ჯანმრთელი კვება როგორ გამოიყურება 2 000 კალორია სწრაფი კვების პროდუქტების სახით 13 იანვარი, 17:07 აშშ–ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტო გვირჩევს, დღეში დაახლოებით 2 000 კალორია მივიღოთ. რა თქმა უნდა, როცა სახლში ვამზადებთ, ამის გამოთვლა და განხორციელება საკმაოდ მარტივია.
ზოგჯერ გვინდა არა შინ მომზადებული, არამედ არაჯანსაღი, მაგრამ რატომღაც ძალიან გემრიელი საკვები პოპულარული სწრაფი კვების რესტორნებიდან. ჩნდება კითხვა: მენიუდან რამდენიმე კერძი საკმარისია, რომ საშუალო დღიური კალორიები მივიღოთ? ამ ფოტოსერიაში ნაჩვენებია, როგორ გამოიყურება 9 ამერიკული სწრაფი კვების ქსელის საკვები, რომელიც 2 000 კალორიას შეიცავს. ბევრ ფოტოზე მხოლოდ ერთი პორციაა ნაჩვენები, მაგრამ სინამდვილეში თითოეულ მათგანზე ყველაფერია, რისი ჭამაც რეკომენდებულია მთელი დღის განმავლობაში. სტარბაქსი (Starbucks) მოკა თეთრი შოკოლადით, სენდვიჩი სოსისით და ჩედერით, ბერძნული იოგურტი ალუბლით, მინი ტორტი მარილიანი კარამელით, ყავის ტორტი. კალორიები – 2030. მაკდონალდსი (McDonald’s) ქლაბსენდვიჩი ქათმით და ბეკონით, დიდი კარტოფილი ფრი, მოცარელას ჩხირები სოუსით, მაკფლარი ორეოს ორცხობილით. კალორიები – 2010.საბვეი (Subway) დიდი იტალიური საბი ყველით, ექვსდიუმიანი კვერი ბეკონით, სალათის ფოთოლით, პომიდვრით და ყველით, ჩიფსი, შვრიის ორცხობილა ქიშმიშით. კალორიები – 2010.შეიკ შაკ (Shake Shack) ორმაგი შაკბურგერი, კარტოფილი ფრი ყველით, შეიკი მიწისთხილის კარაქით. კალორიები – 2200.ქეი ეფ სი (KFC) ორმაგი სენდვიჩი, დიდი პოპკორნ–ნაგეტსი, დიდი კარტოფილის პიურე საწებლით, დიდი მაკენდჩიზი და დიდი კომბოსტოს სალათი. კალორიები – 2940.ტაკო ბელი (Taco Bell) ქუესარიტო საქონლის ხორცით, სამფენიანი ნაჩოსი, რბილი ტორტილა საქონლის ხორცით, კარტოფილი ყველით, ტოსტადა სანელებლებით, დიდი სოდიანი სასმელი. კალორიები: 2080ბურგერ ქინგი (Burger King) ორმაგი ვოპერი ყველით, დიდი კარტოფილი ფრი, დიდი ხახვის რგოლები, 2 შვრიის ორცხობილა ქიშმიშით, დიდი კოკა–კოლა. კალორიები – 2990.ვენდისი (Wendy’s) ბეკონის ბურგერი, ცხარე ქათმის ნაგეტსი, დიდი კარტოფილი ფრი, პატარა ნაყინი, ლუდი. კალორიები: 2480ფაივ გაისი (Five Guys) ჩიზბურგერი ბეკონით, დიდი კარტოფილი ფრი. კალორიები – 2230.ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ ავირჩიოთ ნატურალური ჩირი? 2. 7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ 3. გემრიელი კარტოფილი ფრი წვეთი ზეთის გარეშე! 4. 5 გემრიელი სოუსი სალათებისთვის 5. აი, როგორ გამოიყურება ჭიქა ჩაი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 30 შეფასება არ არის |