x
image
Yoona
Mediator image
7 სია, რომელიც ყველა ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს
ბევრი ფიქრობს, რომ სიის წარმოება ბებია-ბაბუების საქმეა, რომელთაც მეხსიერების პრობლემები აქვთ. სინამდვილეში, ეს ჩვევა სასარგებლო შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. სხვადასხვა სიები არსებობს, არა მხოლოდ საყიდლების სია.



image



ქვემოთ მოვიყვანეთ სიების მაგალითები, რომელთა წარმოება თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს და გააუმჯობესებს. სცადეთ და ამაში დარწმუნდებით.



კრეატიული იდეები

image




გქონიათ შემთხვევა, როცა თავში მოგივიდათ უნიკალური იდეები, რომელთა განხორციელებაც გინდა, მაგრამ შემდეგ უბრალოდ გავიწყდებათ? ალბათ, ასეა, როგორც ბევრი ადამიანის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თქვენი საუკეთესო იდეებისა და აზრების სიის შენახვა.



კრეატიულობა ძალიან არაპროგნოზირებადი პროცესია, ზუსტად არავინ იცის, როდის მოგაკითხავთ „მუზა“. უმჯობესია მოემზადოთ და ხელთ გქონდეთ ბლოკნოტი ასეთი ჩანაწერებისთვის. ასე ნამდვილად არ გამოტოვებთ შანსს, გააკეთოთ საკუთარი აღმოჩენა!



წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

image



ინტერნეტში შეგხვდებათ წიგნების სია, რომელიც „ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს“. სიიდან ზოგიერთი ნამდვილად აღვიძებს ინტერესს და წიგნის დაუყოვნებლივ წაკითხვის სურვილს, მაგრამ ბედად დრო არ გაქვთ, ამიტომ წიგნის წაკითხვა სხვა დღისთვის იდება. და, რა თქმა უნდა, ივიწყებთ.



საინტერესო ლიტერატურა რომ არ გამოტოვოთ, შექმენით სპეციალური სია იმ წიგნებისთვის, რომელთა წაკითხვაც გსურთ. თავისუფალ დროს სწრაფად იპოვით სასურველ წიგნს, უბრალოდ სიაში ჩახედვით.



საინტერესო მოვლენები

image



შეხვდით ქუჩაში ცნობილ ადამიანს, სპონტანურად გაემგზავრეთ სხვა ქალაქში, შეხვდით საინტერესო ადამიანს ან უყურეთ კარგ ფილმს? აუცილებლად ჩაიწერეთ. მომავალში, ხელახლა წაკითხვისას, გაგახსენდებათ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ სასიამოვნო მოვლენები, რაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში.



თუ გაქვთ ასეთი სია, მაგრამ ხვდებით, რომ არაფერი გაქვთ ჩასაწერი, გირჩევთ, გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ და შეეცადოთ შეცვალოთ იგი უკეთესობისკენ.



მიმდინარე საქმეები

image



ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სია, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო პროდუქტიული, მეტი მოასწროთ, მაგრამ თან დაისვენოთ. ჩაწერეთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია თქვენს ყოველდღიურ რუტინასთან და შესრულების მიხედვით გადახაზეთ.



მალე შეამჩნევთ, რომ ნაკლებ ყურადღებას აქცევთ წვრილმანებს და ყოველდღიურ საქმეებს ისევ აგვარებთ, თითქოს მზესუმზირას ჭამთ. თავიდან ძალიან მოსაწყენი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ დიდ შედეგს მოგიტანთ.



ფილმები, რომელთაც უნდა უყუროთ

image



წიგნების სიის მსგავსად, აიღეთ რვეული ან ბლოკნოტი, რომელშიც ჩაიწერეთ ფილმებს მომავალში საყურებლად. ასე არც ერთ ღირსეულ ფილმს არ გამოტოვებთ და ყოველთვის შეძლებთ საუბრის გაგრძელებას ფილმის მოყვარულთან.



რა თქმა უნდა, სერიალებიც ჩაწერეთ. ასევე შეგიძლიათ ჩამოწეროთ უკვე ნანახი ფილმები და სერიალები, პირადი შეფასებებით და შთაბეჭდილებებით.



სურვილების სია

image



თქვენი ოცნებების და სურვილების ქაღალდზე ჩამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია! სურვილების კრიზისი ხუმრობა არ არის! ერთ მშვენიერ მომენტში ადამიანმა შეიძლება გააცნობიეროს, რომ აბსოლუტურად არაფერი სურს ცხოვრებისგან და „სამყარო მისთვის სასიამოვნო არ არის“. ასეთ მომენტებში „ჯადოსნური სია“ უნდა ამოიღოთ და გაიხსენოთ, რამდენი საინტერესო რამის გაკეთება კიდევ შეგიძლიათ!



„პარაშუტით გადახტომა“, „მთელ მსოფლიოში მოგზაურობა“, „ცეკვის სწავლა“ - სიაში შეიყვანეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც გინდა. ცოტა ხანში მიუბრუნდით, რომ სურვილების ასრულების პროგრესს თვალი ადევნოთ.



ანტისია

image



ეს სია უნდა შეიცავდეს ყველა „არ არის“ და „არასდროს“. „აღარასოდეს დავლევ“, „აღარ ავიღებ ხელში სიგარეტს“, „არ დავხარჯავ დროს ვიდეოთამაშებში“, „არ მექნება ურთიერთობა არასაჭირო ადამიანებთან“ და ა.შ.



ამ სიაში გადახაზული ყოველი პუნქტი ნიშნავს, რომ ერთ ადგილზე არ ჩერდებით, არამედ წინ მიიწევთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთო მოტივაციისთვის!



როგორც ხედავთ, განსხვავებული სიები არსებობს. აი, კიდევ რამდენიმე იდეა ინტერნეტის სხვა მომხმარებლებისგან:



1.ქალაქის ადგილები, რომელთა მონახულებაც გსურთ

2.შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა

3.საყვარელი კერძების სია

4.საქმეები, რომლებიც პირველ რიგში უნდა გააკეთოთ



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ გვირჩევდა კონფუცი, რომ არავის არაფერი ვუთხრათ საკუთარ თავზე?

ბევრი წაიკითხეთ და არა მხოლოდ: რამდენიმე მარტივი მეთოდი რომ სხვებისთვის საინტერესო გახდეთ

ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს

„კაი, ნუ იგონებ“: 10 ფრაზა, რომლითაც მანიპულატორს გამოიცნობთ

ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე ადამიანები, რომელთაც ჩემთვის დრო არ აქვთ და შვება ვიგრძენი


0
209
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
209