ქალი და მამაკაცი პაემანზე საწრუპმა მილმა ფერი შეიცვალა და გოგონამ პოლიცია გამოიძახა 2020, 5 მარტი, 9:48 ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი საწრუპი მილი უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. გოგონა, სახელად რაიანა, ასეთი საწრუპი მილის ჯადოსნურ მოქმედებაში თავად დარწმუნდა, რომელსაც ყოველთვის ჩანთით ატარებდა. მის გარეშე ჩვეულებრივი პაემანი დიდ უსიამოვნებად გადაიქცეოდა.
![]() საქმე იმაშია, რომ რაიანა ჩანთით ყოველთვის ჭკვიან საწრუპ მილს ატარებდა, რომელიც მას დაქალმა აჩუქა. ბიჭი გოგონას კოქტეილით გაუმასპინძლდა, მაგრამ მან არ დალია, რადგან საწრუპმა მილმა ფერი შეიცვალა. ეს განგაშის სიგნალი იყო და რაიანამ დაუყონებლივ პოლიცია გამოიძახა. ![]() საფრთხე ფსიქოტროპული ნივთიერება ქალზე თავდასხმის მიზეზი ხშირად ხდება. სასმელის დალევის შემდეგ, რომელშიც ასეთი ნივთიერება ან საძილე აბია გარეული, გოგოები გონებას კარგავენ, ან ყურადღება ეფინტებათ, მგრძნობელობა უმცირდებათ და მოძრაობა ეზღუდებათ. ასეთ მდგომარეობაში ქალები ბოროტმზრახველზე წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებენ. ისინი უფულოდ, საბანკო ბარათების და აქსესუარების გარეშე რჩებიან. რა უნდა გააკეთოთ, რომ ამ სიტუაციაში თავი დაიცვათ? ჭკვიანი საწრუპი მილი ![]() უჩვეულო ნივთი ფლორიდიდან სამმა ნიჭიერმა გოგონამ შექმნა. ვიქტორია, სუსანა და კაროლინა კოლეჯში სწავლობენ და ქიმიით გატაცებულნი არიან. სკოლის მოსწავლეებს გენიალური იდეა გაუჩნდათ იმის შესახებ, თუ ქალებმა კლუბებში ან ბარში დასვენების დროს თავი უსაფრთხოდ როგორ იგრძნონ. მათ ჯადოსნური საწრუპი მილი მოიფიქრეს, რომელიც სასმელში ინტოქსიკაციასთან შეხების დროს ფერს იცვლის. ამრიგად, საწრუპი მილი გაფრთხილებთ, რომ სასმელი ფსიქოტროპულ ან საძილე ნივთიერებას შეიცავს. ეს წარმოუდგენლად ინოვაციური პროდუქტია. პატენტი საწრუპი მილი სპეციალურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მწვავედ რეაგირებენ რეაგენტებზე, რომლებიც საძილე ან ფსიქოტროპულ ეფექტს ფლობენ. ალკოჰოლურ ან უალკოჰოლო სასმელში ამ ნივთიერების აღმოჩენისას საწრუპი მილი ლურჯი ხდება და განგაშის ნიშანს იძლევა. გოგონების გამოგონების შესახებ საპატენტო სააგენტოში გაიგეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს ნივთი ძალიან მალე ბევრ ქვეყანაში გამოჩნდება. ყველა გოგოს ასეთი ნივთი უნდა ჰქონდეს. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: ვბრაზდებით, როცა პარტნიორისგან ნაკლებ ყურადღებას ვიღებთ: როგორ ვქმნით პრობლემებს ურთიერთობაში ![]() 10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია ![]() ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა ![]() 20 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლებიც ჯობს, რაც შეიძლება ადრე გაიგოთ ![]() 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ ![]() 1075 შეფასება არ არის |