის.



1-ლი ადგილი - თევზები


image


თევზები ყველაზე ერთგული ნიშანია. კონკრეტულად ეს თვისება იზიდავს მამაკაცებს მათში ყველაზე მეტად, ძლიერი სქესის თითქმის ყველა წამომადგენელი ხომ ცხოვრების მეგზურად სწორედ ისეთ პარტნიორს ეძებს, რომელიც რაც არ უნდა მოხდეს მის გვერდით იქნება. ქალი - თევზი მგრძნობიარე და ყურადღებიანია, რომელსაც საკუთარი პარტნიორის მოვლა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს ნებისმიერი სიტუაციის ადეკვატურად გაანალიზება შეუძლია, ითიც მამაკაცების გულს, ის კიდევ უფრო მეტად იგებს, რომლებიც ქალურ ისტერიკებს საშინლად ვერ იტანენ.




0
2862
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2862