საზოგადოება იცით, რატომ ღებავენ სახურავებს მწვანედ სამხრეთ კორეაში? 5 ივლისი, 11:05 1980-იან და 1990-იან წლებში სამხრეთ კორეაში ყველაფერმა შეცვლა დაიწყო. ეკონომიკის ზრდასთან ერთად მიწის მესაკუთრეებმა საკუთარი სახლების აშენება გადაწყვიტეს. მანამდე მთავრობამ დაგეგმა ქალაქი, მოხაზა ადგილები რუკაზე და მიწის ნაკვეთები მყიდველებს მიყიდა.
მიწიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად დაიწყეს უნიკალური სტილის სახლების აშენება. აშენებდნენ იმას, რასაც ჰქონდა აზრი ამ ტერიტორიისთვის და რაც იმ დროისთვის ხელმისაწვდომი იყო. ამას ხედავთ ზემოთ მოცემულ ფოტოზე - სახლების უმეტესობა აგებულია მსგავსი მასალებისგან, მაგრამ მცირე განსხვავებით. ამ პერიოდში აშენებული სახლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა იყო „ვილა“. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში, პირველი სართული მფლობელისთვის იყო განკუთვნილი. მომდევნო სართულები ქირავდებოდა შემოსავლის მისაღებად და ჩადებული ინვესტიციის ამოსაღებად. სახლის და სახურავის ტიპური დიზაინი 1980-იან და 1990-იან წლებში სამხრეთ კორეაში სახლების უმეტესობას მსგავსი დიზაინი ჰქონდა. სახლის სახურავი ფუნქციონალური იყო და ოჯახს დამატებით ფართს აძლევდა. ვინაიდან სახლის გარშემო ხელმისაწვდომი მიწა არ იყო, სახურავი ღირებული ქონება იყო. სახურავი წყალგაუმტარი რომ ყოფილიყო, უნდა შეღებილიყო. იმ დროს წყალგაუმტარი საღებავი მხოლოდ ერთ ფერში იყო ხელმისაწვდომი და ეს იყო მწვანე ფერი. 1970-იან და 1980-იან წლებში ბევრი სახლი მწვანედ იყო შეღებილი, რადგან კორეელები უპირატესობას ანიჭებდნენ ნეიტრალურ ფერებს, რომლებიც გარემოს ერწყმოდა. არ სურდათ, რომ მათი სახლი გამორჩეული ყოფილიყო ან ჰქონოდა უნიკალური დიზაინი, რომელიც სხვებისგან ადვილად გამოარჩევდა. მწვანე უსაფრთხო და პრაქტიკულ არჩევანად ითვლებოდა. მწვანე სახურავები სამხრეთ კორეაში გაგიკვირდებათ, მაგრამ სამხრეთ კორეაში დღემდე ბევრი ადამიანი სახურავს მწვანედ ღებავს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ უცხოელებში გაოცებას იწვევს. ეს უჩვეულო არჩევანი უკვე ქვეყნის კულტურულ ნორმად იქცა. ამ ფერის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მწვანე წყალგაუმტარი საღებავი ხელმისაწვდომი და იაფია. მის შესაძენად გაღარიბება არ მოგიწევთ. დრო იცვლება და ასევე იცვლება არქიტექტურა სამხრეთ კორეაში, მაგრამ ამ დროისთვის მწვანე სახურავები კორეული კულტურის განუყოფელ ნაწილად რჩება. ასევე დაგაინტერესებთ: იცით, რას იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე? იცით, რატომ აშენებენ ჰონგ–კონგში „ხვრელიან“ ცათამბჯენებს? სახლი იაპონიაში - არ დაიჯერებთ, მაგრამ შიგნიდან უფრო დიდია, ვიდრე გარედან 14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ იცით, რატომ აშენებენ ბრიტანელები ტალღოვან ღობეებს 53 1-ს მოსწონს |