საზოგადოება ირაკლი ზარქუას თქმით, მოქალაქემ, რომელმაც "მოღალატე" ეძახა, რადიკალი ნაც-აქტივისტია 9 ივნისი, 16:48 სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქე, ქალი ირაკლი ზარქუას მოღალატეს უწოდებს, რომელიც რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას და ბავშვებს უკარგავს მომავალს.
"ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, მის მიმართ განხორციელებული ბულინგის ამსახველ ვიდეოს გავრცელებას სოციალურ ქსელით ეხმიანება. "ტრადიციულად კვირაობით დამყავს-ხოლმე ჩემი 11 წლის ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ველოდებოდი ფოიეში წუთი-წუთზე ჩემს შვილს, ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას, თან რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ბავშვს ველოდები ფოიეში (ეგ ნაწილი ალბათ ამოჭრა ) და ნუ მოიქცეოდა ასე, თუმცა სანამ იქ მყოფმა სხვა მშობლებმაც არ მიუთითეს ამ თავხედობაზე და არ გააგდეს, მანამდე არ დამშვიდდა! კადრების ის ნაწილი გამოდო, რაც ამ ყველაფერს არ ასახავს. ეს ქალბატონი აღმოჩნდა რადიკალ-ნაც-აქტივისტი ვინმე ქრისტო, რომელიც თავის თანამზრახველთან ერთად სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული ჩემთან. აქ უკვე კომენტარიც და რამე საღ მსჯელობაზე, ან მორალზე, ან ადეკვატურობაზე საუბარი ალბათ ზედმეტია, როცა ასეთ უმორალო ხალხს ეხება საქმე! ბოლოს, მაინც მინდა წუხილი გამოვთქვა და აღვნიშნო, რომ ეს ქალი ალბათ შესაბრალებელია თავისი ამ ამორალური საქციელით, ლექსიკით, სიტყვა-პასუხით და ქმედებით… ამიტომ ასეთებზე დიდად ვერც ვბრაზდები!!! დააზეპირებინეს რამდენიმე ფრაზა და დარბიან ასე…" - წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში. 240 4-ს მოსწონს
|