x
image
Yoona
Mediator image
„სურნელოვანი ბაღი“: როგორ გამოჩნდა არაბული კამასუტრა
ყველამ იცის სიყვარულის შესახებ ინდური ტრაქტატის „კამასუტრას“ არსებობაზე, მაგრამ თითქმის არავის სმენია არაბულ წიგნზე „სურნელოვანი ბაღი“, რომელიც ღირსეულ ალტერნატივად ითვლება. ამ ნაწარმოების არსებობა გასაკვირია, რადგან ცნობილია, რამდენად უმწიკვლოა ისლამური კულტურა. და მაინც, ტრაქტატი არსებობს და დახვეწილი მოძღვრებაა ხორციელი სიამოვნების სამყაროში.



image



სერ ჯორჯი და მისი მნიშვნელოვანი საქმე

საინტერესოა, რომ ინდური „კამასუტრაც“ და არაბული ტრაქტატიც „სურნელოვანი ბაღი“ თარგმნა ერთმა ადამიანმა, სერ რიჩარდ ბერტონმა. ამ ბრიტანელმა მოგზაურმა, მეცნიერმა, მწერალმა და მთარგმნელმა დატოვა სოლიდური მემკვიდრეობა, რომლის უდავო მარგალიტად შეიძლება ჩაითვალოს ორი უძველესი ნაშრომი სიყვარულზე.



image

რიჩარდ ბერტონი




„სურნელოვანი ბაღის“ ავტორად ითვლება ტუნისელი შეიხი ნაფზავი. ტრაქტატის შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ამ ადამიანს ჰქონდა ღრმა ცოდნა ინტიმური სფეროს შესახებ. შეიხი წიგნში აღწერს არა მხოლოდ პოზიციებს კოპულაციისთვის და პრელუდიის ვარიანტებისთვის, ასევე წერს ეროგენულ ზონებზე, სასქესო ორგანოების გადიდებაზე, იძლევა რჩევებს ფლირტისა და ცდუნების შესახებ.



image

შეიხი ნაფზავი



სიყვარულის შესახებ არაბული ტრაქტატის ავტორზე ძალიან ცოტაა ცნობილი. შეიხი ნაფზავი ბერბერთა ტომიდან იყო და მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა ტუნისში. თავისი დროისთვის ძალიან განათლებული ადამიანი და გამოცდილი ექიმი იყო. მისი დახვეწილი სტილით შეიძლება ითქვას, რომ წერის ნიჭიც ჰქონდა. არაბული „კამასუტრა“ მისი ახირებით არ შექმნილა. ტუნისის სულთანმა აბუ ფარის აბდ ალ-აზიზა ალ-მუტავაკილმა ნაფზავს ტრაქტატი შეუკვეთა.



ეროტიკა მუსლიმანურ ლიტერატურაში

ვინაიდან ხორციელი სიამოვნების თემა ისლამურ კულტურაში თითქმის ტაბუდადებულია, ბევრი სკეპტიკურად უყურებს „სურნელოვან ბაღს“. ზოგი ტრაქტატს ყალბად მიიჩნევს, ზოგი ფიქრობს, რომ ერთადერთი წიგნია, რომელიც ისლამურ სამყაროში მიღებული ნორმებიდან უცნაურ გადახრად იქცა. ასე არ არის და ამას ადასტურებს ინტიმური ცხოვრების შესახებ სხვა ნაშრომები არაბულ ენაზე. თურმე, არც ისე ცოტაა.



image



შუა საუკუნეებში მუსლიმანურ სამყაროში სექსის თემას განსხვავებულად განიხილავდნენ, ვიდრე ახლა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ უფრო მოწინავე იყო, ვიდრე ევროპა მისი ერთადერთი აკრძალული „არეტინოს პოზებით“. მუსლიმები დიდად აფასებდნენ წიგნებს სასიყვარულო სიამის აღწერით და უმაღლეს საჩუქრად ითვლებოდა.



აღსანიშნავია, რომ „სურნელოვანი ბაღი“ სიყვარულის ხელოვნების შესახებ მხოლოდ ერთ-ერთი არაბული წიგნია. „ათას ერთი ღამის“ ორიგინალური ზღაპრებიც, რომელთაც ვიცნობთ უდანაშაულო თარგმანით, სავსეა აშკარა სცენებით და პიკანტური დეტალებით. ასევე არის ჩანაწერები არაბი მეცნიერის ალ ჯაჰიზისგან, რომელიც მოძღვრავს გამოუცდელ ახალგაზრდა წყვილებს. ასევე შეგვიძლია ვახსენოთ ალ კატიბის „სიამოვნებების ენციკლოპედია“, დაწერილი მე-10 საუკუნეში.



ასევე დაგაინტერესებთ:

ძველი ტრადიცია ბრუნდება – რატომ ეძინა ადრე ცოლ–ქმარს ცალ–ცალკე?

უწყვილოდ სამხრეთ კორეაში – რა დამოკიდებულება აქვთ კორეელებს მარტოხელების მიმართ და ვინ არის სამპოს თაობა

ცხოვრება თანამედროვე ჰარემში: ნავთობის პრინცის ყოფილი ხარჭის აღიარება

მეცნიერებმა დაადგინეს – მორწმუნეები უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ სექსისგან, ვიდრე ათეისტები

იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ არა ქმარი: ქცევის წესები, რომელიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა


0
214
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
214