ქალი და მამაკაცი 20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე 2019, 9 იანვარი, 15:20
ეს რჩევები ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის წესებად შეგიძლიათ მიიღოთ. და სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მივხვდი.
ურთიერთობა ყოველთვის ორმხრივი პროცესია და მასში ორივე პარტნიორმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
რადგან მე ქალი ვარ, მხოლოდ ქალის მხრიდან ვსაუბრობ.
1.ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს საუკეთესოს, რაც მეუღლეს აქვს. ქმარში ბევრი თვისებაა, რომლებიც მოგწონთ და ბევრი რამ, რაც არ მოგწონთ. ეცადეთ, უფრო მეტი ყურადღება პოზიტიურ მხარეზე გაამახვილოთ. 2.ქმართან სექსით დაკავდით. ინტიმური სიახლოვე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორთან ემოციური კუთხით სიახლოვე. მეუღლესთან რეგულარული სექსით თქვენ ზრუნავთ, რომ სიყვარული არ ჩაქრეს. 3.იმ ადამიანების რჩევები გაითვალისწინეთ, ვინც ქორწინებაში ბედნიერი და წარმატებულია. ზოგჯერ ერთმა კარგმა რჩევამ შეიძლება შეგაჩეროთ მანამ, სანამ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. 4.ქმარს დაფიქრების საშუალება მიეცით. მეუღლეს საკუთარ თავთან განმარტოების უფლება მიეცით იმდენი ხნით, რამდენიც მას სჭირდება. 5.მეუღლის ძლიერად შეცვლა არ სცადოთ. ყველაფერი კარგი ზომიერი უნდა იყოს. ქმარს, როგორც საგანს ნუ უყურებთ, რომელიც აუცილებლად შესაკეთებელია. 6.კომპლიმენტები ხშირად უთხარით. უთხარით მეუღლეს იმის შესახებ, თუ ის რამდენად ძლიერი და მამაკაცურია. კომპლიმენტების მოსმენა ყველას გვიყვარს. თქვენი ქმარი გამონაკლისს არ წარმოადგენს. 7.მის ხუმრობებზე გაიცინეთ. მაშინაც კი, თუ ქმრის ხუმრობები ყოველთვის სასაცილო არაა, უბრალოდ ცოტა ითამაშეთ. 8.თქვენს მოქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღეთ. ეს საქმე მეუღლეს არ გადააბაროთ. 9.სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს, ჭორები არ მოუყვეთ და წუწუნი არ დაიწყოთ. მშვიდ გარემოში დასვენების უფლება მიეცით. ეს თქვენც გჭირდებათ, თუ ასევე სამსახურიდან ახალი დაბრუნებული ხართ. 10.მხარი დაუჭირეთ მაშინ, როცა ეს სჭირდება. ასე თქვენს შორის კავშირი არ გაწყდება, არამედ უფრო ძლიერი გახდება. 11.სხვა მამაკაცებთან მის შედარებას მოერიდეთ. ქმარში არასრულფასოვნების კომპლექსი არ განავითაროთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ მისი სამყარო ხართ. 12.ქმარს განმარტოების უფლება მიეცით. ეს ყველა ადამიანს სჭირდება. 13.მიეცით უფლება, ზოგჯერ სუსტი იყოს. მეუღლემ საკუთარი შიში და შფოთვის მიზეზი გაგიზიარათ? ამაში უცნაური არაფერია. ეს ნორმალურია. 14.მიეცით უფლება, უყვარდე მას ისე, როგორც შეუძლია. სიყვარულის შესახებ ყველას თავისი წარმოდგენა აქვს და ასევე მისი გამოხატვის ხერხზეც. ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ასე ყველაზე მშვენიერს ხელიდან გაუშვებთ, რაც თქვენს ურთიერთობაში არის. 15.მიეცით უფლება, დაგინახოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ. საყვარელი ადამიანისთვის ღია წიგნი იყავით. ასე აჩვენეთ, რომ ენდობით და თავის მხრივ, თქვენი ნდობაც შეიძლება. 16.ქმარს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ, განსაკუთრებით სხვა ადამიანების თანდასწრებით. ამის შესახებ არც უნდა გაიფიქროთ. თქვენი კამათი და სერიოზული დისკუსია მხოლოდ განმარტოებისთვის შეინახეთ. 17.ქმართან ბევრი დრო გაატარეთ. საერთო ჰობით დაკავდით, საერთო მიზნებს მიაღწიეთ, საერთო ოცნებები განახორციელეთ. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, როცა ოცნებების გაერთიანება შეგიძლიათ? ასე ერთად უფრო მხიარულად და ბედნიერად იგრძნობთ. 18.მისი წარსული მიიღეთ. თუ მასთან აწმყოში ყოფნა გსურთ, ეს უნდა გააკეთოთ. 19.ფინანსურმა პრობლემებმა თქვენს ურთიერთობაზე გავლენა არ მოახდინოს. ფინანსები კამათის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ამას ურთიერთობის დაშლის უფლება არ მისცეთ. 20.გიყვარდეთ და აპატიეთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ქორწინება სიყვარულის გარეშე ადრე თუ გვიან განქორწინებით დასრულდება. ასევე დაგაინტერესებთ: რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე იცით, როგორი უნდა იყოს იდეალური ასაკობრივი სხვაობა მყარი ურთიერთობისთვის? აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი სექსი IQ დონეზე გავლენას ახდენს: მეცნიერების კვლევა ქორწინებაში შეთავსება დაბადების თარიღის მიხედვით - შეამოწმეთ “მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები 14 რამ ურთიერთობაში, რაც მამაკაცმა 30 წლამდე უნდა გაიგოს 6 მომენტი საქორწილო ფოტოზე, რომლებიც სწრაფ განქორწინებას წინასწარმეტყველებს როგორი ზამთრის პაემანი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რითი ხიბლავთ ადამიანებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1468 1-ს მოსწონს
|