x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
ტოტალური გებელსური პროპაგანდა და ტოტალური ვიშნევსკური "სამართალი"
image

იმპერიალიზმის გარეშე რუსეთი არასოდეს ყოფილა.

და რეალურად ცოტაა რუსი, რომელიც იმპერიაზე უარს იტყვის - არც პუშკინი და არც ლერმონტოვი, არც დოსტოევსკი და გორკი იყვნენ რუსული იმპერიის დაშლის მსურველები. მათ უბრალოდ ამ იმპერიის უფრო განათლებული და პროგრესული ვერსია სურდათ.


სოლჟენიცინის მაგალითი აშკარაა იმის გასაგებად, რომ დიდი რუსი დემოკრატიც კი იმწამსვე იმპერიალისტი ხდება, თუ დემოკრატია მისი იმპერიის საფუძველს დაემუქრა. გულაგი არ მოსწონდა, მაგრამ ცარიზმის აღდგენაზე ოცნებობდა. და დღეს რომ ყოფილიყო, დიდი ვარაუდით, პუტინს გაამართლებდა.



პუტინმა რუსეთი დაჩაჩანაკებული და დაშლის პირას მისული ქვეყნიდან გააძლიერა, ისევ გრძნობენ სიამაყეს იმის გამო, რომ მათი ისევ ეშინია მსოფლიოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაძლიერების პროცესში მიღებული დოვლათის 90% სწორედ პუტინს და მის დაახლოებულთა რამდენიმე ასეულ ადამიანზეა გადანაწილებული.


მეორე მხრივ, ახლა ბევრი გამოფხიზლდება - თუ დასავლეთი არ შეანელებს უკრაინის მხარდაჭერას და შეინარჩუნებს მკაცრ სანქციებს, და "პუტინი და გამარჯვება", "პუტინი და უკეთ ცხოვრება" დამთავრდება. უბრალოდ, ჩვენ ვერ დავინახავთ, როგორ ჩამოვა ის 75% ჯერ 50%-ზე და მერე ალბათ 30%-ზე - სწორად და დამაჯერებლად ამას რუსეთში აღარავინ გამოიკვლევს და აღარავინ აჩვენებს.


რუსეთი დიდ ჩრდილო კორეად გადაიქცევა, სადაც ინტერნეტი, ინსტაგრამი, ტვიტერი და სატელიტური უცხოური არხების მიღება აღარ იქნება შესაძლებელი. მათ ექნებათ საკუთარი ინტერნეტი - რომელიც სადაც მხოლოდ "რაშა თუდეი" და "სპუტნიკი" გავრცელდება, სადაც ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, დიპლომატიის და სამხედრო საქმის სახელმძღვანელოებს მხოლოდ პუტინი, ლავროვი და სეჩინი ეყოლება ავტორებად. სადაც მხოლოდ იმას წაიკითხავ, რა დიადია რუსეთი და როგორ ებრძვიან მას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღით... - ტოტალური გებელსური პროპაგანდა და ტოტალური ვიშნევსკური "სამართალი", ოცნებები ბერიაზე და ნკვდ წარსულ დიდებაზე... ყოველ შემთხვევაში, ამას ეცდებიან და იმედია, გადაყვებიან ამ მცდელობას, ან რაღაც დროით მოახერხებენ გულაგისტანის აღდგენას

0
56
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
56