ადამიანებს შორის სწორი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, თუ პარტნიორები ერთმანეთის გრძნობებს პატივს ცემენ. თუ ამჩნევთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს მიმართ ქვემოთ მოცემული სიტუაციების მსგავსად იქცევა, დროა დაფიქრდეთ. ეს ადამიანი შესაძლოა გიყენებდეთ.
საკუთარ თავში ეჭვს გიჩენთ
ყველაზე ცუდი, რაც ადამიანმა შეიძლება გაგიკეთოთ, ეს საკუთარი თავის ჯანსაღად შეფასების უნარია. თუ ვინმე ორჭოფობას გაიძულებთ, ეს ცხადი ნიშანია, რომ მას არ უყვარხართ.
თქვენს ქმედებებს აკონტროლებს
თუ ადამიანი თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტის გაკონტროლებას ცდილობს, თუ სად მიდიხართ, ვისთან კონტაქტობთ, რას იცვამთ - შესაძლოა, თქვენ ურთიერთობაში „ციხის“ კატეგორიაში აღმოჩნდით. კონტროლის შემდეგი ეტაპი აკრძალვებია. მასთან არ წახვიდეთ, ეს არ ჩაიცვათ და ა.შ.
პრობლემებში გადანაშაულებთ
საკუთარ პრობლემებში სხვების დადანაშაულება ბავშვობაა. თითოეული საკუთარ ქმედებებზე, არჩევანსა და ქცევებზე პასუხისმგებელი თავადაა. თუ ვინმე საკუთარი შეცდომების პასუხისმგებლობის თქვენზე გადმობარებას ცდილობს, ნამდვილად ვერასდროს გაიზრდება.
მხოლოდ ცუდს ხედავს
თქვენს ყველა ნაკლს აღნიშნავს, ყველაფერს ახმოვანებს. თქვენში უფრო მეტ ცუდს ხედავს, ვიდრე კარგს. ეს საკუთარი თავის მიმართ ეჭვების, კომპლექსების და აზრების გაჩენისკენ მიმავალი გზაა, რომ „ჩემი შეყვარება არ შეიძლება“. საყვარელი ადამიანის მიმართ ასე მხოლოდ ის იქცევა, ვინც ზედმეტად დაკომპლექსებულია, ვინც ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ მხოლოდ მას სჭირდებით.
თქვენ დაგცინით
ოცნებები, სიტყვები, რაიმე შეცდომები...შეიძლება იხუმროთ და ერთად გაიცინოთ, მაგრამ თუ ხუმრობა თქვენს გრძნობებს ეხება, ის კი თქვენს ემოციებს უგულებელყოფს, შესაძლოა, თქვენ სწორ ადამიანთან არ იმყოფებით. ადამიანი, რომელსაც უყვარხართ, ძალით გულს არასდროს გატკენთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
რას ნიშნავს „ლამაზი ქალი“ კაცის გაგებით?
10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია
რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი
ქორწინება სრულდება იქ, სადაც ქალის მოთმინება მთავრდება
აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი