x
image
Yoona
Mediator image
17 მტკიცებულება, რომ მამაკაცთან ცხოვრება ნამდვილი გამოცდა შეიძლება იყოს
ურთიერთობა შეიძლება იყოს საოცარი, თუ პარტნიორი მზრუნველი და გონიერია. საქმე მხოლოდ ხმამაღალ ჟესტებში არ არის. პარტნიორებმა ძალისხმევა უნდა გაიღონ ყოველდღიურ საქმიანობაში და, სამწუხაროდ, ზოგჯერ ამაში სრულ მარცხს განიცდიან. ქმრები და შეყვარებულები შეიძლება ცოტა უწესრიგოები იყვნენ, როცა საქმე ყოველდღიურ საქმეს ეხება. უნივერსალური მიდგომა არ არსებობს, მაგრამ შევაგროვეთ ფოტოები ქალებისგან, რომლებიც წუწუნებენ თავიანთ უწესრიგო პარტნიორებზე.



image



1. “ქმარი დებს ყავის ფინჯანს ორი ცარიელი სადგამის გვერდით“

image

ალბათ, ქმარს უბრალოდ არ სურს სადგამის დასვრა.


„ამ თეთრ ჩაშენებულ ბარის დახლზე, რომელიც 4 მეტრზე მეტი სიგრძისაა, 4 სადგამია. ამ სიტუაციაში დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ფინჯანი სადგამზე არ დადო!“ – დაწერა ცოლმა.



2. “ჩემს ქმარს აქვს უცნაური ჩვევა, არ ხურავს ღია უჯრებს და კარადებს“

image

ავტორმა დაწერა, რომ სამზარეულოში ყოველთვის არ არის ასეთი არეულობა, უბრალოდ, ქმარმა ახლახან დაასრულა საჭმლის მომზადება. დროა, კარადებიდან კარები ჩამოხსნას.



3. “ჩემი ქმარი საპონს ფრჩხილებით ფხეკს“

image

ქსელის მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ქმარი მექანიკოსად მუშაობს, რაზეც ცოლმა დაწერა: „არა, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. უბრალოდ გრძნობს, რომ დასაბანად საკმარისი რაოდენობის საპონის ამოფხეკა სჭირდება“.



4. “ჩემი ქმარი ყოველთვის ტოვებს ცარიელ, საზიზღარ ნაჭუჭებს სადგამში იმის ნაცვლად, რომ გადაყაროს“

image

როგორც ჩანს, ნაჭუჭის უკან დაბრუნება უფრო შრომატევადი საქმეა, ვიდრე ნაგავში გადაყრა. კომენტარებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ კაცს სძულს ცოლი და ამით მისი გაღიზიანება სურს.



5. “სარეცხი კალათა მის წინ არის“

image

ალბათ, მიზეზი ჰქონდა. ყველაზე სავარაუდოა - სიზარმაცე.

ჩემი ყოფილი ასე ხშირად აკეთებდა. ყურადღება მიაქციეთ, სიტყვა „ყოფილს“ – დაწერა ერთ–ერთმა მომხმარებელმა.



6. “შეყვარებულს ჩემი მანქანა რამდენიმე დღით ვათხოვე და ასეთი დააბრუნა“

image

მთელი ეს ნაგავი 2 დღეში დაგროვდა. ალბათ, უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა შეყვარებულს მანქანა ათხოვა. ქალმა დაწერა, რომ აიძულა შეყვარებულს ყველაფრის დასუფთავება.



7. “ქმრის ტუმბო, რომელსაც ვცდილობ არ შევეხო. მთელი ეს ნაგავი 2 კვირაში დააგროვა“

image

მგონი, ქმარს სურს შინაური ცხოველის ყოლა, როგორიცაა ჭიანჭველები ან ტარაკნები. მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ ამ ტუმბოზე კიდევ არის მთელი თავისუფალი კუთხე და ქმარს კიდევ ერთი კვირა ეყოფა. ასევე აღნიშნეს, რომ ამ ქალის ქმარი 16 წლისაა და ენოტია.



8. “დღეს დილით ჩემმა ქმარმა, ჩემი ცხოვრების სიყვარულმა, გადაწყვიტა თმის შეჭრა სამსახურში წასვლამდე“

image

„20 წელია ერთად ვცხოვრობთ და ეს პირველად გააკეთა. დავალაგე, რადგან მაღიზიანებდა. მოგვიანებით მომწერა, რომ აგვიანებდა და სამსახურიდან დაბრუნებისას დაალაგებს“ – წერს ცოლი.



9. “ჩემი დის შეყვარებულმა დაკარგა საფულე დედამისთან სახლში წასვლამდე. ასე დატოვა მისაღები მას შემდეგ, რაც საფულე იპოვა“

image

არ გაგვიკვირდება, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა ეს ბიჭი ამ სახლში შეუშვეს.



10. “ასე ტოვებს ჩემი საქმრო არაქისის კარაქს, დავფიქრდი ჩემს არჩევანში“

image

ბიჭმა უბრალოდ ამოიღო არაქისის კარაქი რაღაც ბაღის ნიჩბის მსგავსით, იქ დატოვა და ქილა უკან დააბრუნა. ვფიქრობ, არავის გაუკვირდება, რომ ყველა ურჩევს ქალს მისგან გაქცევას.



11. “ჰუმუსის თასები, რომლებიც შეყვარებულმა უკან მაცივარში დააბრუნა. როგორც ჩანს, ცოტა შეინახა“

image

ქალმა დაწერა, რომ ბიჭი ხელმძღვანელობს ლოგიკით, რომ გვიან წახემსებისას ამ თასებიდან ჰუმუსის ამოღებას ისევ შეძლებს 3–4 ჩიფსისთვის.



12. “ეს ჩემმა ქმარმა გააკეთა. შესაძლოა, მისი მოკვლა მომიწიოს“

image

„მოსამართლე და ნაფიც მსაჯულები მიხვდებიან. აუცილებლად გაგათავისუფლებენ“ – ხუმრობენ კომენტარებში.

„იცის, როგორ მაღიზიანებს ეს. გუშინ საღამოს დამდევდა და მაიძულებდა მეყურებინა, როგორ ჭამდა მაფინების თავებს. შემდეგ დატოვა ნახევრად ნაჭამი მაფინები კონტეინერში კომპიუტერის წინ, რომ დილით მისი ვანდალიზმი მენახა. ალბათ, სასამართლოში ამას განიხილავენ ოჯახურ ძალადობად?! ვკვდები სიცილით“ – წერს ცოლი.



13. “ჩემმა ბიჭმა სასმელი დატოვა ჩემს ახალ ბლოკნოტზე“

image

ქალმა დაწერა, რომ ლაქა არ გაქრა გაშრობის შემდეგ, ამიტომ კომენტატორები ხუმრობით წერენ, რომ, ალბათ, მისმა შეყვარებულმა ზეთი დალია.



14. “ჩემმა შეყვარებულმა ყველა შოკოლადი ჩაკბიჩა კარამელის საპოვნელად. ის იქ არ იყო“

image

კომენტარებში ვარაუდობენ, რომ ქალი 5 წლის ბავშვს ხვდება, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ამის ნორმალურად ჩათვლა.



15. “ჩემმა ქმარმა ჩადო ეს ქვაბი ნიჟარაში“

image

„ბოლოს მაინც ნაგავში აღმოჩნდება“, რაც ნიშნავს, რომ მოუწევს მაკარონის ამოღება წყლით სავსე ნიჟარიდან. არა, ნარჩენების დასაქუცმაცებელი არ გვაქვს. უარესია, როცა ამას ბრინჯის შემთხვევაში აკეთებს“ – წერს ცოლი.

კომენტარებში აღშფოთებულნი იყვნენ ასეთი დაუდევრობით, რადგან მაკარონი კიდევ ერთი კერძისთვის საკმარისი იყო.



16. “ჩემი ქმარი თავის ფეხსაცმელს ჩემსაზე ადებს და აჭუჭყიანებს“

image

ვფიქრობთ, ეს ფოტო შეიძლება განთავსდეს ლექსიკონში ფრაზით „აგდებული დამოკიდებულება“.

ცოლმა დაწერა, რომ ქმარს ესაუბრა, რომელმაც ეს იმით ახსნა, რომ მისი დიდი „დრანდულეტი“ მხოლოდ ზედა თაროზე ეტევა.



17. “ჩემი საქმრო არასდროს ცვლის ტუალეტის ქაღალდს, როცა რულონზე ქაღალდი აღარ არის. მეც გადავწყვიტე ასე გამეკეთებინა. აი, რა დავინახე, როცა ისევ შევედი ტუალეტში“

image

კომენტარებში შესთავაზეს ყველაფრის ასე დატოვება, რომ ენახათ, როგორ მოიქცევა საქმრო, როდესაც ტუალეტის ქაღალდის მეორე რულონი ამოიწურება.

0
813
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
813