x
image
Yoona
Mediator image
მებოსტნეების 90%-მა არ იცის: რა გავაკეთოთ ნიგვზის ფოთლებით
კაკლის ფოთლები მდიდარია ეთერზეთებით და ვიტამინებით, ამიტომ მას იყენებენ როგორც კვებაში, ასევე მებოსტნეობაში. კაკლის ფოთლებიდან ამზადებენ ნახარშს, ნაყენს და ჩაის, ხოლო მეურნეობაში იყენებენ სასუქად ან მულჩად.



სასუქი კაკლის ფოთლებისგან

image



კაკლის ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები უნდა დაიწვას, მაგრამ უნდა შეაგროვოთ მშრალ ამინდში, რომ არ იყოს სველი და ტენს არ აკავებდეს. მიღებული ფერფლი ნაკვეთის გასანოყიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფერფლი მცენარის დარგვამდე და შემდეგ ნიადაგს მოაყარეთ.



ფერფლი ამცირებს მიწის მჟავიანობას და მოქმედებს, როგორც საკვები ნივთიერებების წყარო ბალახებისთვის, ამიტომ შემდეგ სეზონზე ბალახი უფრო სქელი გაიზრდება.



კომპოსტი კაკლის ფოთლებისგან


image



კაკლის ფოთლები კომპოსტად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჩაამატეთ კომპოსტის ორმოში ნეშომპალასთან და აზოტის სასუქთან ერთად. თითოეული ფენა უნდა დაატენიანოთ, ზემოდან კი პარკი დააფაროთ. გაზაფხულზე ორმო გადმოაბრუნეთ თანაბარი სიმწიფისთვის და გამოიყენეთ მცენარეების საკვებად მომავალი წლის შემოდგომაზე.



მცენარეების დაფარვა და მულჩირება



კაკლის ჩამოცვენილი ფოთლებით მცენარეების ფესვები შეგიძლიათ დაფაროთ. ფოთლების ფენა მცენარის გარშემო გაანაწილეთ, რომ ზამთრის ყინვისგან დაიცვათ. კაკლის ფოთლებით შეგიძლიათ დაფაროთ ვარდის ბუჩქი, ხეხილი, ხახვი და ნიორი, რომელიც შემოდგომაზე დაითესა.



მულჩი მიწაში ტენიანობის შენარჩუნებას ხელს უწყობს და იუგლონის შემცველობის წყალობით ანტისეპტიკურ ფუნქციას ასრულებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

სახლში ყველა ყვავილი აყვავილდება: საჭიროა მხოლოდ ერთი ტაბლეტი

იცით, როგორ გამოიყურება მსოფლიოში უიშვიათესი და ძვირადღირებული ყვავილი?

ყვავილიდან კენკრამდე: რა ეტაპებს გადის მცენარეების სასიცოცხლო ციკლი

არამიწიერი სილამაზე: 16 უჩვეულო ოთახის მცენარე, რომელთა შესახებ არ იცოდით

რა არის დაისუგი ან როგორ მივიღოთ ხის მასალა ტყის გაჩეხვის გარეშე


0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
170