ქალი და მამაკაცი “მამაკაცი, რომელზეც გათხოვება არ ღირს” – 1930 წლის ფასდაუდებელი რჩევები 2018, 19 ოქტომბერი, 14:53
ეს ემიგრანტული წიგნი, რომელიც პროფესორმა გერლინგმა დაწერა და 1930 წელს ჟენევაში გამოიცა, ქალებისთვის ფასდაუდებელ რჩევებს შეიცავს, თუ როგორ შევარჩიოთ ქმარი.
თითქოსდა, თითქმის საუკუნის წინ დაწერილმა წიგნმა მამაკაცზე საინტერესო რა უნდა გვითხრას. ისინი სვამდნენ, ერთობოდნენ, დროს უსაქმოდ ატარებდნენ და თავის ხასიათს ისე აჩვენებდნენ, როგორც დღეს. ასე რომ, ეს რჩევები დღესაც აქტუალურია.
არ ღირს გათხოვება მამაკაცზე:
1. რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ რასაც აკეთებს, ყველაფერი შესანიშნავია. 2. რომელიც სარკეს გვერდს ვერ აუვლის ისე, რომ მასში არ ჩაიხედოს. 3. რომელიც ყოველ კვირა ან უფრო ხშირად საყვარელს იცვლის. 4. რომელიც აზარტულ თამაშებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულია. 5. რომელიც მუდამ ბინძური ფრჩხილებით დადის. ასევე არ ღირს, ცოლად გაჰყვეთ მამაკაცს, რომელიც სისუფთავის მოყვარული არაა. 6. სერიოზულად დაავადებულ ადამიანს ცოლად არ გაჰყვეთ, რადგან ოჯახის კერა, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა უნდა შექმნას, სანატორიუმი არაა, არამედ ბუდე, სადაც ჯანსაღი თაობა გაიზრდება. 7. არ გათხოვდეთ მამაკაცზე, რომელიც ცნობილია, როგორც ძალიან სულელი ადამიანი. 8. რომელიც მორალურად დაბალი ღირებულების არის, მაგ, მატყუარა. 9. რომელსაც ცოლთან ერთად და შემდეგ უკვე შთამომავლობასთან ერთად ღირსეული ცხოვრებისთვის ფულის გამომუშავების მიზანი არ აქვს. 10. ვინც ხელმომჭირნეა და ცოლისთვის საჩუქრის გაკეთების, ან დასასვენებლად წაყვანის სურვილი არ აქვს. 11. ვისაც არ სურს იცოდეს, რომ ცოლი მხიარული და ბედნიერი უნდა იყოს, რადგან მისი განწყობა და ჯანმრთელობა ოჯახის კეთილდღეობის საფუძველია. 12. არ უნდა გათხოვდეთ მამაკაცზე, რომელსაც გაუწონასწორებელი ბუნება აქვს. 13. ვისაც 5 წუთიც კი მშვიდად დაჯდომა უჭირს. 14. ვისი ხმაც, ძაღლის ყეფას ან გატეხილი მინის ხმას ჰგავს. ან ხმა მოუთმენლობას და ჩხუბს ამტკიცებს. ასეთი ადამიანი კეთილი არ იქნება. 15. იყავით ფრთხილად მამაკაცთან, რომელიც ოჯახში ერთადერთი შვილია. ასეთი მამაკაცი მოდის დედისგან, რომელიც იტანჯება ინფანტილიზმით, როცა ქალს ერთზე მეტი ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა არ აქვს. 16. რომელიც თქვენზე 12 წელზე მეტით უფროსი ან უმცროსია. 17. ცნობილ, გამოჩენილ ადამიანზე - დიდებულ მხატვარზე, მსახიობზე, მეცნიერზე, მუსიკოსზე, ექიმზე - დაქორწინება არ ღირს. რადგან ზოგადად ასეთი ადამიანი ნერვიული, საკუთარ საქმეში ბოლომდე ჩაფლულია. 18. ქორწინებისთვის დონ ჟუანის განხილვა არ ღირს. „მგელი არ მოიშლის მგლობასა“. ასეთი მამაკაცი ჯანსაღი ოჯახის შექმნას ვერ შეძლებს. 19, ქორწინებისთვის სახიფათოა ასევე მამაკაცი, რომელიც საროსკიპოებს ხშირად სტუმრობს, რადგან მისი სული და სხეული უკვე დაავადმყოფებულია. დაქორწინებულს სწამს რომ ჯანმრთელია, მაგრამ საშინელი დაავადებები შემდეგ თავს იჩენს, რომელიც მასაც და მის ოჯახსაც დაანგრევს. 2440 შეფასება არ არის
|