ფსიქოლოგია გაზლაითინგი: ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეთოდი 2018, 1 ნოემბერი, 18:59
სამყარო გასაოცარი ადგილი არის. ამის თქმა შემიძლია მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა ფორმის კვლევა ჩავატარე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით.
ეს ერთ-ერთი რამ არის, რის გავლენასაც ადამიანები ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ყოველდღე ვეჯახებით: თავდაუჯერებლობა, დაბალი თვითშეფასება.
ცხოვრება ყველაზე ძლიერ ადამიანებსაც დარტყმას აყენებს, მაგრამ მანიპულაციის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა შესაძლებელი არის.
ეჭვის თესლის გაღვივება 1938 წელს გამოვიდა პიესა „გაზის სინათლე“, რომლის მიხედვითაც 4 წლის შემდეგ ფილმი გადაიღეს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ ქმარი მთელი ძალებით ცდილობს დაარწმუნოს ცოლი, რომ ის გიჟია. ამისთვის ის სახლში რაღაცას ცვლის - შეუმჩნევლად, სულ მცირეს. როცა ცოლი ამ ცვლილებებს ამჩნევს, ქმარი არწმუნებს რომ არაფერი შეცვლილა და ის უბრალოდ ჭკუიდან გადავიდა. ნელ-ნელა, მაგრამ დარწმუნებით ქალს ეჭვი ეპარება იმაში, რასაც ხედავს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მამაკაცი ყოველდღე ნათურაში გაზს ნელ-ნელა ამცირებს, თან ცოლს არწმუნებს რომ არაფერი ხდება. აქედან მოდის მანიპულაციის სახელი „გაზლაითინგი“ (გაზის სინათლე). რეალობა ჩვენს აღქმაზე არის დამოკიდებული პიესაში საკვანძო მომენტია - ქმრის მოქმედება, რომელიც ცოლის რეალობის ცვლილებას ახდენს. ცოლი ხედავდა, ნათურის შუქი როგორ მცირდებოდა, მაგრამ ქმარი მას არწმუნებდა, რომ ნათურა ისე ანათებს, როგორც ადრე. მამაკაცმა ცოლს საკუთარ ადეკვატურობაში, შესაბამისად რეალობის აღქმაში დაეჭვება აიძულა. ეს ფსიქოლოგიური ძალადობის ის ფორმა არის, რომელსაც ადამიანები ხშირად ვერ ამჩნევენ. როცა დამნაშავე მსხვერპლის აღქმის უნარს თავად აკონტროლებს და მის ცხოვრებას ტოტალურ კონტროლს ფლობს. ეს ყოველდღე ხდება. ჩვენ გარშემო. რამდენი რეკლამაა, რომელიც გვარწმუნებს, რომ მათი პროდუქტის გამოყენება ცხოვრებას გააუმჯობესებს? ეს „გაზლაითინგის“ მსუბუქი ფორმა არის. თქვენ საკუთარ თავში ეჭვი უნდა შეგეპაროთ. უნდა გადაწყვიტოთ, რომ ცხოვრებაში რაღაც გაკლიათ. შემდეგ ამას მოსდევს ფიქრი, რომ თქვენ კონკრეტულად ეს პროდუქტი გაკლიათ. როგორ შევებრძოლოთ გაზლაითინგს? ახლა პატარა ამბავი მინდა გიამბოთ. ერთი ლამაზი და ჭკვიანი ქალი დაშორდა ადამიანს, რომელიც მის გვერდით ყოფნას არ იმსახურებდა. ცხოვრებაში შეიძლება შეგვხდეს არაერთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გატეხვას შეეცდება. იმისთვის, რომ ჩვენ მათ დონეზე დავრჩეთ და წარმატებას ვერ მივაღწიოთ. როგორ შევებრძოლოთ მანიპულაციის ამ ფორმას? რეალობა თქვენი სათვალიდან აღიქვით. თქვენ რეალობის საკუთარი აღქმა უნდა გქონდეთ. იგივე ვუთხარი ჩემ მეგობარსაც: „მეგობარო, ამ ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ ცალრქიან ცხენს და ფიქრობენ: „ო, ეს ცალრქიანი ცხენი, ასეთი ვერასდროს გავხდები“. ისინი შეეცდებიან დაგარწმუნონ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ცხენი ხართ, როგორც თავად, ოღონდ თავზე უცნაური რქით. და თქვენ გჭირდებათ ექიმი, რომელიც ამ რქას მოგაშორებთ“ ისინი შეეცდებიან თქვენი ჯადოქრობა მოიპარონ და მოსაწყენ და უღიმღამო ცხენად გადაგაქციონ, როგორებიც თავად არიან. მათ სურთ, რომ თქვენ იყოთ ჩვეულებრივი, ძველი ცხენი, რომ მასზე წინ ვერ წახვიდეთ“ ასე რომ. თქვენ ჩვეულებრივი, მოხუცი ცხენი არ ხართ. თქვენ ერთ-ერთი ლამაზი ბრიტანული ცხენიც არ ხართ, რომლებიც საზღვრებს ახტებიან...თქვენ ცალრქიანი ცხენი ხართ. ვინც რა არ უნდა თქვას. თქვენ 7, 4 მლრდ ადამიანს შორის ასეთი ერთადერთი ხართ, და ეს მშვენიერია. 936 შეფასება არ არის
|