ასტროლოგია როგორი იქნებოდა ცა ჩვენს თავზე, მთვარის ნაცვლად სხვა პლანეტები რომ ანათებდნენ 2019, 29 აგვისტო, 16:16 მთვარე დედამიწიდან 385 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარებს. ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი - საკმარისად დიდი ობიექტია. ის იმდენად დიდია, რომ მზის გარშემო რომ ებრუნა, შეიძლებოდა რომ დამოუკიდებელი პლანეტაც კი ყოფილიყო. მოდით, ვნახოთ ერთი პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესეო ექსპერიმენტი თემაზე - როგორი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ცა ჩვენს თავზე, მთვარის ნაცვლად მზის სისტემის სხვა პლანეტები რომ ყოფილიყვნენ.მისი უდიდებულესობა, მთვარე საკუთარი პერსონითმერკური - ყველაზე პატარა პლანეტა, რომელიც მზის გარშემო მოძრაობს. ის, თითქმის მთვარის ზომის არის.მარსი - წითელი პლანეტა, ის მთვარეზე ზომით თითქმის ორჯერ დიდია, სწორედ ამიტომ, ცაში ის, ორჯერ უფრო დიდი გამოჩნდებოდავენერა - მთვარეზე 3, 5-ჯერ დიდია და ცაში ის 6-ჯერ უფრო მკვეთრი იქნებოდა. როგორ ცნობილია, ვენერა ყველაზე "ცხელ" პლანეტად ითვლება, რომლის ზედაპირის ტემპერატურა 400 გრადუსზე მეტიანეპტუნი - მთვარეზე 14-ჯერ დიდია, ამიტომ ღამით, ცაზე ის უზარმაზარ, ცისფერ სფეროდ მოგვევლინებოდა.ურანი - ჩვენს თანამგზავრს ზომაში ასევე 14 -ჯერ აღემატება, სწორედ ასეთი იქნებოდა ცა ჩვენს თავზე, მთვარის ნაცვლად ურანი რომ ყოფილიყო.სატურნი - მთვარეზე 35-ჯერ უფრო დიდია, ასე, რომ ჩვენი ექსპერიმენტის მაგალითზე, მისი რგოლები დედამიწის მთელ ჰორიზონტზე გავრცელდებოდაიუპიტერი - მთვარეზე 40-ჯერ დიდია, და იმდენად ანომალიური ზომის არის რომ, მის დანახვას ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსიდან ნამდვილად ვერ შევძლებდით.210 1-ს მოსწონს |