ფსიქოლოგია ემოციური ძალადობის 30 ნიშანი 2018, 23 ოქტომბერი, 23:24
თავდაჯერებულობას და თავმოყვარეობას არაფერი ისე არ არყევს, როგორც ემოციურად შეურაცხმყოფელ ურთიერთობაში ყოფნა.
ფიზიკური ძალადობისგან განსხვავებით, ემოციური ძალადობა ბევრად უფრო მზაკვრულია და მოუხელთებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, ვერც თავდამსხმელი და ვერც დაზარებული ვერ აცნობიერებს, თუ რა ხდება. ემოციურ ძალადობას შეიძლება ნებისმიერ ურთიერთობაში ჰქონდეს ადგილი - მშობლებსა და შვილებს შორის, მეგობრებს, ნათესავებს, თანამშრომლებს შორის... რა არის ემოციური ძალადობა? ის თავის თავში მოიცავს „სიტყვიერ დანაშაულს“, მუქარას, დაშინებას და მუდმივ კრიტიკას, ასევე მანიპულირების უფრო დახვეწილ ტაქტიკას. ემოციური ძალადობა სხვა ადამიანის სამართავად გამოიყენება და ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ მოძალადეს ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. მოძალადეებს გადარჩენის ჯანსაღი მექანიზმი არ უსწავლიათ, როგორიც არის დადებითი, ჯანსაღი ურთიერთობა. ამის ნაცვლად, ისინი გრძნობენ ბრაზს, ტკივილს, შიშს და უძლურობას. ადამიანს, რომელიც ემოციურ ძალადობას ბოროტად იყენებს, პიროვნების აშლილობის მაღალი დონე აქვს, მათ შორის მოსაზღვრე, ნარცისიზმის, ანტი სოციალური და პარანოიდული პიროვნების აშლილობა. ხშირად ეს აშლილობები ერთად გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ემოციურ ძალადობას ხშირად ფიზიკური ძალადობა არ ახლავს, ფიზიკურ ძალადობას თითქმის ყოველთვის ემოციურ ძალადობას მოსდევს. ძალადობის მსხვერპლი ცუდ მოქცევას, როგორც შეურაცხყოფას ხშირად ვერ აღიქვამენ. ისინი თავდაცვის მექანიზმებს ავითარებენ, როგორიც არის უარყოფა და ტანჯვის მინიმუმამდე შემცირება, რომ სტრესს ადვილად გაუმკლავდნენ. ხანგრძლივი ემოციური ძალადობის შედეგი შეიძლება იყოს ძლიერი ემოციური ტრავმა, დეპრესია, შფოთვა და ტრავმის შემდგომი სტრესული მდგომარეობა. თუ არ იცით, როგორ გამოიყურება ასეთი დესტრუქციული ქცევა, ბერი დევანპორტის კლასიფიკაციას გთავაზობთ: აი, ემოციური ძალადობის 30 ნიშანი: 1. ისინი შეურაცხყოფას გაყენებენ, ხშირად ხალხში. 2. ისინი რეგულარულად თქვენს აზრს, იდეას, წინადადებას ან მოთხოვნილებას უგულვებელყოფენ. 3. ისინი იყენებენ სარკაზმს ან გამოჯავრებას, რომ დაგამცირონ ან საკუთარ თავზე ცუდად ფიქრი გაიძულონ. 4. ისინი გადანაშაულებენ, რომ თქვენ „ძალიან მგრძნობიარე“ ხართ, რომ შეურაცხმყოფელი შენიშვნიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინონ. 5. ცდილობენ გაგაკონტროლონ და როგორც ბავშვს, ისე გექცევიან. 6. ცდილობენ თქვენი ქცევის გამოსწორებას და ამის გამო გასამართლებენ. 7. გრძნობთ, რომ რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად ნებართვა გჭირდებათ ან მაგ., ნებართვა რომ უბრალოდ გარეთ გახვიდეთ. 8. ისინი ცდილობენ გააკონტროლონ თქვენი ფინანსები და ის, თუ როგორ ხარჯავთ მათ. 9. ისინი გამცირებენ და განადგურებენ თქვენ, თქვენს მიღწევებს, იმედებსა და ოცნებებს. 10. ცდილობენ გაგრძნობინონ, რომ ისინი ყოველთვის მართლები არიან და თქვენ არა. 11. ისინი ეჭვის თვალით გიყურებენ ან სხეულის ენის გამოყენებით განგსჯიან. 12. რეგულარულად თქვენს შეცდომებსა და ნაკლზე გითითებენ. 13. გადანაშაულებენ იმაში, რაც არ ყოფილა ან ეს დანაშაული სინამდვილეს არ შეესაბამება. 14. საკუთარ თავზე სიცილი არ შეუძლიათ და ვერ იტანენ, როცა ვიღაც მასზე იცინის. 15. ნებისმიერ უპატივცემულობას ვერ იტანენ. 16. საკუთარი საქციელის გასამართლებლად, სხვებს ბრალს სდებენ და ბოდიშს იხდიან. 17. რეგულარულად საზღვრებს არღვევენ და თქვენს მოთხოვნებს უგულებელყოფენ. 18. საკუთარ პრობლემებში, რთულ პერიოდსა და უბედურებაში თქვენ გადანაშაულებენ. 19. თქვენ უსიამოვნო სახელებით მოგმართავენ, უსიამოვნო ზედმეტსახელებს გარქმევენ ან მკაცრ კომენტარებს აკეთებენ. 20. ისინი ემოციურად შორს არიან, უმეტესად ცივი ან ემოციურად მიუწვდომელი არიან. 21. დანახულის შესახებ დამახინჯებულ დასკვნებს აკეთებენ, რომ ყურადღება მიიპყრონ ან სასურველს მიაღწიონ. 22. თქვენს მიმართ სიმპათიას ან თანაგრძნობას არ გამოხატავენ. 23. მსხვერპლის როლს თამაშობენ და ცდილობენ თქვენ დაგაბრალონ ყველაფერი, პირად პასუხისმგებლობას არ ღებულობენ. 24. ისინი გტოვებენ რომ დაგსაჯონ ან დაგაბნიოთ. 25. ისინი თქვენს გრძნობებს ვერ ამჩნევენ და საერთოდ არ ზრუნავენ ამაზე. 26. თქვენს თავს როგორც საკუთარი თავის გაგრძელებას ისე აღიქვამს და არა, როგორც პიროვნებას. 27. ისინი იყენებენ სექსს, როგორც მართვის და კონტროლის საშუალებას. მაგ., რაოდენობას მინიმუმამდე ამცირებენ. 28. თქვენს პირად ინფორმაციას სხვებს უყვებიან. 29. საკუთარ ემოციურ-შეურაცხმყოფელ ქცევას უარყოფენ. 30. ისინი არაპირდაპირ გემუქრებიან ან ნეგატიურ კომენტარებს აკეთებენ რომ დაგაშინოთ ან თქვენზე კონტროლი იქონიონ. თუ თქვენს ურთიერთობაში ემოციური ძალადობის რომელიმე ნიშანი მაინც დაინახეთ, პირველ რიგში საკუთარ თავთან მართალი იყავი. საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნებას, ძალადობის შეჩერებას და გამოჯანმრთელებას შეძლებთ. პირველი ნაბიჯი შეიძლება მტკივნეული და საშიში იყოს. თქვენ უბრალოდ ძალადობას გაგრძელების უფლება არ უნდა მისცეთ, მაშინაც კი თუ ეს ურთიერთობის დასასრულს ნიშნავს. 866 შეფასება არ არის
|