სხვა მარსზე „პოპკორნი“ იპოვეს: უძველესი ცივილიზაციის კვალის ძიება გრძელდება 3 ივლისი, 10:29 გეოლოგები გაოცებულნი დარჩნენ მარსმავალის აღმოჩენით: Bright Angel-ის რეგიონისკენ მიმავალ გზაზე მანქანა წააწყდა ქვებს, რომელთაგან ბევრი სფერული იყო, რისთვისაც მეტსახელად „ქვის პოპკორნი“ შეარქვეს. მარსმავალს გზაზე უფრო დიდი ლოდებიც შეხვდა, ასევე გამოჩნდა მინერალური ძარღვების მსგავსი ქედები. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც წყალი იყო.
დაბრკოლებებმა მნიშვნელოვნად შეანელა მარსმავალის გადაადგილება. თუ ადრე ერთ მარსულ დღეში ასობით მეტრს ფარავდა, ახლა მანძილი ათეულ მეტრამდე შემცირებულია. ამის მიუხედავად რობოტმა შეძლო დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლა. ახლა მთავარი ამოცანაა, გავიგოთ, რას წარმოადგენს ნაპოვნი ქანები. ნიმუშებს ადგილზევე შეისწავლიან: მარსმავალზე დამონტაჟებული სპეციალური ტექნიკის დახმარებით იგეგმება ქანების ქიმიური შემადგენლობის დეტალური შესწავლა. კვლევის შედეგები განსაზღვრავს, აღმოჩნდება თუ არა მარსის ნიმუშები დედამიწაზე შემდგომი შესწავლისთვის. მარსმავალი ორიენტირებულია არა მხოლოდ უძველესი ცხოვრების გაქვავებული მტკიცებულებების მოძიებაზე, არამედ იმ გარემოს შესწავლაზე, რომელიც შესაძლოა მას მხარს უჭერდა. სწორედ ამიტომ, მოწყობილობა დიდ დროს ატარებს ჯეზეროს კრატერში - უძველესი პალეოტბა, რომლის გეოლოგიური მახასიათებლები სულ უფრო იზიდავს მეცნიერებს, განსაკუთრებით Bright Angel-ის რეგიონი, რომელიც სავსეა ლოდებით და უცნობი წარმომავლობის ქანებით. რეგიონის შესწავლის დასრულების შემდეგ მარსმავალი გაემგზავრება სამხრეთით სხვა რეგიონებში, სადაც ჰიპოთეზურად შეიძლება წყლის და სიცოცხლის პოვნა. პლანეტის ყოველი ახალი ნაწილის შესწავლით, მეცნიერები უფრო უახლოვდებიან მარსის ისტორიისა და მასზე ცოცხალი ორგანიზმების ცხოვრების შესაძლებლობის გაგებას. არის თუ არა სიცოცხლე მარსზე? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით ვიცით, რომ დედამიწაზე არსებობდა სიცოცხლის რამდენიმე პრიმიტიული ფორმა, მეცნიერებს უჭირთ ნამარხების პოვნა, რომელიც უდავო მტკიცებულება იქნებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მარსზე ან მზის სისტემის სხვა პლანეტებზე. თუმცა, თუ ადრე ყველაფერი, რაც სხვა პლანეტებზე სიცოცხლესთან იყო დაკავშირებული, ჰიპოთეზებს და ფანტასტიკას ეფუძნებოდა, ახლა მკვლევრები მარსის დასახლების ქიმიურ მტკიცებულებებს ეძებენ. ტექნიკა ვითარდება, ტარდება კომპლექსური სამეცნიერო ექსპერიმენტები, რამაც საბოლოო პასუხი შეიძლება გასცეს კითხვას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აღელვებს სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლებს: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე? ასევე დაგაინტერესებთ: იცით, რატომ ვერ ასწრებენ სუპერ თანამედროვე რობოტები ავაზებს? ტურიზმი კოსმოსში რეალურია: ქალი, რომელმაც კოსმოსში 5 წუთის გასატარებლად 2005 წელს 250 ათასი დოლარი გადაიხადა დედამიწის სურათები სხვადასხვა დისტანციიდან: 10 ფოტო, რომელიც თქვენი არსებობის გადახედვას გაიძულებთ კალიფორნიაში მარსის პროტოტიპს შექმნიან: აქ დასვენებას ტურისტები კვირაში 6000 დოლარად შეძლებენ ცეცხლოვანი პლაზმის ძაფები და დედამიწის ზომის ლაქები: მზის ახალი ფოტოები დღისით იტენება, ღამით რგავს: ავტონომიური რობოტი უდაბნოს გასამწვანებლად 182 1-ს მოსწონს |