x
image
Yoona
Mediator image
დიეტა „5 სუფრის კოვზი“ - ჭამე რაც გინდა და როცა გინდა
დიეტების უმეტესობა მოითხოვს კვების მკაცრ შეზღუდვას: არანაირი ცხიმიანი, ფქვილიანი, ტკბილიანი, მარილიანი და შებოლილი საკვები. შეჩერდით! აბა, რა უნდა ვჭამოთ?!



დიეტა „5 სუფრის კოვზი“ კვების სხვა სისტემებთან შედარებით უფრო ნაზი ჩანს. მისი ეფექტურობა დაადასტურა ათობით ქალმა, რომლებმაც მოახერხეს წონის დაკლება მოკლე დროში.



image



„5 სუფრის კოვზი“ ჩვეულებრივი დიეტა არ არის. ეს არის კვების სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ მიაჩვიოთ ორგანიზმი მცირე ულუფებით დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ასე გადაძღომას თავიდან აიცილებთ. როგორც მიხვდით, ამ რეჟიმის არსი მდგომარეობს იმდენის ჭამა, რამდენიც შეესაბამება ხუთ სუფრის კოვზს. ეს საკმარისია, რომ შიმშილის გრძნობა დააკმაყოფილოთ და კუჭის შევიწროებას ხელი შეუწყოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გახდომის მსურველთათვის.



„5 სუფრის კოვზის“ დიეტის ძირითადი პრინციპები




დღეში იმდენჯერ შეგიძლიათ ჭამოთ, რამდენჯერაც გსურთ, მაგრამ ამავდროულად თითო კვებაზე 5 სუფრის კოვზზე მეტი არ შეიძლება, როგორც მყარი, ასევე თხევადი. კვებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 3 საათზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში შეიძლება შიმშილის გრძნობა დაიწყოს. ეს კი საერთოდ არ გვინდა!



image



ამ პერიოდში შაქრის, მარილის და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება მინიმუმამდე შეამცირეთ. თუ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, ამ პროდუქტების საშიშროების შესახებ თავადაც იცით.



როგორ დავიწყოთ გახდომა?

მოემზადეთ იმისთვის, რომ ახლა თქვენი ულუფები მნიშვნელოვნად შემცირდება. სამაგიეროდ, არანაირი მკაცრი შეზღუდვა კვებაში. ყველაფერი შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გსურთ, მთავარია ხუთ სუფრის კოვზს არ აჭარბებდეს.



image



მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მაინც მოერიდეთ ზედმეტად მაღალკალორიულ და არაჯანსაღ საკვებს, როგორიცაა სწრაფი კვება. ასეთი კვების მცირე რაოდენობის ჭამითაც დღიური კალორიული ნორმა შეიძლება მიიღოთ, ამიტომ ყველა სხვა საკვები უკვე ცხიმად გადაიქცევა. ამაში რომ დარწმუნდეთ, ნახეთ, როგორ გამოიყურება 2 000 კალორია სწრაფი კვების პროდუქტების სახით. არადა ბევრ ფოტოში მხოლოდ ერთი ულუფაა.



მაქსიმალური ეფექტისთვის კვირაში 1-2-ჯერ სასუსნავით თავი გაანებივრეთ, მაგრამ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში. საყვარელი კერძის მთლიანად გამორიცხვა სტრესს და დიეტის დარღვევის რისკს ზრდის.



დიეტის შედეგები

ამ მარტივი წესების დაცვით, პირველ ცვლილებებს დიეტის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ შეამჩნევთ. ორგანიზმი მოიშორებს ზედმეტ წყალს, თანდათან ცხიმიც გაქრება, კანი უფრო ელასტიური გახდება. საუკეთესო ეფექტისთვის დღეში სამჯერ ჭამეთ, ორჯერ წაიხემსეთ, საღამოს მყარი საკვები ჭიქა კეფირით ჩაანაცვლეთ.



image



ამ დიეტაში ყველაზე კარგი ის არის, რომ არ საჭიროებს მკაცრ შეზღუდვებს, ასე რომ მიიღებთ ყველა საჭირო ვიტამინს და მინერალს, რაც გაგრძნობინებთ თავს ჯანმრთელად და აქტიურად. განსაკუთრებით მაშინ, როცა წონის დაკლების პროცესს რაიმე ფიზიკური დატვირთვა ახლავს.



1 კვირის მენიუ

image



ორშაბათი

საუზმე: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა ხილით

წახემსება: ვაშლი

სადილი: წიწიბურას ფაფა და ქათმის მკერდი

სამხარი: ჭიქა იოგურტი

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა



სამშაბათი

საუზმე: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა ხილით

წახემსება: პური ყველით ან ბანანი

სადილი: მოხარშული კვერცხი და თეფში წვნიანი

სამხარი: ჭიქა კეფირი

ვახშამი: ყავისფერი ბრინჯი



ოთხშაბათი

საუზმე: ხლოპია რძით

წახემსება: მუჭა ნუშის კაკალი

სადილი: გამომცხვარი თევზი

სამხარი: ვაშლი

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი ან ბოსტნეულის სალათა



ხუთშაბათი

საუზმე: ომლეტი პომიდვრით

წახემსება: მუჭა კენკრა

სადილი: გამომცხვარი თევზი

სამხარი: 1 ჭიქა იოგურტი

ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ქათმის მკერდი



პარასკევი

საუზმე: შვრიის ფაფა კაკლით

წახემსება: გრეიფრუტი ან ვაშლი

სადილი: პასტა ყველით ან ბოსტნეულით

სამხარი: 1 ჭიქა კეფირი

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა



შაბათი

საუზმე: მოხარშული კვერცხი

წახემსება: მუჭა ჩირი

სადილი: ყაბაყის ოლადები

სამხარი: ვაშლი

ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი ან ჭიქა კეფირი



კვირა

საუზმე: ხაჭო თაფლით და კაკლით

წახემსება: ჭიქა კეფირი

სადილი: თეფში წვნიანი და 1 ნაჭერი მთელი მარცვლეულის პური

სამხარი: ნახევარი ავოკადო

ვახშამი: ბოსტნეულის სალათა



ასევე დაგაინტერესებთ:

12 პროდუქტი, რომელიც თქვენს მუცელს ბრტყელს გახდის

ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა

გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა

დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ

10 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ, თუ წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ


0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
230