x
image
Yoona
Mediator image
ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა
ძალიან ბევრი ქორწინება განქორწინებით სრულდება, თუ ცოლ-ქმარი საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებს. მანჩესტერში მცხოვრებმა ბარი დოუსონმა ურთიერთ დაკმაყოფილების ორიგინალური გადაწყვეტილება მოიფიქრა. 22 წლის ასაკში არსაიდან, უბრალოდ სმენის და მეტყველების უნარი დაკარგა...


image

ოჯახური ბედნიერება

ბარი 84 წლისაა, მისი ცოლი დოროთი კი 80 წლის და 64 წლის განმავლობაში ახლობლები თვლიდნენ, რომ მათი ოჯახის მამა ყრუ-მუნჯი იყო. აბსოლუტურ სიჩუმეში მან 6 შვილი და 13 შვილიშვილი გაზარდა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჩუმი ბაბუა შეიძლება დიდებული კონსპირატორი ყოფილიყო. გარე გამაღიზიანებლებზე არანაირი რეაგირება არ ჰქონდა და მოფიქრებულ იმიჯს ბოლომდე ერგებოდა.



image

დოროთი ირწმუნება, რომ ახალგაზრდობაში 2 წელიწადში ქმართან კომუნიკაციისთვის ჟესტების ენა ისწავლა. სამწუხაროდ, ქმარს ასეთი ფორმითაც კი არ სურდა საუბარი. მას ერჩივნა განმარტოებით საკუთარი საქმეებით დაკავებული ყოფილიყო. შემდეგ მამაკაცის მხედველობაც გაუარესდა, რის გამოც კონტაქტი თითქმის ნულამდე დავიდა.


image

მზაკვრული სოციალური ქსელები

ოჯახი სხვადასხვანაირი არსებობს და თუ პარტნიორის განსაკუთრებულობას ხალხი ეწყობა, საზოგადოება მდგრადი იქნება. თუმცა იდილია YouTube-მა დაარღვია. ერთ დღეს ცოლმა შემთხვევით ნახა ვიდეო, სადაც კარაოკეში რაღაცას აღნიშნავდნენ. წარმოიდგინეთ, როგორი იყო ხანდაზმული ქალის გაოცება, როცა ხმამაღალ მომღერალში საკუთარი მუნჯი ქმარი ამოიცნო! წვეულება განშორების მიზეზი გახდა.

უკვე განქორწინების პროცესი გაიმართა: ინტერნეტმა ტყუილი გამოაშკარავა, რომელიც 60 წელი გრძელდებოდა. მისის დოუსონმა სასამართლოში განაცხადა, რომ მხედველობა იმიტომ „გაუქრა“, რომ მოლაყბე ცოლთან საუბარი არ სურდა. ადვოკატის განცხადებები, რომ ბარის კეთილი განზრახვა ჰქონდა, უკმაყოფილების კედელს დაეჯახა.


image

ნეგატიური შედეგი

რომელიმე მხარის არჩევა რთულია. ქმარმა ეფექტური ტაქტიკა შეარჩია, რომლის წყალობით მათი ქორწინება ბედნიერება და საკმაოდ წარმატებული იყო. მეორე მხრივ, საკმარისი ძალა არ ჰქონდა, რომ საყვარელი ქალისთვის პირდაპირ ეთქვა რომ უაზრო ლაყბობაში მონაწილეობის მიღება არ სურს.


ასევე დაგაინტერესებთ:

რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები ერთი და იმავე მოქმედების შესასრულებლად

image

ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

image

რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი

image

რატომ არის ცოლი ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი

image

მამაკაცის 21 წესი ქალებისთვის

image

20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1403
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1403