x
image
Yoona
Mediator image
ქორწინებას კარგ საქმეს ვერ უწოდებ: 10 ვარსკვლავი, რომლებიც არასოდეს ყოფილან დაქორწინებული
image



ოჯახის და სამსახურის შეთავსება ადვილი საქმე არ არის, განსაკუთრებით ცნობილი ადამიანებისთვის. სანამ ზოგიერთი ვარსკვლავი დიდებულ ქორწილს იხდის, სხვები საერთო არ გეგმავენ საქორწინო კავშირით თავის შეწუხებას. არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში უბედურები არიან, უბრალოდ მათთვის კანონიერ ქორწინებას მნიშვნელობა არ აქვს. რომელი 10 პოპულარული მსახიობი არ ჩქარობს მარტოხელა სტატუსთან განშორებას?



დაიან კიტონი

image



კეტი კურიკთან ინტერვიუში დაიანი ამბობს:



„ვფიქრობ, მიზეზი, რატომაც არ გავთხოვდი, არის ის, რომ ძალიან ბევრ კომპრომისზე წასვლა მომიწევდა. ვფიქრობ, ქორწინების საკითხში დედაჩემის მაგალითი ავიღე. მინდოდა ბევრად უფრო გაბედული რამ მეცადა. ასევე, მამაკაცების მეშინოდა“.



ლეონარდო დიკაპრიო


image



დიკაპრიო ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარტოხელაა, რომელსაც არასდროს დაუკანონებია ურთიერთობა. ჟურნალ Parade-თან ინტერვიუში ლეონარდომ კომენტარი გააკეთა ქორწინების შესახებ:



„სიმართლე ის არის, რომ ქორწინების წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ვერ დაგეგმავ. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა მოხდება“.



შაკირა

image



ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ცნობილი მომღერალი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ჟერარდ პიკესთან მისი ხანგრძლივი ურთიერთობაც ოფიციალურად არ იყო დარეგისტრირებული. CBS-თან ინტერვიუში მომღერალმა ამის შესახებ ამბობს:


„გულწრფელად, ქორწინება მაშინებს. არ მინდა, რომ რჩეულმა ჩემში ცოლი დაინახოს. მირჩევნია, რომ ჩემში შეყვარებული დაინახოს. პატარა აკრძალული ხილი ვარ“.



ენრიკე იგლესიასი

image



მომღერალს ჩოგბურთელ ანა კურნიკოვასთან სამი შვილი ჰყავს და 22 წელია ერთად არიან. თუმცა, ცნობილმა ადამიანებმა ქორწინება არ დაარეგისტრირეს. E News-თან ინტერვიუში ენრიკემ თქვა:



„ამდენი წელია ერთად ვართ, რა მნიშვნელობა აქვს? ქორწინების მჯერა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, დაქორწინებული ვართ თუ არა“.



უინონა რაიდერი

image



რა რომანებს არ მიაწერენ რაიდერს, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია მხოლოდ მისი ურთიერთობა მეტ დეიმონთან და ჯონი დეპთან. რაიდერი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და ოჯახის ინსტიტუტისადმი მის დამოკიდებულებას ასე აფასებს:



„მირჩევნია არასოდეს გავთხოვდე, ვიდრე რამდენჯერმე დავშორდე. განქორწინებაში ცუდი არაფერია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს გავაკეთო. როცა შენს მშობლებს სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი 45 წლის განმავლობაში, შენი სტანდარტები მართლაც ძალიან მაღალია. უკვე დიდი ხანია ვიღაცასთან ვარ ბედნიერი“.



მარლონ უეიანსი

image



მსახიობი, რომელიც ცნობილი გახდა 2000-იანი წლების კომედიურ ფილმებში შესრულებული როლებით, არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. Essence-თან ინტერვიუში თქვა:



„არასოდეს დავქორწინებულვარ, რადგან ვიცოდი, დედას ვჭირდებოდი. ქალებს კი სურთ იბრძოლონ შენი ყურადღებისთვის, უნდათ იბრძოლონ შენი სიყვარულისთვის, უნდათ იყვნენ ერთადერთი“.



შარლიზ თერონი

image



ჰოვარდ სტერნთან Elle-თვის მიცემულ ინტერვიუში შარლიზმა თქვა:



„არასოდეს მინდოდა გათხოვება. ეს არასდროს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი“.



შონ პენთან შესაძლო ქორწინების შესახებ კითხვაზე მსახიობმა უპასუხა:



„ეს არ არის სიმართლე. დიახ, ვხვდებოდით, რაც თითქმის 1 წელი გრძელდებოდა, მაგრამ არასოდეს ვაპირებდი მასზე დაქორწინებას. არაფერი მსგავსი“.



ალ პაჩინო

image



The Irish Independent-თან ინტერვიუში პაჩინომ ქორწინების ინსტიტუტისადმი უნდობლობაზე ისაუბრა.



„ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ქორწინება სულიერი მდგომარეობაა და არა კონტრაქტი“.



კაილი მინოუგი

image



მომღერალი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, თუმცა ჯოშუა სასთან ნიშნობის დროს ამასთან ახლოს იყო. 2017 წელს, იმდროინდელ რჩეულთან დაშორების შემდეგ HuffPost-თან ინტერვიუში თქვა:



„არასდროს მიფიქრია, რომ გავთხოვდები. უბრალოდ „ნიშნობის“ გავლა ექსპერიმენტად მეჩვენება, რადგან არასოდეს მიოცნებია გათხოვებაზე არც ბავშვობაში და არც ზრდასრულ ასაკში. ეს არ არის ის, რაც მჭირდება და არც ის, რაც მინდა ვიყო. ჩემს მშობლებს არასოდეს ჩაუნერგავთ ჩემში „დიდი ქორწინების“ იდეა“.

მინოუგი დაინიშნა ჯოშუა სასზე და ეს მისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. დაშორების შემდეგ თქვა:



„მაშინ ვფიქრობდი, რომ ქორწინების იდეა არასწორად მესმოდა და ეს უნდა გავაკეთო. ახლა ყოველთვის წინა თვალსაზრისზე დავრჩები. არა მგონია, რომ ქორწინება ჩემთვის არის“.



ჯერედ ლეტო

image



კიდევ ერთი მარტოხელა, რომელიც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში მომღერალმა თქვა:



„იცით, რა გავიგე ქალებზე? აბსოლუტურად არაფერი ვიცი ქალების შესახებ“.



ჯერედი მარტოხელა ცხოვრებაზე ამბობს:



„ასეა საქმე. მაგრამ არ ვიცი, მივიღე თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება“.



ასევე დაგაინტერესებთ:

18 საკულტო წყვილის ფოტოები ურთიერთობის დასაწყისში და დაშორებამდე „1 საათით“ ადრე

როგორები იქნებოდნენ 15 ცნობილი წყვილის შვილები, ვარსკვლავები ერთმანეთს რომ არ დაშორებოდნენ

განშორება სარგებლით: ადელმა 20 კგ დაიკლო და ახლა მისი ცნობა შეუძლებელია

რქადადგმულთა სტატისტიკა: 10 ქვეყანა, რომელთა მაცხოვრებლები ყველაზე ხშირად ღალატობენ მეუღლეებს

12 გამოცდილი მეთოდი, როგორ აიძულოთ ყოფილ პარტნიორს ინანოს თქვენთან დაშორება

0
503
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
503