x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ქოჩორას ბებია: „9 თვისამ ბურთით აიდგა ფეხი… გამორჩეულია, ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილიშვილი მყავს..“
image

.

„9 თვის ბავშვმა ფეხი ბურთით აიდგა…“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილის ბებია ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ ამაყია, არა მხოლოდ შვილიშვილის წარმატებით, არამედ იმითაც, რომ გიორგი ქოჩორაშვილი გამორჩეული პიროვნებაა. მისი თქმით, ეს ერთი ბიჭი ჰყავთ შვილიშვილებში.

.


„9 თვის ბავშვმა ფეხი ბურთით აიდგა, ბურთს დაარტყა და ისე გაიარა, მშობლები ხელს უწყობდნენ… გურჯაანშიც თამაშობდა და იქაც იყო.


ფეხბურთი იყო მისი ცხოვრების არსი, იტყოდა ხოლმე სხვა არაფერზე არ დამელაპარაკოთო…


ხომ გეუბნებით, არაჩვეულებრივი ბიჭია, გამორჩეული პიროვნებაა. 6 შვილიშვილი მყავს, ყველა მიყვარს, მაგრამ ეს სულ სხვანაირია, ძალიან თბილია…

.

როცა თამაში იყო, იმ დღეს შუქი არ გვქონდა კარდენახში და ტელევიზორს ვერ ვუყურებდი. ჩემი შვილი თბილისიდან ტელეფონით მირეკავდა და მამშვიდებდა. ტელეფონით მიყვებოდა და მასმენინებდა, როგორ აიღო პენალტი. მეორე დღეს კი ვუყურე, მაგრამ როცა ითამაშა, მაშინ ვერ ვნახე. ძალიან გავიხარე... თვითონ დაუფასდა შრომა. ხომ ხედავთ თავადაც როგორი გახარებულია. კმაყოფილი და ამაყი ვარ რომ გოლი გაიტანა. გულით მინდა, ძალიან გულით მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშები მოიგონ. ღმერთმა გადასწეროთ პირჯვარი და შეაძლებინოთ. დაუფასდეთ ეს შრომა... მართლაც ტიტანური შრომა გაიარა ამ ბავშვმა. უამრავი ოპერაცია გაიკეთა, ხან კუნთის პრობლემა შეექმნა, ხანაც სხვა. 18 წლიდან რაც ესპანეთში წავიდა, იმ დონეზე იყო რომ საკვებსაც საკუთარი ხელით იკეთებდა. პატარა ოთახი ჰქონდა დაქირავებული, იქ ცხოვრობდა და საკუთარ თავს პატრონობდა. გვირეკავდა და გვამშვიდებდა, აი ნუ გეშინია ბებო, საჭმელი გავიკეთე, ეს გავიკეთე და ვჭამო.“ - აღნიშნავს ქოჩორას ბებია.

.

image

შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ეს ძალები და მეორე თამაში უკეთესად და უფრო ძლიერად ვითამაშოთ, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა თურქეთთან თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, გულშემატკივარს ჩეხეთთან ბევრად მაგარი მატჩის გამართვას ჰპირდებიან.

.

„შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ეს ძალები და მეორე თამაში უკეთესად და უფრო ძლიერად ვითამაშოთ, იმიტომ, რომ იყო პირველი 20 წუთი რომელიც შეგვეძლო რომ უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ ამ ყველაფერზე ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ მეორე თამაშს ის შედეგი მოჰყვება, რასაც ვიმსახურებთ…

.

ვიდეოს ვნახავთ, განხილვა გვექნება ამ თამაშის და შევეცდებით, შეცდომები რაც იყო და ის კარგი თამაში ჩეხეთთან უკეთესი და უფრო მაგარი იყოს.


სასიხარულოა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის ჩატარება, მაგრამ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი მიღწევაც გვინდოდა თამაშიდან გამომდინარე. გვქონდა ბევრი მომენტი, რომელიც შეგვეძლო, რომ გამოგვეყენებინა. მაგრამ არაფერი, გავაგრძელებთ შრომას. მადლობა ყველა ქართველს, რომელიც ჩამოვიდა, დაგვაფასა, ასევე იმ ხალხს, რომელიც ტელევიზორიდან გვიყურებდა და გვიგულშემატკივრა“, – ამბობს ქოჩორაშვილი.

.

.~

„სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ“ – ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გუშინდელი მატჩიდან ფოტოებს ავრცელებს.

.

თურქეთის ნაკრებთან დაძაბული თამაშის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი გულშემატკივრებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ახლა მთავარია შეცდომები გააანალიზონ და საუკეთესოდ მოემზადონ ჩეხეთთან თამაშისთვის:

.

„სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა ყველაზე მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის.


მადლობა გულშემატკივარს საოცარი მხარდაჭერისთვის მსოფლიოს ყველა წერტილიდან“ – წერს ქოჩორაშვილი.

0
142
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0