საზოგადოება "იმდენ ხანს ,,ეკაჩავა" თურმე, რომ გადაიყვანა ჭკუიდან.... ამის მერე დაიწყო გადაღება იმ ნაძირალამ" 13 ივლისი, 15:46 სამების საკათედრო ტაძრის მრევლი ირმა ელერდაშვილი ტაძარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებში მხოლოდ კონფლიქტის ბოლო ნაწილი ჩანს. ის იმასაც აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მონაწილე ამერიკაში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურულია, ეს ვერსია ცოტა უცნაურად და დამაბნეველად გამოიყურება, რადგან თავად გურულმა გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ პოსტი, სადაც ფაქტობრივად სასულიერო პირებს მხარი დაუჭირა(ნახე ბმული) "ორი დღეა, სამებაში მომხდარ ამბავს განიხილავენ. ვიდეოზე კონფლიქტის მხოლოდ ბოლო ნაწილია ასახული. იქაც მღვდელი კი არა, პროვოკატორი ლაპარაკობს შორტებზე. უამრავი თვითმხილველი არსებობს და როგორც ერთ-ერთმა სტიქაროსანმა თქვა, ეს ცნობილი ემიგრანტი ექიმი -ზურა გურული მისულა სამებაში, მისდგომია საკურთხეველს და შედიოდა შიგ. სამჯერ ჰქონია ძალადობრივად შეღწევის მცდელობა. სტიქაროსნები უხსნიდნენ: იქ შესვლა არ შეიძლება და ვინ გნებავთ, გვითხარით და დავუძახებთო და რა გნებავთ, დაგეხმარებითო. ამას გაუგიჟებია თავი, ეს ღმერთის სახლია, თქვენი კა არაო და სადაც მინდა, იქ შევალო. რომ ვეღარ დააოკეს, მოძღვარი გამოსულა საკურთხევლიდან და საყვედური უთქვამს: როგორ იქცევი, უხერხულიაო. პროვოკატორი რის პროვოკატორია, ასე მარტივად რომ გაჩერებულიყო და იმდენ ხანს “ეკაჩავა" თურმე, რომ გადაიყვანა ჭკუიდან. ამის მერე დაიწყო გადაღება იმ ნაძირალამ. რის შორტები, სავსეა “სამება" შორტებიანი ტურისტებით და სტიქაროსნებმა: არავის ვაძლევთ შენიშვნასო. მესმის, რომ არ მოგეწონათ აღელვებული მოძღვარი, მაგრამ იესო გაიხსენეთ, როგორ მოექცა ტაძარში მყოფ ნაძირლებს. ადამიანია ის მღვდელიც და ძალიან ძნელია მსგავს სულმდაბალ პროვოკატორთან თავის შეკავება. იმედია, იცით, გადაუმოწმებელ ინფორმაციას რომ არ დავდებდი, თუ არა და, აქვეა ტაძარი, მიდით და იკითხეთ, რა მოხდა"-წერს ირმა ელერდაშვილი. 540 2-ს მოსწონს
|