x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"დააზეპირებინეს რამდენიმე ფრაზა და დარბიან ასე" - ირაკლი ზარქუა ქალზე, რომელმაც მოღალატე და მონა ეძახა


ირაკლი ზარქუა



"ქართული ოცნების" წევრი და იმ 84 დეპუტატიდან ერთ-ერთი, ვინც ხმა მისცა რუსულ კანონს, ირაკლი ზარქუა, დღეს მომხდარ ფაქტზე პოსტს აქვეყნნებს და წერს, რომ ქალმა მას მოღალატე ფოიში მაშინ ეძახა, როცა ქალიშვილთან ცეკვაზე იყო მისული. ირაკი ზარქუა დასძენს, რომ ასეთ ფაქტებზე ის ვერ ბრაზდება, ფრაზები "მოღალატე" და "მონა" კი მოქალაქეს სხვამ დააზეპირებინა.



"

ტრადიციულად კვირაობით დამყავს-ხოლმე ჩემი 11 წლის ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ველოდებოდი ფოიეში წუთი-წუთზე ჩემს შვილს, ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას ????????თან რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ბავშვს ველოდები ფოიეში (ეგ ნაწილი ალბათ ამოჭრა ) და ნუ მოქცეოდა ასე, თუმცა სანამ იქ მყოფმა სხვა მშობლებმაც არ მიუთითეს ამ თავხედობაზე და არ გააგდეს, მანამდე არ დამშვიდდა! კადრების ის ნაწილი გამოდო, რაც ამ ყველაფერს არ ასახავს. ეს ქალბატონი აღმოჩნდა რადიკალ-ნაც-აქტივისტი ვინმე ქრისტო, რომელიც თავის თანამზრახველთან ერთად სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული ჩემთან. აქ უკვე კომენტარიც და რამე საღ მსჯელობაზე, ან მორალზე, ან ადექვატურობაზე საუბარი ალბათ ზედმეტია, როცა ასეთ უმორალო ხალხს ეხება საქმე! ბოლოს, მაინც მინდა წუხილი გამოვთქვა და აღვნიშნო, რომ ეს ქალი ალბათ შესაბრალებელია თავისი ამ ამორალური საქციელით, ლექსიკით, სიტყვა-პასუხით და ქმედებით… ამიტომ
ასეთებზე დიდად ვერც ვბრაზდები!!! დააზეპირებინეს რამდენიმე ფრაზა და დარბიან ასე…" - წერს ზარქუა ფეისბუქზე.



შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც ირაკლი ზარქუას ქალი გამოელაპარაკება და ეუბნება "თქვენ ხართ მოღალატე და მონა!"




ირაკლი ზარქუასა და მოქალაქის საუბარი:



- დიდ ამბავს არ ავტეხავ, მაგრამ მონა და მოღალატე ხართ! და აი ამ ბავშვებს უკარგავთ მთელ მომავალს. აი, აქ საერთოდ სირცხვილია თქვენი ყოფნა. ეს ხალხი მართლა სამშობლოსთვის იბრძოდა და თქვენ ხართ მოღალატე და მონა! მოღალატე და მონა!

- რას დაგამსგავსეს ქალბატონო?!

- თქვენ რას დაამსგავსეთ ქყვეყანა?!

- მშვიდობა რომ გაქვს ამის დამსახურებაა!

- რა?! მშვიდობა გამარჯვების გარეშე არ არსებობს!

- ომი გინდათ?!

- ომს არა, ომს არა... მაგრამ თქვენ ხართ მოღალატე...

- და ამიხსენი რატო?

- იმიტომ, რომ რუსეთს აბარებთ ქვეყანას და მაგიტომ.

- მიბრძანდით!..

- სირცხვილი, გრცხვენოდეს. თქვენ ესე ვერ უნდა დადიოდეთ ქუჩაში, იმიტომ რომ ხართ მოღალატე, მოღალატე ხართ სამშობლოსი!

- მიბრძანდით!...

- თქვენ ნუ მეუბნებით სად უნდა მივბრძანდე და სად არ უნდა მივბრძანდე. აი თქვენ მალე მიბრძანდებით სადაც საჭიროა!

- ქალბატონო მიბრძანდით!...

- თქვენ ნუ იძახით მიბრძანდით, თქვენ მიბრძანდით რუსეთში!

- რუსეთში ნაციონალები მიგათრევენ ზუსტად, თქვენ მაგის წარმომადგენლები ხართ!

- ნაციონალების გუა და რაღაცები არ გვინდა, სირცხვილია!

- მიბრძანდით!

- რას ნიშნავს მიბრძან... თქვენ ეს თითი გაუქნიეთ ბიძინას, გასაგებია?! აი ასე თითით ელაპარაკეთ ბიძინას,

- [????]

- კი ვღელავ იმიტომ, რომ თქვენ ქვეყანას აბარებთ რუსეთს გასაგებია?! თქვენნაირი უტიფარი კი არა ვარ!"























1
138
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
138
  
9 ივნისი, 22:14
სასაცილოა პირდაპირ ეს ეს ძუკნა ნაგავი უცხოურ ფულზე სამშობლოს და სუვერენიტეტის გამყიდველი მონა სხვას ეძახის მონას, ყოჩაღ ზარქუას მოთმინებას მე მაგის ადგილზე მაგ ნაბიჭვვარს დედის მუტტტტელს ჩამოვაცმევდი კოჭებამდე.
ხიმშიკა მაინც არ იშლი "რუსული" კანონის "ექსპერტობას". არ იქნება შენი გამოსწორება. ადამიანი რომ გამოსწორდე ინტელექტი უნდა გქონდეს. შენ რა ინტელექტიც გაქვს დენების კარიკატერაზე გამოჩნდა. ხიმშიკა ერთი ეს მითხარი ეხლა შენ, ქართველი მონებით მოვაჭრე აჭარელი ხიმშიაშვილები შენი რა იყვნენ, ჰაააა ამართლებ ანდაზას კვიცი გვარზე ხტისო. მოღალატეობა და გამყიდველობა გენეტიკურია როგორც ჩანს.
0 1 1