x
image
Yoona
Mediator image
„კაი, ნუ იგონებ“: 10 ფრაზა, რომლითაც მანიპულატორს გამოიცნობთ
მანიპულატორები მთელ ენერგიას გვართმევენ და სასურველს ნებისმიერი გზით აღწევენ. ამასთან ისე აკეთებენ, რომ დამნაშავე ისევ თქვენ გამოდიხართ.

ნახეთ ტიპიური ფრაზები, რომლითაც მანიპულატორებს გამოიცნობთ. თუ რაღაც მსგავს გაიგონებთ, ფხიზლად იყავით და ადამიანს კარგად დააკვირდით.


image

1. “შენ ახლა ძალიან აზვიადებ!“


მანიპულატორი ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ. მისი ამოცანაა, დაგაბნიოთ. თუ თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია და ამით დასრულდა.


2. “კაი, ნუ იგონებ!“

როგორც კი სიმართლესთან მიახლოებას დაიწყებთ და მიხვდებით, რომ თქვენით სარგებლობენ. მანიპულატორი პირდაპირ დაგცინებთ და გეტყვით, რომ ყველაფერს იგონებთ. ამ ხრიკს არ წამოეგოთ.


3. “არა, შენ კიდევ ვერ მიმიხვდი“

კიდევ ერთი მეთოდი, რომ დაგაბნიოთ - თითქოსდა მისი ნათქვამი არასწორად გაიგეთ და არა ის, რომ მან თავიდანვე სწორად არ აგიხსნათ. ძალიან ადვილია სხვისი დადანაშაულება.


4. “ასეთი რამ საერთოდ არ მითქვამს“

დიახ, ეს თქვენ გაქვთ ცუდი მეხსიერება და ყველაფერი მოიგონეთ. მანიპულატორი შესანიშნავი მატყუარაა. ტყუილის თქმის დროს საერთოდ არ წითლდება. მაშინაც კი, თუ მის საუბარს ჩაიწერთ, თავის დაძვრომის საშუალებას მაინც მოძებნის.


5. “თითქოსდა ეს მე მჭირდება და არა შენ“

დიახ, ეს მას სჭირდება და არა თქვენ. ამ ფრაზით გაიძულებთ იმის გაკეთებას, რაც თქვენ არ გსურთ. მაგალითად, ძალიან ძლიერი მტვერსასრუტის შეძენა.


6. “არავის ვუყვარვარ, არავის ვჭირდები“

სიბრალულის და თანაგრძნობის გამოწვევის მცდელობა, რადგან ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით იმას, ვისაც თანავუგრძნობთ. ასე, კი შეიძლება კისერზეც დაგაჯდნენ.


7. “შენთან ჩხუბი არ მსურს“

და ეს იმ დროს, როცა ჩხუბი თავად მანიპულატორმა დაიწყო. ეს ფრაზა ეფექტურად დაასრულებს კამათს იმ ადგილას, სადაც მანიპულატორს სურს და აჩვენებს, რომ გაკონტროლებთ.


8. “აი, შენ სულ ასე იქცევი“

ასე მანიპულატორი გაიძულებთ, რომ ასე არ გააკეთოთ ის, რაც მას არ მოსწონს ან დანაშაულის გრძნობა გამოიწვიოს.


9. “შენ ისეთი ჭკვიანი, კეთილი, მზრუნველი ხარ“

„შენ ისეთი ჭკვიანი ხარ“ ისეთ სიტყვებთან ერთად გამოიყენება, როგორიცაა „დამეხმარები სადიპლომოს დაწერაში“?. ანუ ჯერ გაქებთ და შემდეგ რაღაცის გაკეთებას გთხოვთ. ბანალურია, მაგრამ ეფექტურად მოქმედებს.


10. “დიახ, მართალი ხარ, მონსტრი ვარ. და შენ ჩემთან როგორ ურთიერთობ?“

თუ მანიპულატორის გამომჟღავნება შეძელით, ის ამ ფრაზას გამოიყენებს. და დამნაშავე კვლავ თქვენ გამოდიხართ.


ასევე დაგაინტერესებთ:

გაზლაითინგი: ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეთოდი

image

ემოციური ძალადობის 30 ნიშანი

image

10 ფრაზა, რომელთაც წარმატებული ადამიანები არასდროს ამბობენ (და ხშირად ამბობენ წარუმატებლები)

image

26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ

image

10 შესაძლო მიზეზი, თუ რატომ აშინებს ადამიანებს თქვენი პიროვნება

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
320
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
320