x
image
Yoona
Mediator image
იყო კარგი მეცნიერი, მაგრამ არა ქმარი: ქცევის წესები, რომელიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა
ალბერტ აინშტაინი მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი, რომლის ნაშრომებზეც ბევრი სწავლობს. როგორც აღმოჩნდა, გენიალური ფიზიკოსიდან კარგი მამა და ქმარი არ გამოვიდა. ამას ადასტურებს პირველ ცოლთან, მილევა მარიჩთან ურთიერთობა, რომელთანაც 1903 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა.


image

ქცევის წესები ცოლისთვის

წყვილს ორი ვაჟიშვილი შეეძინათ, მაგრამ მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. განსაკუთრებით შესამჩნევი 1912 წლიდან გახდა, რის შემდეგ აინშტაინმა მილევისთვის ქცევის ერთგვარი წესები შეადგინა. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ სია მე–19 საუკუნის დასაწყისში იყო შედგენილი, რთული წარმოსადგენია, რომ ქალს ამის სრულად შესრულება შეეძლო.



image

აი, რას მოითხოვდა აინშტაინი მეუღლისგან:

1. სახლის საქმეების დამოუკიდებლად შესრულება.


2. მისთვის დღეში სამჯერ კაბინეტში საჭმლის შემოტანა.


3. კაბინეტის დალაგება ისე, რომ მაგიდაზე ხელი არაფრისთვის შეეხო.


4. თეთრეულის დროულად გარეცხვა და გაწმინდა.


5. ქმრისგან არ მოეთხოვა, რომ მასთან დრო გაეტარებინა, კერძოდ, საუბარსა და სეირნობაზე დრო დაეხარჯა.


6. ყველა პირად ურთიერთობაზე უარის თქმა.


7. მეუღლე არ გააკრიტიკოს და არ იწუწუნოს.


8. თხოვნისთანავე საძინებელი ან კაბინეტი დატოვოს.


9. ბავშვების წინაშე მამის სიტყვები ან ქცევები არ დაამციროს.


image

ამასთან, აინშტაინი იმედოვნებდა, რომ ცოლი ყველა მოთხოვნას მშვიდად მიიღებდა და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვდა.

პუნქტების წაკითხვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა სია მოსამსახურისთვის იყო შედგენილი და არა ცოლისთვის. სწორედ ამიტომ, სრულად გასაგებია, რომ მილევა მარიჩი აინშტაინს დაშორდა. მან 1919 წელს განქორწინება გააფორმა.


ასევე დაგაინტერესებთ:

რას ნიშნავს „ლამაზი ქალი“ კაცის გაგებით?

image

რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი

image

აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი

image

ამ კაცს ცოლი აწუხებდა და 62 წელი თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა. საიდუმლო ინტერნეტის გამო გამჟღავნდა

image

ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

image

0
897
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
897