x
image
Yoona
Mediator image
10 ფრაზა, რომელთაც წარმატებული ადამიანები არასდროს ამბობენ (და ხშირად ამბობენ წარუმატებლები)
imageყველასთვის ცნობილია გამონათქვამი „სიტყვა ბეღურა არ არის - გაფრინდება და ვერ დაიჭერ“, თუმცა მისი მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის. გერმანელი ფსიქოთერაპევტი ნოსრატ პეზეშკიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სიტყვის ენერგია და ჩვენს ცხოვრებაზე მისი გავლენა შეისწავლა. წარმატება და მიღწევა დიდწილად აზროვნებაზე არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, სანამ პრობლემის გამო მოიწყენთ, თქვენ ლექსიკონს გადახედეთ.

1. მე არ შემიძლია

imageრამდენად ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს ფრაზას „მე არ შემიძლია?“. ზოგჯერ ეს სწორი ფორმულირებაა. მაგ., როცა საქმე ავტომობილის მართვას ეხება, ხოლო თქვენ მართვის მოწმობა არ გაქვთ, ან როცა სამსახურიდან დროზე წასასვლელად გვიანობამდე დარჩენაზე უარს ამბობთ. თუმცა როცა საკუთარ თავს ეუბნებით „მე არ შემიძლია გახდომა“ ან „მე არ შემიძლია გავხდე უფრო ორგანიზებული“, წინასწარ ართმევთ საკუთარ თავს შესაძლებლობას რაღაც ახალი სცადო და შეისწავლო. თქვენ არ შეგიძლიათ გახდომა, რადგან არ გსურთ ან არ ხართ მზად ამისთვის. წარმატებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა მოიპოვოთ, მტკიცე სურვილი უნდა გქონდეთ და იმოქმედოთ.

2. არაფერი გამოვა


imageწინასწარ დამარცხებაზე ფიქრით, გარანტირებულად დამარცხდებით. ასე ადამიანი საკუთარ იდეას უარყოფს ისე, რომ არც ცდის. ზოგჯერ უმჯობესია 100 წარუმატებელი მცდელობა, რომ 101-ემ გაამართლოს. მნიშვნელოვანია საკუთარი თავის და მიზნების რწმენა.

3. ეს ჩემი ბრალი არაა

imageცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებით, ადამიანი ავტომატურად მას ვინმესკენ მიმართავს. ასეთი მიდგომა ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობას გაგიფუჭებთ. ამის ნაცვლად უმჯობესია პრობლემის გადაჭრაზე იფიქროთ. წარმატებული ადამიანი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

4. მე ვცდი

imageამ ფრაზის თქმით, ადამიანი შედეგზე პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს. სამაგიეროდ დამარცხების შემთხვევაში შეგიძლიათ თქვათ: „ვცადე, მაგრამ რაღაც არ იყო საკმარისი“. წარმატებული ადამიანი არ ცდილობს, არამედ აკეთებს ან არ აკეთებს.

5. ეს შეუძლებელია

imageამ ფრაზის წარმოთქმის შემდეგ დარწმუნებული იყავით, რომ ახლა ეს ნამდვილად შეუძლებელია და აღარ სცადოთ. ფიქრი იმაზე, რომ რაღაც თქვენთვის შეუძლებელია, თქვენ მიზნებს ზღუდავს. ალბერტ აინშტაინმა ერთხელ თქვა: „ყველამ იცის, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ აი მოდის გაუნათლებელი, რომლისთვისაც ეს უცნობია და ის აღმოჩენას აკეთებს“. იმის ნაცვლად რომ საკუთარი თავი იდეის არა რეალობაში დაარწმუნოთ, უმჯობესია ენერგია ახალი მიმართულებით მიმართოთ.

6. მინდოდა, მაგრამ

imageასეთი ფიქრებით, ადამიანი საკუთარ თავს ჩარჩოში აქცევს. მაგ., ფრაზა „პარიზში წასვლაზე ვოცნებობ, მაგრამ ეს ძალიან ძვირია“, „ამ კომპანიაში მუშაობა ძალიან მინდა, მაგრამ მათ მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებ“ იმწამსვე წარუმატებლობის გარანტიას წარმოადგენს. ამის ნაცვლად სჯობს სცადოთ „არას“ გვერდი აუაროთ: მოგზაურობისთვის ფული გადადეთ ან მოიკრიბეთ სითამამე და გააგზავნეთ რეზიუმე იმ კომპანიაში, სადაც მუშაობის დაწყება გსურთ.

7. მე რომ

imageმე რომ - კონსტრუქცია, რომელიც ადამიანს რეალობას აშორებს. ასეთი რამის თქმით „ცნობილი მსახიობი გავხდებოდი, მე რომ მდიდარი მშობლები მყოლოდა“ ან „მოდელი გავხდებოდი, მე რომ მაღალი და გამხდარი ვყოფილიყავი:, ადამიანი საკუთარ თავს წარუმატებლობისთვის სწირავს. უმჯობესია რეალობა აღიაროთ და იმოქმედოთ შექმნილი სიტუაციის მიხედვით. მუსიკოსები წარმატებას ფინანსური მხარდაჭერის გარეშე აღწევენ, ხოლო გოგოები მოდელები ხდებიან ისე, რომ იდეალური სხეულის ფორმები არ აქვთ.

8. არჩევანი არ მაქვს

imageმწერალმა ეჟი ლეცმა თქვა:“გამოუვალ მდგომარეობას ვუწოდებთ მდგომარეობას, საიდანაც გამოსავალი ჩვენ არ მოგვწონს“. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ სიტუაციას სხვა კუთხით უნდა შეხედოთ. ადამიანი წარმატებებს აღწევს მხოლოდ იმით, რომ არ ნებდება, არამედ რთული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს,

9. ჩემ სამსახურს ვერ ვიტან

imageბევრი მიზეზი არსებობს არ გიყვარდეს სამსახური. ზოგჯერ სიტუაციის გამოსწორების საუკეთესო მეთოდია - გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა. მაგრამ, სამწუხაროდ ხშირად სამსახურიდან წასვლის შესაძლებლობა არ გვაქვს. ნერვიულობის ნაცვლად, შეგიძლიათ ყურადღება უფრო კარგ რამეზე გაამახვილოთ და ურთიერთობებს გადახედოთ. ან იპოვოთ ძალა, გარისკოთ და თქვენი ოცნების სამსახური მოძებნოთ.

10. ჩვენთან ასე მიღებული არაა

imageფრაზა „ჩვენთან ასე მიღებული არა“ ადამიანის შესაძლებლობებს ზღუდავს. თუ მას ხშირად გამოვიყენებთ, ცვლილების შანსს და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვებთ. წარმატებულ ადამიანებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ და შესაძლებლობების ჩარჩოებს ცდებიან. სავსებით შესაძლებელია, რომ რაღაც რაც თქვენთვის მიუღებელია სწორედაც რომ წარმატების გასაღებს წარმოადგენს.

იპოვეთ ფრაზები, რომელთაც პერიოდულად იყენებთ?



0
1413
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0