ასტროლოგია იცით, სული დაბადებამდე როგორ ირჩევს ოჯახს და მეგობრებს? 2019, 1 აგვისტო, 11:24
ოჯახი - ეს არა მხოლოდ საზოგადოების უჯრედი (მცირე სოციალური ჯგუფი), არამედ ადამიანების ერთობლიობაცაა, რომელიც ბედისწერამ ერთმანეთს შემთხვევით არ დააკავშირა. ბავშვები ამ სამყაროს უკვე, წარსული ცხოვრების მრავალფეროვანი გამოცდილებით ევლინებიან და ამის შესახებ ნაწილობრივ ახსოვთ კიდეც, თუმცა, სიცოცხლის პირველივე დღეებში მის გამოყენებას ვერავინ ახერხებს, რადგან დაბადების შემდეგ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება.გაინტერესებთ, ბავშვის სული როგორ ირჩევს მშობლებს? ხშირად მან უკვე წინასწარ იცის, თუ რომელ ოჯახში მოუწევს ცხოვრება.ბავშვს - სუსტი, უმწეო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ქალბატონიც აჩენს და მასთან ეს განსაკუთრებული, ენით აღუწერელი შესაძლებლობა და წყალობის განცდა თითქოს ზემოდან მოდის. ბავშვის დაბადებისთანავე ქალი უმალ გაახალგაზრდავებას იწყებს, საკუთარ თავს ბევრად მეტ დროს უთმობს, ვინაიდან იცის, რომ მასზე უდიდესი პასუხისმგებლობაა - პატარა ადამიანის სიცოცხლის სახით. იგივე პროექცია ხდება, ფიზიკურად ჯანმრთელი ქალის შემთხვევაშიც, მისი პატარა შეიძლება გარკვეული ნაკლით მხოლოდ იმიტომ, დაიბადოს, რომ სული დარწმუნებულია, მისი მშობლები შექმნილ სიტუაციას თავს წარმატებით გაართმევენ და ბავშვს კიდევ უფრო კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ასევე მშობლებსაც შეუძლიათ, სულიერი განვითარების მიხედვით, მომავალი შვილის არჩევა.თუკი, ისინი ერთმანეთს ისეთს მიიღებენ როგორებიც არიან, საკუთარ ცოდვებს მოინანიებენ, გარშემომყოფების მიმართ უფრო მომთმენები და შემწყნარებლები იქნებიან, მათ უფრო მეტი შანსი ექნებათ გენიოსი, "ნათელი გონების" შვილი იყოლიონ, რომელიც საზოგადოებას ასევე, მხოლოდ სიყვარულსა და სიკეთეს მოუტანს. თუმცა, მხოლოდ ბავშვის ყოლის სურვილი არ კმარა: რაც უფრო ასაკოვანია ცოლ - ქმარი, ნიჭიერი ბავშვის დაბადების შანსი მით უფრო იზრდება. ბავშვების ძლიერი და გამოცდილი სულები მშობლებს მათი გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით ირჩევენ, რათა მათაც მშობლების მსგავსად, მომავალში სულიერი განვითარების ნორმალური შესაძლებლობა ჰქონდეთ. სული ქვეცნობიერად იმ მომავალ დედ-მამს ირჩევს, რომელსაც მისი მომავალი განვითარებისთვის ყველაფრის მიცემა შეუძლია, არ არის აუცილებელი ისინი შეძლებულ ფენას წარმოადგენდნენ, ასევე, გაჭირვებულ ოჯახებშიც იბადებიან ბავშვები, რომლებიც თავიანთი თანატოლების მსგავსად სკოლაში დადიან, იღებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და მატერიალური ფასეულობებისგან დამოუკიდებლად პიროვნებად ყალიბდებიან. როგორც ცნობილია, ბავშვი მშობლებს დაბადებამდე ირჩევს, რათა დედ-მამამ მას ასწავლოს ან პირიქით, თავად მოუწიოს მათი სწავლა.447 შეფასება არ არის |