x
image
Yoona
Mediator image
ამინდი სახლში: თქვენ კარგი მშობელი ხართ, თუ ბავშვის აღზრდის პროცესში ყველა ამ პუნქტს იცავთ
image

დავიწყოთ იქედან, რომ იდეალური მშობელი არ არსებობს.

მაგრამ კარგი მშობელი შეიძლება რომ გახდეთ.

მთავარია ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ:


1. კარგ მშობელს გააზრებული აქვს, რომ ის რობოტი არაა და შეცდომის დაშვების უფლება აქვს.

ის საკუთარ თავს დანაშაულს ხედავს და სინანულის გამო, შეეცდება რომ მომავალში იგივე შეცდომა აღარ დაუშვას.


2. კარგმა მშობელმა იცის, რომ მას და მის ბავშვს შეიძლება სხვადასხვა უპირატესობა ჰქონდეს.

ბავშვს შეიძლება ის ფილმი და კერძი არ მოსწონდეს, რომელიც თქვენ მოგწონთ და ეს უნდა გაითვალისწინოთ.


3. კარგი მშობელი ბავშვის მიმართ პატივისცემას გამოხატავს, ამით აძლევს იმის გაცნობიერების შესაძლებლობას, რომ ყველა ადამიანი პატივისცემას იმსახურებს.

როცა პატივისცემაზე ვსაუბრობთ, უსიტყვო დამორჩილებას არ ვგულისხმობთ.


4. კარგი მშობელი ბავშვთან ერთად სწავლობს და სამყაროს შეიცნობს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს სამყაროს სხვა თვალით დანახვაში ეხმარებით. ახლა, შესაძლოა, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ თქვენ ბავშვსაც შეუძლია ბევრი რამ გასწავლოთ.


5. კარგი მშობელი არ აკრიტიკებს, არამედ სიტუაციაში გარკვევას ცდილობს.

ბავშვის ახირების მიღმა შეიძლება სავსებით რეალური მიზეზი იყოს, რომლის შესახებაც არ ამბობს მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის, ამის შესახებ უნდა თქვას თუ არა.


6. კარგი მშობელი ბავშვთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

ის მასთან მუდმივად კონტაქტობს, ესაუბრება და ინტერესდება იმით, რა მოსწონს მას და რა არა.


7. კარგი მშობელი მუდმივად საკუთარ ბავშვობას შვილის ბავშვობას არ შეადარებს.

თუ თქვენ რთულ დროში ცხოვრობდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვსაც მსგავსი სპარტანული პირობები უნდა შეუქმნათ. ჩვენ გავუძელით, ისიც გაუძლებს - არასწორია.


8. კარგმა მშობელმა იცის, რომ იდეალური შვილები არ არსებობენ.

ბავშვის მიმართ თქვენი მოლოდინი მინიმუმამდე დაიყვანეთ, რადგან, ის, რომ მეორე აინშტაინი გახდება(რადგან თქვენ გსურთ), ამის შანსი მინიმუმია(ან არ არის). ბავშვი ამაში დამნაშავე არაა.


9. კარგი მშობელი შვილს არ დაემუქრება და მით უმეტეს, არ ცემს.

ეს ბავშვის ფსიქიკაზე არა მხოლოდ წარუშლელ კვალს ტოვებს, არამედ, არცთუ ისე კარგ მოგონებას დატოვებს თქვენზე.


10. კარგი მშობელი შვილის წამოწყებას მხარს უჭერს და მის კრეატიულობას ავითარებს.

ზოგს მუყაოს ქაღალდიდან სასახლეების აშენება მოწონს, ზოგს კი სოციალური ქსელისთვის სურათების გადაღება. რაც ყველაზე მთავარია - რაღაცის ერთად გაკეთების დროს, ბავშვი მხარდაჭერას გრძნობს.

0
661
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
661
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0