x
image
Yoona
ცხოვრება თანამედროვე ჰარემში: ნავთობის პრინცის ყოფილი ხარჭის აღიარება
1998 წელს ბრუნეის ყოფილ სულთანს და ფინანსთა მინისტრს, პრინც ჯეფრი ბოლკიახს რთული პერიოდი დაუდგა. მას ბრალად ედებოდა ხაზინიდან მსხვილი გაფლანგვა, ამიტომაც ყველა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით, პრინცის ერთ–ერთმა ყოფილმა ხარჭამ, ამერიკელმა ჯილიან ლოურენმა ჩათვალა, რომ საიდუმლოს გაუთქმელობის ხელშეკრულება აღარ აკავშირებს და მოჰყვა, როგორ ცხოვრობენ ქალები თანამედროვე ჰარამხანებში.



image



რატომ სჭირდება ნავთობის პრინცს ჰარემი?



ჯილიან ლოურენმა თავისი აღიარება გადმოსცა წიგნში "ზოგიერთი ქალები: ჩემი ცხოვრება ჰარემში" (Some Girls: My Life in a Harem). წიგნი აშშ–სა და ევროპის მაღაზიებში 2010 წელს გამოჩნდა და მაშინვე ბესტსელერი გახდა. ლოურენი მოულოდნელად კარგი ავტორი აღმოჩნდა და მისი ნამუშევარი, ექსპერტების აზრით, ადვილად წასაკითხი და საინტერესოა.



image




პრინცი ჯეფრი ბოლკიახი ოფიციალურად ხუთ ქალზეა დაქორწინებული. თითქოს რაში სჭირდება ჰარემი, მით უფრო, რომ არავინ ზღუდავს ცოლების რაოდენობაში. საქმე იმაშია, რომ აღმოსავლეთში ჰარემი აუცილებლობა არაა. ეს ჰგავს ძვირადღირებულ შვეიცარიულ საათს ბანკირის ხელზე. აუცილებელი არაა, გაარკვიოთ, რომელი საათია, მნიშვნელოვანია, რომ აქსესუარი მფლობელის მაღალ სტატუსს ხაზს უსვამდეს.



ჯეფრის ჰარამხანაშიც ზუსტად ასეა. გადაკვრით რომ ვთქვათ, მისი ხარჭების უმეტესობას მისთვის "დრო არასოდეს უჩვენებია". ჯილიანის თქმით, ისინი უბრალოდ აჩვენებენ პრინცის შემოსავლის დონეს და სტატუსს. ყველა ქალი ჰარემში აბსოლუტურად ნებაყოფლობით იმყოფება და ამისთვის კარგ ჯილდოს იღებენ.



image



ცხოვრება "ოქროს გალიაში"



სულთნის თითქმის ყველა ხარჭა იყო მოდელი, ტელეწამყვანი და მსახიობი. ევროპის ქვეყნების და აშშ–ს მაცხოვრებლები. ჰარამხანაში ყველა ხვდებოდა ერთი და იმავე სცენარით. ჯერ გოგონა იღებდა შეთავაზებას, გამხდარიყო ხარჭა. შემდეგ მინიმალურ სამკვირიან კონტრაქტს აფორმებდა. თუ ყველაფერი აკმაყოფილებდა, კონტრაქტს აგრძელებდა. ვისაც პირობები არ აკმაყოფილებდა, სახლში დაუბრკოლებლად ბრუნდებოდა.



ჯილიან ლოურენი წერს, რომ ქალები ბრუნეის პრინციპის ჰარემს საკუთარი ნებით ძალიან იშვიათად ტოვებდნენ. ჰარემი მდებარეობს თეთრი მარმარილოსგან დამზადებულ დიდ სასახლეში, რომელიც ჩაფლულია ტროპიკული ბაღის სიმწვანეში. ტერიტორიას კარგად იცავენ. დიდ ტერიტორიაზე ქალები გოლფის მანქანებით გადაადგილდებიან. მათ სარგებლობაშია ყველაფერი, რასაც ისურვებენ: სილამაზის სალონი, სპა, სავარჯიშო დარბაზი, აუზი და ბევრი სხვა.



image



მარმარილოს სასახლეში პრინცის თითოეულ ხარჭას ცალკე აპარტამენტი აქვს. ზოგიერთი ქალი ასევე ცხოვრობს დიდ, კომფორტულ ბუნგალოებში, რომლებიც ბაღში მდებარეობს. სასახლე და მთელი მიმდებარე ტერიტორია სათვალთვალო კამერებით სავსეა. ეს უსაფრთხოების მიზნით არის გაკეთებული და არა იმისთვის, რომ ჰარემის მფლობელი დღის თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში თავისი ლამაზმანების ყურებით დატკბეს.



რაც შეეხება ინტიმურ ურთიერთობას, ლოურენის თქმით, ბევრი ქალი პრინცის ხარჭა 2 წლის განმავლობაში ყოფილა ისე, რომ მის საძინებელში ერთხელაც არ შესულა. სამაგიეროდ, თითქმის ყველა ქალი ჰარემის მფლობელს მაღალი წრის სერვისს უწევდა. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ სადილში, როცა პრინციპი ბიზნეს პარტნიორებს ხვდებოდა. ბოლკიახი არ წვრილმანდებოდა. მას 12–დან 24–მდე ხარჭა თან დაჰყვებოდა.



image



არც თუ ისე დამღლელი სამუშაოსთვის ჰარემის მაცხოვრებლები ხელფასს იღებდნენ. იმ დროს, როცა ლოურენი ჰარემში ცხოვრობდა, ხელფასი 20 ათასი დოლარი იყო კვირაში. დღეს ეს თანხა 34 ათას დოლარს უდრის. ეს ყველაფერი არაა. პრინცი, როცა კარგ განწყობაზე იყო, რაც მდიდარ ხალხში ხშირად ხდება, ქალებს უხვ საჩუქრებს ჩუქნიდა. ნაწილობრივ, ეს ხელგაშლილობა გაფლანგვის ბრალდების ერთ–ერთი მიზეზი გახდა.



ატმოსფერო თანამედროვე ჰარამხანაში



ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად ბრუნეის პრინცის ჰარემში ატმოსფეროს ჯანსაღს ვერ ვუწოდებთ. ქალები მოწყენილები იყვნენ და ამის გამო ერთმანეთზე ჭორაობდნენ და ინტრიგებს ხლართავდნენ. ყველაზე შესაძლო მეთოდით იბრძოდნენ პრინცის ყურადღებისთვის, რაც პირდაპირ დაკავშირებული იყო მდიდარ საჩუქრებთან.



image



ჯილიანი ირწმუნება, რომ მას ბევრი არაკეთილმოსურნე ჰყავდა. მისი თქმით, ეს გამოწვეული იყო პრინცთან მისი მაღალი პოპულარობის გამო. ლოურენის სიტყვების შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ ის ამბობს, რომ ჰარემში პოპულარობით მეორე იყო. ჯეფრი ყველაზე მეტ ყურადღებას მხოლოდ გოგონას, სახელად ფიონას უთმობდა.



არამეგობრული ატმოსფერო ერთ–ერთი მიზეზი იყო, რატომაც ლოურენმა კონტრაქტი აღარ განაახლა. ჰარემში გატარებული დროის განმავლობაში დიდი თანხა გამოიმუშავა და ბევრი ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო. ბრუნეი დატოვა და დასახლდა ლოს–ანჯელესში, სადაც ფუფუნებაში ცხოვრობს. თანამედროვე ჰარემის შესახებ წიგნმა ჯილიანი უფრო გაამდიდრა. ახლა მისი წიგნი 18 ენაზე ითარგმნება და მთელ მსოფლიოში იყიდება.



image



აღმოსავლეთის ჰარემის ყოფილი ხარჭა ჯგუფის Weezer ბასისტზე დაქორწინდა. წყვილმა ეთიოპიიდან ბავშვი იშვილა და, როგორც ჩანს, საკმაოდ ბედნიერები არიან. ჯილიანი, პირველი წიგნის წარმატებით შთაგონებული, წერას აგრძელებს. მალე მისი ავტორობით ახალი ბესტსელერი შეიძლება ვიხილოთ.



აი, პრინცი ჯეფრი, რომელმაც 15 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგა, მშობლიურ ბრუნეიში მდიდრულად ცხოვრებას აგრძელებს. მართალია, ბევრი პრივილეგია დაკარგა, მაგრამ არ გაღარიბებულა. ახლა თავისი ძმის, სულთნის ხასანალ ბოლკიახის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. მილიონერის ცოლი ფუფუნებით დაიღალა და ყველას გაუმხილა მისი ცხოვრების უარყოფითი მხარეები

2. იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ არა ქმარი: ქცევის წესები, რომელიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა

3. ნამდვილი სიყვარული უკვდავია: ქალი ყოველდღე მეტროში ჩადის, რომ გარდაცვლილი ქმრის ხმა გაიგონოს

4. ცოლმა ქორწილის მეორე დღეს განქორწინება მოითხოვა - მიზეზი რომ იცოდეთ, თქვენც ასე მოიქცეოდით

5. ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა

6. ფუმფულა ქალები ქორწინებას ბედნიერს ხდიან და ამას მეცნიერება ამტკიცებს

7. პაემანზე საწრუპმა მილმა ფერი შეიცვალა და გოგონამ პოლიცია გამოიძახა

8. 50-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარმა ცოლს ჰკითხა, მისი ერთგული თუ იყო - მოსმენილმა გონება დააკარგვინა

9. 21 პატარა დეტალი, რომელიც ქალს მიმზიდველს ხდის

10. გსურთ ქალის გაცნობა? – მის ხელებს შეხედეთ

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
575
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
575