x
image
Yoona
Mediator image
5 მცენარე, რომელიც გააქრობს სინესტეს სახლში: მოათავსეთ ფანჯრის რაფაზე
შემოდგომის და წვიმების სეზონის დადგომასთან ერთად ბევრი სახლი იტანჯება ობისა და ნესტისგან. არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.



image



კონდენსაცია ფანჯრებზე ან სველი კედლები მარადიული პრობლემაა, რომლის მოგვარება, ერთი შეხედვით, საკმაოდ რთულია. იცით, რომ ოთახის მცენარეებს შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ჰაერის ტენიანობის შემცირებაში? რომელი მცენარეები გვჭირდება?



ობობა მცენარე

image




ობობა მცენარე (ქლოროფიტუმი) პოპულარული ოთახის მცენარეა, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ თავისი გრძელი თეთრ-მწვანე ფოთლებით, ასევე ტენიანობის შემცირების თვისებით. ყვავილი უპრეტენზიო მოსავლელია. თუ გსურთ ოთახში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ობის თავიდან აცილება, ეს მცენარე ზუსტად ის არის, რაც გჭირდებათ.



მშვიდობის შროშანი

image



ამ მცენარის სახლში ქონა ძალიან სასარგებლოა. პირველ რიგში, შეუძლია სახლი დაამშვენოს თეთრი ყვავილებით. გარდა ამისა, სახლში ჯანსაღი გარემოს შექმნას ხელს უწყობს. სპატიფილუმი ეფექტურად ამცირებს ტენიანობას ოთახში და ასუფთავებს ჰაერს.



ალოე ვერა

image



ალოე ძალიან პოპულარულია როგორც სამკურნალო მცენარე, რადგან მასში შემავალი გელი გამოიყენება ჭრილობების, დამწვრობის და ნაკაწრების დროს. მცენარე შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ სუკულენტს შეუძლია შთანთქას ტენიანობა და შეამციროს სინესტე სახლში, ასევე მცირე მოვლას მოითხოვს.



გვიმრა

image



ოთახის გვიმრა იდეალური არჩევანია ნებისმიერი სახლისთვის. დიდი მწვანე ფოთლებით სახლს ალამაზებს, ასევე ობის გაჩენას ხელს უშლის. მცენარეს შეუძლია სინესტის შემცირება და სააბაზანო ოთახისთვის შესაფერისია.



გველის მცენარე

image



გველის მცენარე, იგივე სანსევიერია, კიდევ ერთი შეუცვლელი მცენარეა ობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას შეუძლია ტენის შთანთქმა და ჰაერიდან მავნე ქიმიკატების ამოღება და ამ მცენარეს ნამდვილად ეკუთვნის ადგილი ფანჯრის რაფაზე. თუ ტენიანი გარემო გაქვთ, მაშინ სანსევიერია უბრალოდ აყვავილდება.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, როგორ გამოიყურება მსოფლიოში უიშვიათესი და ძვირადღირებული ყვავილი?

არამიწიერი სილამაზე: 16 უჩვეულო ოთახის მცენარე, რომელთა შესახებ არ იცოდით

მებოსტნეების 90%-მა არ იცის: რა გავაკეთოთ ნიგვზის ფოთლებით

სახლში ყველა ყვავილი აყვავილდება: საჭიროა მხოლოდ ერთი ტაბლეტი

20 პატარა ბაღი, რომელიც ხელისგულზე დაეტევა


0
175
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
175